 | ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2008 |
"სადღაც ყოველთვის არის საღამო შენი თმების წილი სიმშვიდე"
ჩემთან დაღამდა აივანზე შუქი ანთია. მე ვზივარ შიგნით. რათქმაუნდა ვეწევი და როდესაც გარეთ ვაბოლებ (რადგან გარეთ შუქი ანთია) ინტერესით ვაკვირდები სიგარეტის თეთრ გამონაბოლქვს, შენი თმების სიმსუბუქით რომ მიიზლაზნება და ამოუცნობ, გაურკვეველ ფიგურებს ხაზავს ღამის ლურჯ სულში, იქ, საიდანაც საიდუმლოდ უჩინარდება, რომ უფრო ჰგავდეს ჩვენს მომაკვდავ მიზიდულობას რომელიც ამბობს რომ სადღაც, ყოველთვის დაეძებენ ძილსა და შვებას და სიზმრებში იკარგებიან. როგორც სამიზნეს აცდენილი მჭიდის თავები. და როდესაც იკარგებიან, განიცდიან ბედნიერებას. არავიზე და არაფერზე დამოკიდებულები განიცდიან ბედნიერებას, მათ სიგიჟემდე ახარებთ რომ არიან... და არასოდეს გახდებიან მიზეზი ცრემლის არც სიყვარულის. რომ არასოდეს და არავიზე, დასწყდებათ გული. მათ უხარიათ არსებობა სიცოცხლის მიღმა, რადგან ცოცხალი, უკვე ნიშნავს დამოკიდებულს. რადგან დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა- -არასოდეს დაბადებულა, მართალია ის ჩაიფიქრეს... ის ჩაიფიქრეს მაგრამ დედის მუცელშივე გარდაიცვალა. დაბადებამდე გარდაიცვალა.
ჩვენს მომაკვდავ მიზიდულობას, უნდა მითხრას რომ...
მე კი ვპასუხობ- -ისინი დაიღალნენ.
მას უნდა რომ მკითხოს რა ვიცი... ანდა საიდან...
მე კი ვაჩვენებ ბოლო გვერდზე გადაშლილ დღიურს სადაც სწერია:
ისინი, მე ვარ.
მე ვარ ისინი.
ოღონდ ჯერ, ვარ მე და მერე ისინი.
ისინი-ჩემი სუსტი წერტილი. ისინი-მედან გასვლის მცდელობა.
და ვაგრძელებ ფიქრს და მოწევას (რაც მას ბოლო ამოსუნთქვაში ეხმარება)
და ვწერ- რომ "სადღაც, ყოველთვის არის საღამო შენი თმების უმშვიდესი დაბოლოვება"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. უცნაური .... ლამაზი ....... და სასიამოვნო ლექსია გაიხარეე გურჯოოოოოოო უცნაური .... ლამაზი ....... და სასიამოვნო ლექსია გაიხარეე გურჯოოოოოოო
10. მე-დან გასვლის მცდელობა...
რამდენჯერ მქონია...რამდენჯერ გავსულვარ და...დავბრუნებულვარ ისევ... მე-დან გასვლის მცდელობა...
რამდენჯერ მქონია...რამდენჯერ გავსულვარ და...დავბრუნებულვარ ისევ...
9. რადგან ცოცხალი, უკვე ნიშნავს დამოკიდებულს. რადგან დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა- -არასოდეს დაბადებულა, მართალია ის ჩაიფიქრეს... ის ჩაიფიქრეს მაგრამ დედის მუცელშივე გარდაიცვალა. დაბადებამდე გარდაიცვალა.
ეს მომეწონა :) რადგან ცოცხალი, უკვე ნიშნავს დამოკიდებულს. რადგან დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა- -არასოდეს დაბადებულა, მართალია ის ჩაიფიქრეს... ის ჩაიფიქრეს მაგრამ დედის მუცელშივე გარდაიცვალა. დაბადებამდე გარდაიცვალა.
ეს მომეწონა :)
8. არ ვიცი მე ვარ დაღლილი ახლა,არ ვიცი გურჯი იყო დაღლილი:) არ ვიცი მე ვარ დაღლილი ახლა,არ ვიცი გურჯი იყო დაღლილი:)
7. მეც ვერ, გიო... შენებს არ ჰგავს...
მეც ვერ, გიო... შენებს არ ჰგავს...
6. და ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა
3. გამარჯობა რენუარ. იმედია კარგად ხარ, იმედია ძალიან. მადლობა შენ იმისთვის რომ ხშირად ნახულობ დროს ჩემს წასაკითხად. დაგეთანხმები იმაში რომ ლექსი უცნაურია, მეც ასე ვფიქრობ, გულწრფელად. ფრაგმენტული ხასიათის არის უფრო და ამიტომაც ასეთი შთაბეჭდილება სავსებით ბუნებრივია.
დაგლოცოს უფალმა გამარჯობა რენუარ. იმედია კარგად ხარ, იმედია ძალიან. მადლობა შენ იმისთვის რომ ხშირად ნახულობ დროს ჩემს წასაკითხად. დაგეთანხმები იმაში რომ ლექსი უცნაურია, მეც ასე ვფიქრობ, გულწრფელად. ფრაგმენტული ხასიათის არის უფრო და ამიტომაც ასეთი შთაბეჭდილება სავსებით ბუნებრივია.
დაგლოცოს უფალმა
2. მე ბოლომდე ვერ ჩავედი :| მე ბოლომდე ვერ ჩავედი :|
1. გამარჯობა, გიო! მშვენიერი ადგილებია. მგონი ცოტა უცნაური ლექსია-რატომ არ ვიცი. გამარჯობა, გიო! მშვენიერი ადგილებია. მგონი ცოტა უცნაური ლექსია-რატომ არ ვიცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|