ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2010


ბებო და ევგენი (სერია 4.)

ევგენი:

სადაც არ გინდა მეფობდეს კაცი,
ბრძენი ერთისა ბრძენია,
სხვის საქმეს ვერვინ განსაზღვრავს აწი,
ჩარევა ძალზედ ძნელია,
ეს რა უნახავს ჩემ ლამაზ თვალებს,
ეს რა გაიგეს ყურებმა,
ჯოზეფინასთვის არ ვხურავ კარებს,
შემომთავაზეს მდგუმრებმა.



ჯოზეფინა:

ეს რა მიქენი ევგენ ბატონო,
ეს რა ცუდ დღეში ჩამაგდე,
სატრფო, რომელიც მე მემხრობოდა,
დღეს სამუდამოდ დავკარგე.
ის იყო ჩემი მონა და დარდი,
ის იყო ჩემი მშვიდობა,
ის ანგელოზი იყო ფრთებით და,
როცა გარბოდა ყვიროდა,
როგორ მირბოდა, როგორ მინდოდა,
გამოსულიყო ეგ საქმე,
ევგენ ბატონო ეს რა მიქენი,
ეს რა ცუდ დღეში ჩამაგდე.

ჯოზეფინას შეყვარებული:

ჯოზო, შე ბოზო, მისმინე,
ევგენი რაშუაშია,
ევგენს მე ძმობა შევფიცე,
კიკო კი – ძმადნაფიცია,
მისგან ყოველი გასწორდეს,
სუსტი და ძალგულოვანი!

კიკო:

ეე! მუშამბა*, შე კუკუ!
რას ვიშველიებთ სხვის სიტყვებს,
ევგენის ნუ ეტენები,
ვირივით დაგკრავ ამ წიხლებს.
დაღმა გაგიშვებ დაღმართზე,
იქნებ ბზრიალით იარო,
გადმოგიგორებ ზემოდან,
მშვიდობით ჩემო ზვიადო,
მაშ ასე ჩემო ევგენი,
დროა გახადო შენ სატრფოს,
მთელი სოფელი მოსულა,
სუყველას ერთად გაგვათბობს!

ხალხი:

ამჯერად კიკო არ ცდება,
მოდით ჩავითქვათ სურვილი,
ჩვენ ზემოთ ვიყოთ ეგ ქვემოთ,
გვეყო ამდენი დუმილი,
ტყუილად მოსვლა სოფლისთვის,
არ არის მართლად მყოფელი,
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს,
გასტანჯავს წუთისოფელი.

ბებო:

ამ ხნისა ვარ და შვილობო,
ამგვარი არა მინახავს,
მეც კი მივლია ქალებში,
ბებო ვარ განა ბიძა ვარ,
ეს რა წესია სოფელო,
ეს რა ჩაიდეთ გულშია,
ხმამაღლა ამბობთ დასამალს,
თხოვნას არ იღებთ ყურშია,
ევგენი ჩემი გაზრდილი,
ჩემი უმწიკლო შვილია,
კიკო კი მისი ძმა არის,
ის დიდი ვირიშვილია,
გეყოთ და გასწით ეგ ხმლები,
გადამეყარეთ გზიდანა,
ბებო არ ვიყო ეს ქალი,
არ გამოგართვათ ყბიდანა.

ევგენი:

შეეშვი ბებო, მივიდნენ,
თუ ასე ახრჩობთ წყურვილი,
სოფელმა ის ქნას, რაც უნდათ.
რაც გასჩენიათ სურვილი.

ბებოს და:

ევგენი შვილო რას ამბობ,
სად არის ის სივაჟკაცე,
წავიდე კიკოს მივხედო,
მას უფრო აქვს სიმამაცე.

კიკო:

ბებოს და არ გამიბრაზდე,
ევგენი ჩემი ძმა არის,
ჯოზეფინა კი რძალია,
რა ვქნა სოფელი ბრმა არის.



_______________________________

* მუშამბა – ძვალი, დავრდომილი, დაუდევარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები