ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მესხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ოქტომბერი, 2010


ეს არ იყო ხსოვნის საღამო..

ეს არ იყო ხსოვნის საღამო..
არც ჩონგურზე ნამღერი ნანა. . .
არც შეწყვეტილი მუსიკა. . .         
არც დასასრული… . . .

ეს იყო ღმერთან  მყოფი ერთი სულის ჩვენთან მყოფობის საღამო…
გალობა სულისა…. .  მთას ზარს, რომ სცემენ და უფალს უხმობენ…

უნაზესი სიახლოვე იმიერისა და ამიერისა…

დღე სიყვარულისა. . .

ადამიანებთან ჩამოჯდომა და სულთა საუბარი…. . . . 

მყოფადობას და არ მყოფადობას შორის ხმა. . .
ცრემლები  ფურცელზე დაგორებული და მარად თვალს შერჩენილი…. . .
ერთ სუნთქვად ქცეული..
დაგუბებული…. . .
ეს არ იყო ტკივილი, …
ეს იყო ყველაზე თბილი მოკითხვა, როცა ხვდები და გულით გრძნობ რომ, არ არსებობს საზღვარი…
ის აქ არის .. .

ის არ არის მარტო… . . .  მისი თვალები  უმზერენ ღმერთს. . . 

მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ დღეს  დავინახე მისი მზერა თვალებში სინათლით, მყოფადობასა და არ მყოფადობას შორის. . .(იქნებ ამ ადგილს ქვია გული)
ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის დანახვა ყველგან . . .
ეს მარადიულობა . . .


სული დამიგუბდა, ცრემლად დამიგორდა
სტრიქონს დასჩემია სრული სიმარტოვე,                             
სიტყვები წერტილებში მეფანტება
შენ მთა მიატოვე . .   
შენ მთა მიატოვე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს