ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2010


* * *

ხანდახან თრთოლვით ავიღებ კალამს.
ცის კამარასთან დავდგები ახლოს,
მზიანი ნისლის სიმშვიდეს ვკვალავ -
გარს ვუვლი ლურჯი ფიქრების ყანას,
რომ უნაზესი ფერები ვნახო.

მალე ვიპოვი ამ გულის წამალს -
მომავლის სხივებს გავუყოფ ბილიკს,
მათაც ვაჩვენებ ჩემს უცხო სავალს -
ჩავკიდებ ხელებს, მთებისკენ წავალთ
და შემოდგომის ტყეებში ვივლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები