ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: იუმორისტული
21 ოქტომბერი, 2010


გიჟი

-შენ ვინა ხარ?
-
-რატომ დუმხართ?
-
-რატომ დუმხართ?
-
-რატო რატო რატოო
-დაანებე მაგ ქვას თავი ბიჭო გამოდი აქეთ
-მაცალე საქმე მაქ რაღაც
-
-რატო დუმს რატო რატო რატოო?
-მაგას პირი არა აქ ვერ გაგცემს პასუხს
-პირი რატო არა აქ?
-ქვაა და იმიტო
-ქვა რატოა? რატო რატო რატოო?
-რავიცი მე ქვად გაჩნდა
-ავიღო ხელში? ავიღოო?
-აიღე მარა რათ გინდა
-თავში გამოგიქანო უნდა
-გაწიე ბიჭო იქით
-აბა პირი არა აქო? გამოგიქანო ააა?
-გაწიე იქით რა უნდა გამომიქანო
-ისე ეს რო თავში მოგხვდეს ააა, ხო გაგაგდებინებს თავს
-გაწიე იქით კაცო ვინ ხარ შენ
-შენ ხო გაქ პირი, გააღე თუ ჩავაგდებ აბა
წაართმევს ქვას, ის მეორეს აიღებს
-დავაჯახოთ? ისე რა ხმა ექნებააა
ამ ქვასაც წაართმევს, ის კიდე აიღებს
-ჰაა მოდი ორი ერთზე
-რა ორი ერთზე კაცო ვინ ხარ შენ
-ჰაა შეგეშინდააა? აჰა ესეც შენ გქონდეს მე კიდე ვიპოვნი. ჰოოოპ ჰოოოპ ჰოოოპპპპაა (დიდ ქვას აიღებს, ვერ წევს ბოლომდე) მოდი მოდი მომეხმარე არ დამივარდეს
-მოგწყვიტავს წელლს გაუშვი ხელი
-ვააი ვააი მივარდებააა, რკინასავით მძიმეა, რამხელაა არაა?
-ხო ხო დიდია, დააგდე ეხლა
-რა უნდა დავაგდო ისედაც მივარდება, დამივარდება მალე, მოდი მომეხმარე მოდიიი
-ვაახ მომეცი ჰა, გაუშვი ხელი
-გაიწიე გაიწიე ფეხზე არ დაგეცეს, რამ სიმძიმეა კაცო, რკინა ხო არაა მართლა? ის ქვები სად წაიღე?
-გადავყარე რათ მინდოდა
-ვაა და მე რა ვქნა? ეს როგორ გადავყარო ერთია და
-გადააგდე მერე
-ძლივს ავიღე სად უნდა გადავაგდო გიჟი ხომ არ ხარ
-გეჭიროს მაშინ და იდექი ეგრე
დაუვარდება
-ჰაჰაა აი ხო გითხარი დამივარდება თქოოო, ჰაა გამოვიცანიიი (დახტის სიხარულისგან), გამოვიცანიიი? გამოვიცანიიი? გამოვიცანიი? გენიოოს გენიოოს გენიოოს. იმ ქვაზე შედგება და მღერის. მერე ქვიდან ჩამოხტება ქვასთან ჩაიმუხლავს და უკრავს ხელებით- დაპატა დაპატა დაპატა დაპატაააა
-კაი კაი დაწყნარდი რა მოგივიდა
-გენიოსები არ წყნარდებიან, გაიგონე რა ხმა ჰქონდა რო დაეცაა?? შენ კიდე ამბობ პირი არა აქვსო
-სადა აქ პირი აბა
-პირი შენ არ გაქ, რამხელაზე დაიყვირა ვერ გაიგე? იიფ რა ქვაა, ამას სახლში წავიღებ. ისევ აიღებს.
P.S.
ორმა კაცმა გამოიარა
-რას გავს ეს უპატრონო, თფუიი.
-თფუუუ
“გიჟის” ძმისთვის რომ გეკითხათ ამათ ქონდათ პირი და ქვას არა, არადა გიჟს ამას ეძახდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები