 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 22 ოქტომბერი, 2010 |
ისევ მოინდომეს ამინდებმა წვიმას გაუშალონ ნაწნავები. ნისლის ორაზროვან გარინდებას ქარი ემუქრება გაწყალებით. მიწამ ვერ იპოვა გასაქანი, ცაა ისე ავად მაცქერალი. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას. სახე ჩამოსტირით კრამიტებსაც, ფრთის ქვეშ თავი შერგეს ბეღურებმა. წვიმის სახურავზე თავისტეხას სხვენიც რა მორჩილად ეგუება. ეზოს გაწუწული ძაღლი დარბის, რაღაც საქათმეში კრიახია. კაკლებს დააგორებს სხვენზე თაგვი, მგონი, ერთი სოროს მიათრია. ღობე წყალს იწურავს ფერდებიდან, ნისლი მთიდან თივის ბულულს ჯდება. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება... 21.10.10
წვიმდა, მეტი არაფერი...
წვიმას ჰქონდა ფერი ფიქრის, წვიმდა აქაც და ლიხს იქით. წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.
წვიმას ჰქონდა ფერი ფიქრის, მიდიოდა წვიმა იქით, სადაც ცა ერწყმოდა მიწას, სადაც ჰორიზონტი იწვა.
წვიმას ჰქონდა უცხო განცდა, რომ ცის კიდეს უკვე გასცდა. იყო წვიმა არც რა ფერის, წვიმდა...მეტი არაფერი... 21.10.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება... ძალიან მომწონხართ, თამარ!+ წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება... ძალიან მომწონხართ, თამარ!+
20. ყოველთვის მიცოცხლებთ კადრებს ....
ყოველთვის მიცოცხლებთ კადრებს ....
19. მშვენიერებიი!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერებიი!!! გაიხარე შენა!!!
18. ძალიან კარგებია :) ძალიან კარგებია :)
17. გმადლობთ, რომ მკითხულობთ... გმადლობთ, რომ მკითხულობთ...
16. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას..... სევდიანი ლექსების ქალბატონი :) წვიმდა .... მეტი არაფერი ... და თან ყველაფერია ხოლმე :) 555!
დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას..... სევდიანი ლექსების ქალბატონი :) წვიმდა .... მეტი არაფერი ... და თან ყველაფერია ხოლმე :) 555!
15. წვიმდა...მეტი არაფერი...
რა მაგარია არა? :)
რომ მეტი არაფერი!
ძალიან მომეწონა!
5 წვიმდა...მეტი არაფერი...
რა მაგარია არა? :)
რომ მეტი არაფერი!
ძალიან მომეწონა!
5
14. "ღობე წყალს იწურავს ფერდებიდან, ნისლი მთიდან თივის ბულულს ჯდება. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება..."
"წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა"
წვიმდა...მეტი არაფერი?! რომანტიკულად წვიმს აქ – სევდაც მოაქვს და პოეზიაც!
"ღობე წყალს იწურავს ფერდებიდან, ნისლი მთიდან თივის ბულულს ჯდება. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება..."
"წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა"
წვიმდა...მეტი არაფერი?! რომანტიკულად წვიმს აქ – სევდაც მოაქვს და პოეზიაც!
13. ძალიან მომეწონა :) :-*
ძალიან მომეწონა :) :-*
12. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება...
წვიმას ჰქონდა უცხო განცდა, რომ ცის კიდეს უკვე გასცდა. იყო წვიმა არც რა ფერის, წვიმდა...მეტი არაფერი...
:)))))))
წვიმს.... წვიმის წვეთი ალტობს მიწას, ჩემო ბატონო! :)
5 წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება...
წვიმას ჰქონდა უცხო განცდა, რომ ცის კიდეს უკვე გასცდა. იყო წვიმა არც რა ფერის, წვიმდა...მეტი არაფერი...
:)))))))
წვიმს.... წვიმის წვეთი ალტობს მიწას, ჩემო ბატონო! :)
5
11. წავიკითხე მეტი არაფერი :D წავიკითხე მეტი არაფერი :D
10. წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.
მშვენიერი ლირიკა! წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.
მშვენიერი ლირიკა!
9. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება---რა ლამაზია...55555 წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება---რა ლამაზია...55555
8. ცაა ისე ავად მაცქერალი. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას.
იყო წვიმა არც რა ფერის, წვიმდა...მეტი არაფერი...
სასიამვნოდ სევდიანი ლირიკა ცაა ისე ავად მაცქერალი. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას.
იყო წვიმა არც რა ფერის, წვიმდა...მეტი არაფერი...
სასიამვნოდ სევდიანი ლირიკა
7. სასიამოვნოა:) მომინდა ჩემს სოფელში, რომელიც რუკაზე არ არსებობს:( სასიამოვნოა:) მომინდა ჩემს სოფელში, რომელიც რუკაზე არ არსებობს:(
6. პირველი განსაკუთრებით, ჩემი რაჭა მომანატრა უცებ.. :( +++++++++ პირველი განსაკუთრებით, ჩემი რაჭა მომანატრა უცებ.. :( +++++++++
5. წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.
მეორე რაკარგი იყო...წვიმდა, მეტი არაფერი...ამ ბოლო დროს დარდიმანდულად წვიმს მართლაც :) წარბი უტოკავდა ზეცას და ცას ღრუბლის ტოგა ეცვა.
მეორე რაკარგი იყო...წვიმდა, მეტი არაფერი...ამ ბოლო დროს დარდიმანდულად წვიმს მართლაც :)
4. სადაც ცა ერწყმოდა მიწას, სადაც ჰორიზონტი იწვა.
კარგია...ძალიან მომეწონა. სადაც ცა ერწყმოდა მიწას, სადაც ჰორიზონტი იწვა.
კარგია...ძალიან მომეწონა.
3. "დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას."
მიყვარს თქვენი პოეზია - მოკლედ და კონკრეტულად!:)
"დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას."
მიყვარს თქვენი პოეზია - მოკლედ და კონკრეტულად!:)
2. კარგია... მომეწონა... წარმატებები, ავტორო! :) კარგია... მომეწონა... წარმატებები, ავტორო! :)
1. წვიმის პასტორალი ისევ მოინდომეს ამინდებმა წვიმას გაუშალონ ნაწნავები. ნისლის ორაზროვან გარინდებას ქარი ემუქრება გაწყალებით. მიწამ ვერ იპოვა გასაქანი, ცაა ისე ავად მაცქერალი. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას. თავი ჩამოსტირით კრამიტებსაც, ჟივჟივს ვერ ბედავენ ბეღურები. წვიმის სახურავზე თავისტეხას სხვენიც რა მორჩილად ეგუება. ეზოს გაწუწული ძაღლი დარბის, რაღაც საქათმეში კრიახია. კაკლებს დააგორებს სხვენზე თაგვი, მგონი, ერთი სოროს მიათრია. ღობე წყალს იწურავს ფერდებიდან, ნისლი მთიდან თივის ბულულს ჯდება. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება...
ძალიან! ++ წვიმის პასტორალი ისევ მოინდომეს ამინდებმა წვიმას გაუშალონ ნაწნავები. ნისლის ორაზროვან გარინდებას ქარი ემუქრება გაწყალებით. მიწამ ვერ იპოვა გასაქანი, ცაა ისე ავად მაცქერალი. დარდი იმდენი აქვს გასაქარვი, ნისლად ეყოფოდა ნაქერალას. თავი ჩამოსტირით კრამიტებსაც, ჟივჟივს ვერ ბედავენ ბეღურები. წვიმის სახურავზე თავისტეხას სხვენიც რა მორჩილად ეგუება. ეზოს გაწუწული ძაღლი დარბის, რაღაც საქათმეში კრიახია. კაკლებს დააგორებს სხვენზე თაგვი, მგონი, ერთი სოროს მიათრია. ღობე წყალს იწურავს ფერდებიდან, ნისლი მთიდან თივის ბულულს ჯდება. წვიმები მაშინვე ჩერდებიან, როცა ცას თვალები ულურჯდება...
ძალიან! ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|