ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2010


განცდის ფსიქოლოგია

სიბერის მიჯნა

სარკმელმორღვეულ სახლში
გადამწვარ ნათურას -
ქარი უნუგეშებდა.

თვით-გლახაკი

მათხოვრის ფერგაცლილი თვალები
ტაძრის ჭიშკრამდე მიმყვა...
იმ დღეს -
სანთელაუნთებლად ვიგლოვე ბედისწერა.

შემოდგომა

როგორ გადახუნდა თექის გობელენი?!
ხეებს ვეღარა ვცნობ -
ფოთლებჩამოთოვილს.

დამცირება

მიტოვებულ ყრუ დერეფნებს
ნესტის წკარუნი
აშრიალებდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები