Your browser does not support the audio element.
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით. სადღაც კლდეებია სალი, ქარი შენს წამწამებს არბევს, ხავსი მოედება მალე, ჩემი ოცნებების ნანგრევს. თურმე ეს ყოფილა მოდა, როცა სხვის სიკვდილზე ზრუნავ, ასე დავენგრიე ჯობდა, სადმე ტორნადოს ან ცუნამს. დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭავ უთქმელობას უმად, შენ ვერ დამიფასე, მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. მინდა ეს საღამო დარჩეს, ტანზე მოვიხურო შუბად, მე ხომ მოგიტევე ასჯერ, შენ კი ასმეერთედ მშუბავ. როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი. სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა ხო,ჩემს აკლდამასთან...თუმცა... როგორც გათენება ხვალის, ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. ჩემი დამღუპველი ხარ შენ, მხრავ ვით ლადო დახრა ჭლექმა, რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
126. გილოცავთ! ამ ჯილდოს გარეშეც უმაგრესი პოეტი იყავით.
გილოცავთ! ამ ჯილდოს გარეშეც უმაგრესი პოეტი იყავით. 125. სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! + + + აქაც გილოცავ... :)
სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! + + + აქაც გილოცავ... :) 124. ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. <3 ძალიან,ძალიან კარგია :)
ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. <3 ძალიან,ძალიან კარგია :) 123. სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! :)
სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! :)121. უძლიერესია...
უძლიერესია... 119. კიდევ მოვბრუნდი მე აქ დ კიდევ ბევრჯერ მოვალ. დავიზეპირებ ამ ლექსსს ისე მომწონს. შენი ლექსებიდან განსაკუთრებულად მომწონს.
კიდევ მოვბრუნდი მე აქ დ კიდევ ბევრჯერ მოვალ. დავიზეპირებ ამ ლექსსს ისე მომწონს. შენი ლექსებიდან განსაკუთრებულად მომწონს. 118. აი ეს ლექსი ძალიან მიყვარს და რა ვქნა :)
აი ეს ლექსი ძალიან მიყვარს და რა ვქნა :) 117. ყოველ სიტყვაში პოეტი , ყოველ სიტყვაში კაცი ძააან მაგარი ხარ ბექ! მართლა რომელ გონებაში ხარშავ ასეთ რამეებს , რომელ გულში გეტევა ასეთი ვნება და ცეცხლი ? <3
ყოველ სიტყვაში პოეტი , ყოველ სიტყვაში კაცი ძააან მაგარი ხარ ბექ! მართლა რომელ გონებაში ხარშავ ასეთ რამეებს , რომელ გულში გეტევა ასეთი ვნება და ცეცხლი ? <3 115. ,,,როგორც ზემოთ ახსენე "ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი".ამ ლექსის ადრესატიც დაგუპულია....სიყვარულის ბუმი რომ ვერ გაიგო შენი.....,თუმცა რომ არა იგი არ იქნებოდა ასეთი რითმა..;)
,,,როგორც ზემოთ ახსენე "ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი".ამ ლექსის ადრესატიც დაგუპულია....სიყვარულის ბუმი რომ ვერ გაიგო შენი.....,თუმცა რომ არა იგი არ იქნებოდა ასეთი რითმა..;) 114. ჩემი მაქსიმუმი შენ ლექსს, შეემატოს გულწრფელად.. :))) +2
ჩემი მაქსიმუმი შენ ლექსს, შეემატოს გულწრფელად.. :))) +2 113. ძალიან მომეწონაა +1 000 000 000 000
ძალიან მომეწონაა +1 000 000 000 000 112. მდააა.... მართლაც რომ უძლიერესი ქმნილებაა.... დიდი მადლობა ავტორს; ბრავისსიმო!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
მდააა.... მართლაც რომ უძლიერესი ქმნილებაა.... დიდი მადლობა ავტორს; ბრავისსიმო!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) 111. ამაზე მაგარი ლექსი ძალიან ცოტა თუ ვიცი.. მართლა თითოეული სიტყვა და მძიმეთუ წერტილი დასაკოპირებელია.. არ ვიცი, საოცარია..
ამაზე მაგარი ლექსი ძალიან ცოტა თუ ვიცი.. მართლა თითოეული სიტყვა და მძიმეთუ წერტილი დასაკოპირებელია.. არ ვიცი, საოცარია.. 110. + 10 უძლიერესი ლექსია და თან ჩემი საყვარელი პოეტები ახსენე, 1 ელი ესენინი, 2 გრანელი, 3 ამე ასათიანი, გენაცვალე მაგარი ლექსია რა :)
+ 10 უძლიერესი ლექსია და თან ჩემი საყვარელი პოეტები ახსენე, 1 ელი ესენინი, 2 გრანელი, 3 ამე ასათიანი, გენაცვალე მაგარი ლექსია რა :) 109. ბრავო!:) მადლობ
ბრავო!:) მადლობ 108. ძალიან მომეწონა :)
ძალიან მომეწონა :) 107. მოკლედ!!!! საუკეთესო პოეტი ხარ ძმაო!!!!
მოკლედ!!!! საუკეთესო პოეტი ხარ ძმაო!!!! 106. მდააააააა... აი, ლექსი!!!
მდააააააა... აი, ლექსი!!! 105. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ :) კარგი ლექსია ბექა :)
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ :) კარგი ლექსია ბექა :) 104. ამ ლექსს დებიუსის "მთვარის შუქი" სუნთქვის შეკვრამდე უფრო მოუხდებოდა.. აქ ვიოლიონო იქნებოდა შეუდარებელი. ბექა, აი აქ ნახეთ.... http://www.youtube.com/watch?v=MLscMSdspiw საოცარი ლექსი, საოცარი მელოდია, სტრადივარიუსის ვიოლინოს მეტყველი ტირილი. ორივეს ერთდროულად რომ მოისმენ დაიწყებ ფიქრს - რომელი ჯობია... ვერცერთს ვერ მოწყდები
ამ ლექსს დებიუსის "მთვარის შუქი" სუნთქვის შეკვრამდე უფრო მოუხდებოდა.. აქ ვიოლიონო იქნებოდა შეუდარებელი. ბექა, აი აქ ნახეთ.... http://www.youtube.com/watch?v=MLscMSdspiw საოცარი ლექსი, საოცარი მელოდია, სტრადივარიუსის ვიოლინოს მეტყველი ტირილი. ორივეს ერთდროულად რომ მოისმენ დაიწყებ ფიქრს - რომელი ჯობია... ვერცერთს ვერ მოწყდები 103. ძალიან კარგი
ძალიან კარგი 102. რამდენჯერ დამიწერია "ორივეს" :D
რამდენჯერ დამიწერია "ორივეს" :D 101. მია, ამ ლექსის არდადება ცოდვის ტოლფასი იქნებოდა... მე უბრალოდ და ღრმად ვდუმვარ... სასწაული ლექსია და პასუხიც... გენაცვალეთ სიტყვის ხელოვნებაში ორივეს... ბევრიი +++++ თქვეეენ ორივეს (მიას და ბექას) ;)
მია, ამ ლექსის არდადება ცოდვის ტოლფასი იქნებოდა... მე უბრალოდ და ღრმად ვდუმვარ... სასწაული ლექსია და პასუხიც... გენაცვალეთ სიტყვის ხელოვნებაში ორივეს... ბევრიი +++++ თქვეეენ ორივეს (მიას და ბექას) ;) 100. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი წარმატებები.
რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი წარმატებები. 99. ძაან მაგარია, ადრე მანახა ეს ლექსი მაისურაძემ არ ვიცოდი შენი თუ იყო, მაგარია!
ძაან მაგარია, ადრე მანახა ეს ლექსი მაისურაძემ არ ვიცოდი შენი თუ იყო, მაგარია! 98. მეწყინა აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული
მეწყინა აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული 97. დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. ძალიან მაგარია ++++++
დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. ძალიან მაგარია ++++++ 96. ეს როგორ არ ვიცოდი კაცო აქამდე? მაგარი ხარ ბექუშ, მაგარი! :)
ეს როგორ არ ვიცოდი კაცო აქამდე? მაგარი ხარ ბექუშ, მაგარი! :) 95. ეს არის უძლიერესი ლექსი!!!!!
ეს არის უძლიერესი ლექსი!!!!! 94. ვაიმე როგორ მიყვარს ეს ლექსი:(( სულ ძალიან ძალიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ლექსი:(( სულ ძალიან ძალიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ 93. ძალიან მაგარი იყო ძმაო, ძალიან!
ძალიან მაგარი იყო ძმაო, ძალიან! 92. "გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით." "სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!" ძალიან კარგია. :) :) პატივისცემით: ტენდი
"გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით." "სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!" ძალიან კარგია. :) :) პატივისცემით: ტენდი 91. ვღეჭავ უთქმელობას უმად.. ვკითხულობ როცა მიჭირს,მიყვარს ,მათბობს,..ეს ყველაფერია რაც მე მავსებს! ის რასაც გულისხმობს პოეზია! შემიყვარდით =))
ვღეჭავ უთქმელობას უმად.. ვკითხულობ როცა მიჭირს,მიყვარს ,მათბობს,..ეს ყველაფერია რაც მე მავსებს! ის რასაც გულისხმობს პოეზია! შემიყვარდით =)) 90. აუ ამ ლექსზე ისეთები დამემართა 50 ჯერ წავიკითხე. მაგარია ძალიან.
აუ ამ ლექსზე ისეთები დამემართა 50 ჯერ წავიკითხე. მაგარია ძალიან. 88. ლამაზი ლექსია :)
ლამაზი ლექსია :) 87. მაგარიაა! +
მაგარიაა! + 86. ეს ლექსი ეხლა რომ არ წამეკითხა მოვკვდებოდი ალბათ:) მომენატრე ძმაკაც. სულ დავიკარგეთ ტო ... მოგიკითხე დიდი სიყვარულით :) ყოველთვის მახსოვხარ ძმის გულო :)
ეს ლექსი ეხლა რომ არ წამეკითხა მოვკვდებოდი ალბათ:) მომენატრე ძმაკაც. სულ დავიკარგეთ ტო ... მოგიკითხე დიდი სიყვარულით :) ყოველთვის მახსოვხარ ძმის გულო :) 85. მაგარიაააააააააა :)
მაგარიაააააააააა :) 84. მაგარია... :) +2
მაგარია... :) +2 83. ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი :) ++++++++++
ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი :) ++++++++++ 82. ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა... საერთოდ ემოციის გამოხატვა არ მეხერხება, მაგრამ ეს იყო მაქსიმალური რისი წაკითხვაც მსურდა... <3
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა... საერთოდ ემოციის გამოხატვა არ მეხერხება, მაგრამ ეს იყო მაქსიმალური რისი წაკითხვაც მსურდა... <3 81. აქ რა ამბებია? :)) კიდევ კაი დავდე ეს ლექსი, რა სახალხო პოეტის შედევრს კარგავდა ხალხი? თანაც როგორმა მუზამ შთააგონა დაეწერა, ეს ხომ ცალკე თემაა :)) ხუმრობა იქით იყოს და ბედნიერი ვარ, უბრალოდ და სადად ვიტყვი, ძალიან ბედნიერი! აქ გული სმაილიკი როგორ უნდა ნეტავ? ჩათვალე რომ ხატია, ბექ ! :)
აქ რა ამბებია? :)) კიდევ კაი დავდე ეს ლექსი, რა სახალხო პოეტის შედევრს კარგავდა ხალხი? თანაც როგორმა მუზამ შთააგონა დაეწერა, ეს ხომ ცალკე თემაა :)) ხუმრობა იქით იყოს და ბედნიერი ვარ, უბრალოდ და სადად ვიტყვი, ძალიან ბედნიერი! აქ გული სმაილიკი როგორ უნდა ნეტავ? ჩათვალე რომ ხატია, ბექ ! :) 80. დღეს მერამდენედ მოვედი.... ყველა პოეტსა გვყავს თითო თითო დამღუპველი ქალი................. +55555555555555555555 აი ეს ლექსი მტკენს,შიგნით გულში და მაინც ვერ ველევი......"ჩემი დამღუპველი ლექსიიი";)
დღეს მერამდენედ მოვედი.... ყველა პოეტსა გვყავს თითო თითო დამღუპველი ქალი................. +55555555555555555555 აი ეს ლექსი მტკენს,შიგნით გულში და მაინც ვერ ველევი......"ჩემი დამღუპველი ლექსიიი";) 79. ნეტავ... ნახევარი გქონდეს მე რომ სიყვარული ვიცი. ყოველ პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. +55555555555555555 უკვე მერამდენედ ვუსმენ,უკვე მერამდენედ მომეძალა,ძალად შეკავებული ცრემლი...
ნეტავ... ნახევარი გქონდეს მე რომ სიყვარული ვიცი. ყოველ პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. +55555555555555555 უკვე მერამდენედ ვუსმენ,უკვე მერამდენედ მომეძალა,ძალად შეკავებული ცრემლი... 78. სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! ვღეჭავ უთქმელობას უმად :) გამომელია ყველა,ხოტბა-დიდება-გადარევა სიტყვები,ვერტერ,აღარ ვიცი რა გითხრა :D
სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით! ვღეჭავ უთქმელობას უმად :) გამომელია ყველა,ხოტბა-დიდება-გადარევა სიტყვები,ვერტერ,აღარ ვიცი რა გითხრა :D 77. შენ შემოგევლე ავტორო დიდი სიამოვნება მივიღე!!+++
შენ შემოგევლე ავტორო დიდი სიამოვნება მივიღე!!+++ 76. ნამდვილი საოცრება ხარ ბექა! ...მერამდენედ ვკითხულობ უკვე აღარ ვიცი, თითქოს ამ მუსიკისთვის დაიწერა ეს შედევრი! ...მახარებს შენი წარმატებები..
ნამდვილი საოცრება ხარ ბექა! ...მერამდენედ ვკითხულობ უკვე აღარ ვიცი, თითქოს ამ მუსიკისთვის დაიწერა ეს შედევრი! ...მახარებს შენი წარმატებები.. 75. ეს არის კაცი გენია,ჩემი ძმის ახალაიას გენიალური ლექსი,მალადეც ოდიშის მთავარო +5
ეს არის კაცი გენია,ჩემი ძმის ახალაიას გენიალური ლექსი,მალადეც ოდიშის მთავარო +5 74. გადასარევი, გასაგიჟებელი და მოკლედ მაგარი კაცი ხარ რა :) ეს მარტო ასეთი საოცრებების წერის გამო...
გადასარევი, გასაგიჟებელი და მოკლედ მაგარი კაცი ხარ რა :) ეს მარტო ასეთი საოცრებების წერის გამო... 73. კომენტარი ზედმეტია. უძლიერესია :)
კომენტარი ზედმეტია. უძლიერესია :) 72. ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. ბექა, ეს ერთადერთი ლექსია, რომელსაც ყოველდღე,ულამაზესი მუსიკის ფონზე ხმამაღლა და შეგუბებული ცრემლებით ვკითხულობ :-* :-* პ.ს. მე მიხარია შენ რომ არსებობ, ვისი ხარ, ეგ რა ჩემი საქმეა...
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. ბექა, ეს ერთადერთი ლექსია, რომელსაც ყოველდღე,ულამაზესი მუსიკის ფონზე ხმამაღლა და შეგუბებული ცრემლებით ვკითხულობ :-* :-* პ.ს. მე მიხარია შენ რომ არსებობ, ვისი ხარ, ეგ რა ჩემი საქმეა... 71. "...რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. .......................... შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. ..." არაჩვეულებრივად მაგარიააააა! მომეწოოონა! ;-0
"...რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. .......................... შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. ..." არაჩვეულებრივად მაგარიააააა! მომეწოოონა! ;-0 70. რამდენი ხანია ასე არაფერი მომწონებია..
რამდენი ხანია ასე არაფერი მომწონებია.. 69. ძალიან კარგი ლექსი +5
ძალიან კარგი ლექსი +5 68. :-* ნიჭიერო!
:-* ნიჭიერო! 67. ულამაზესი ლექსია :)
ულამაზესი ლექსია :) 66. ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. :)))) საყვარელი ბექა :)))
ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. :)))) საყვარელი ბექა :))) 65. ბრავო ბექა! ბრავო!
ბრავო ბექა! ბრავო! 64. როგორ უხდება ლექსი მელოდიას........
როგორ უხდება ლექსი მელოდიას........ 63. ვახ, ძალიან მაგარია! ბრავო!
ვახ, ძალიან მაგარია! ბრავო! 62. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. გაიხარე.........
ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. გაიხარე.........61. 55555555555555555555555555555555555555555
55555555555555555555555555555555555555555 60. კი გადაპარულხარ მეორე გვერდზე, მაგრამ მე ამ ლამაზ ლექსს ვერ ვიპოვიდი ვითომ? გუშინ წავიკითხე!...... რაც კაია, კაიაო და ეგაა აქაც!
კი გადაპარულხარ მეორე გვერდზე, მაგრამ მე ამ ლამაზ ლექსს ვერ ვიპოვიდი ვითომ? გუშინ წავიკითხე!...... რაც კაია, კაიაო და ეგაა აქაც! 59. ჰოდააააა, ასე იყო ეს ამბავი :)) :)) რა მაცინებს? - მაცინებს! :))
ჰოდააააა, ასე იყო ეს ამბავი :)) :)) რა მაცინებს? - მაცინებს! :)) 58. ძალიან საღოლ...
ძალიან საღოლ... 57. მე კიდო ფორუმზე წავიღებ ახლა "ჩემს საყვარელ ლექსებში". როის დავეთანხმები აქვე და სხვებსაც:D
მე კიდო ფორუმზე წავიღებ ახლა "ჩემს საყვარელ ლექსებში". როის დავეთანხმები აქვე და სხვებსაც:D56. ისევ მოვედი... დღიურში რომ წავიღო ეს ლექსი ხომ არ ეწყინება ავტორს?.. ყოველ შემოსვლაზე ამ ლექსის კითხვა მინდება ხოლმე...
ისევ მოვედი... დღიურში რომ წავიღო ეს ლექსი ხომ არ ეწყინება ავტორს?.. ყოველ შემოსვლაზე ამ ლექსის კითხვა მინდება ხოლმე... 55. მიხარია დათო შენც რომ შემაჩნიე მია დადიანის ლექსი.ორივე ლექსი არაჩვეულებრივია და მეც მოგიწოდებთ წაიკითხოთ... :-*
მიხარია დათო შენც რომ შემაჩნიე მია დადიანის ლექსი.ორივე ლექსი არაჩვეულებრივია და მეც მოგიწოდებთ წაიკითხოთ... :-* 54. კიდევ მოვბრუნდი უკვე მერამდენედ.. გენიალურია ლექსი და პასუხიც გენიალურია,ის კომენტარებშია და ნუ გამოტოვებთ არ ინანებთ;):)))))
კიდევ მოვბრუნდი უკვე მერამდენედ.. გენიალურია ლექსი და პასუხიც გენიალურია,ის კომენტარებშია და ნუ გამოტოვებთ არ ინანებთ;):))))) 53. +++++++++++++++++++++++++++++++++
+++++++++++++++++++++++++++++++++ 52. vaime vaime vaieme <3
vaime vaime vaieme <3 51. ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. რაღა დავამატო ( : 555
ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. რაღა დავამატო ( : 555 50. რა მაგარია ძმა , ბრავო ! 5
რა მაგარია ძმა , ბრავო ! 5 49. ერთერთია იმ პოეტებში ვინც ჩემზე მაგრად წერს. :D (ეგეთი ცოტააა) :D საღოლ.
ერთერთია იმ პოეტებში ვინც ჩემზე მაგრად წერს. :D (ეგეთი ცოტააა) :D საღოლ. 48. რა კაი ლექსია ძმა, მიხარია რომ იწერება დღეს ასეტები. 5
რა კაი ლექსია ძმა, მიხარია რომ იწერება დღეს ასეტები. 5 47. აუუუუუუ...ბექუშ...დღეს უფრო მაგრად უნდა ჩაგხუტებოდი!!!!:):-*იღვრები ნიჭად!
აუუუუუუ...ბექუშ...დღეს უფრო მაგრად უნდა ჩაგხუტებოდი!!!!:):-*იღვრები ნიჭად! 46. ძალიან, ძალიან , ძალიან... 55555555555555 :)
ძალიან, ძალიან , ძალიან... 55555555555555 :) 45. სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა მარტო ერთი, ბექა?
სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა მარტო ერთი, ბექა? 44. ახალს და ორიგინალურს ვერაფერს გეტყვი ბექა ამ ლექსთან დაკავშირებით, ყველაფერი ითქვა თითქმის. ჩემს დღიურს დავამშვენებ...
ახალს და ორიგინალურს ვერაფერს გეტყვი ბექა ამ ლექსთან დაკავშირებით, ყველაფერი ითქვა თითქმის. ჩემს დღიურს დავამშვენებ... 43. რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? ++++++++++++++++++++++
რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? ++++++++++++++++++++++ 42. რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? ++++++++++++++++++++++
რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? ++++++++++++++++++++++ 41. ვახ! ახალაია შე ბებერო :-* მაესტრო ხარ და არ უნდა ამას ბევრი ბაზარი და რომ მიყვარხარ კი იცი. აი საღოლ შენ შექმნი ახალ ეპოქას :)
ვახ! ახალაია შე ბებერო :-* მაესტრო ხარ და არ უნდა ამას ბევრი ბაზარი და რომ მიყვარხარ კი იცი. აი საღოლ შენ შექმნი ახალ ეპოქას :) 40. მიხარია, ფორმაში ხარ ისევ :) მოგიკითხე.
მიხარია, ფორმაში ხარ ისევ :) მოგიკითხე. 39. ბაკოს კომენტარის მერე უნდა დადუმდე.\\ ჯიგარი ხარ ახალაია:)
ბაკოს კომენტარის მერე უნდა დადუმდე.\\ ჯიგარი ხარ ახალაია:) 38. ე.ი. რამხელა საქმე გამიკეთებია ეს ლექსი რომ დავდე :) ... ფაქტიურად ღმერთს ხელით შევეხე, ალბათ გული ამიტომაც მეწვის...:)) :))
ე.ი. რამხელა საქმე გამიკეთებია ეს ლექსი რომ დავდე :) ... ფაქტიურად ღმერთს ხელით შევეხე, ალბათ გული ამიტომაც მეწვის...:)) :)) 37. შ ე დ ე ვ რ ი ! ოღონდ ,ვისურვებდი ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ეს სტროფები..
შ ე დ ე ვ რ ი ! ოღონდ ,ვისურვებდი ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ეს სტროფები.. 36. ბექაა.შენ რა მაგარი ხარ. რა ხანია ასე აღარ მისიამოვნია ლექსით. ბრა ვო
ბექაა.შენ რა მაგარი ხარ. რა ხანია ასე აღარ მისიამოვნია ლექსით. ბრა ვო 35. ვკითხულობ და ვკითხულობ და გეკიტხებით: სათითაოდ ყველა სტროფი რაფერ დავაკოპირო?
ვკითხულობ და ვკითხულობ და გეკიტხებით: სათითაოდ ყველა სტროფი რაფერ დავაკოპირო?34. კარგი ხარ, ბექა! მართლა კარგი პოეტი ხარ! (გაკოცე შუბლზე)
კარგი ხარ, ბექა! მართლა კარგი პოეტი ხარ! (გაკოცე შუბლზე) 33. kargia, 555
kargia, 555 32. შენი არდაფასება არ შეიძლება , ბექა.
შენი არდაფასება არ შეიძლება , ბექა. 31. ვაი, რა მაგარია ბექააა!!! 5!!!
ვაი, რა მაგარია ბექააა!!! 5!!! 30. ბექა ეს რა დაგიწერია ვაიმე ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :-* დზალიან ბევრს გეფერები და მიყვარხარ
ბექა ეს რა დაგიწერია ვაიმე ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :-* დზალიან ბევრს გეფერები და მიყვარხარ 29. მეამაყები! +555
მეამაყები! +555 28. დედაააა :-O :x აი მე ამ საიტზე ასეთი ჯერ მართლა არაფერი წამიკითხავს! ვისაც უნდა იმას ეწყინოს (ჩემივე თავის თამადობით )) )
დედაააა :-O :x აი მე ამ საიტზე ასეთი ჯერ მართლა არაფერი წამიკითხავს! ვისაც უნდა იმას ეწყინოს (ჩემივე თავის თამადობით )) ) 27. ისევ ვერ მოვითმინე და... კაით რა ხალხო, კაით რააა - ამ უსერიზულესი და საოცარი შედევრის ფონზე რეის "პასუხზეა" ლაპარაკი... ღმერთმა რომ გადმოგხედოს ციდან და რამე გითხრას, იმას შეიძლება რამე უპასუხო??? ან ღმერთის ნათქვამზე ადამიანის პასუხი შეიძლება "მოგეწონოს"? ვახ, ახალაია, ამ საიტზე კი არა, ჯოჯოხეთიდან რომ ვიყო ახალიგამოქცეული, იქ შემაბრუნებ მე შენ!!!
ისევ ვერ მოვითმინე და... კაით რა ხალხო, კაით რააა - ამ უსერიზულესი და საოცარი შედევრის ფონზე რეის "პასუხზეა" ლაპარაკი... ღმერთმა რომ გადმოგხედოს ციდან და რამე გითხრას, იმას შეიძლება რამე უპასუხო??? ან ღმერთის ნათქვამზე ადამიანის პასუხი შეიძლება "მოგეწონოს"? ვახ, ახალაია, ამ საიტზე კი არა, ჯოჯოხეთიდან რომ ვიყო ახალიგამოქცეული, იქ შემაბრუნებ მე შენ!!! 26. ახალაია გენიოსი ხარ ჩემს თვალში :) და მიყვარხარ
ახალაია გენიოსი ხარ ჩემს თვალში :) და მიყვარხარ 25. ძალიან კარგია, ლამაზი ლექსია
ძალიან კარგია, ლამაზი ლექსია 24. მაგარია, მაგარია ,მაგარია!!!
მაგარია, მაგარია ,მაგარია!!! 23. კომენტარებსაც გადავხედე და მეც ამ ლექსისთვის შემოვედი წეღან... ჰოდა, ახლა ყველას უნდა დავეთანხმო, სხვა გზა არაა:)) პასუხიც მომეწონა. "ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი."
კომენტარებსაც გადავხედე და მეც ამ ლექსისთვის შემოვედი წეღან... ჰოდა, ახლა ყველას უნდა დავეთანხმო, სხვა გზა არაა:)) პასუხიც მომეწონა. "ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი."22. ქედს გიხრით,ტაშს გიკრავთ:) უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ:)
ქედს გიხრით,ტაშს გიკრავთ:) უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ:) 21. როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი. ეი, რომელიც ხარ...მოუფრთხილდი ამ ადამიანს!!!!!... ასეთები ისვიათად იბადებიან!!!
როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი. ეი, რომელიც ხარ...მოუფრთხილდი ამ ადამიანს!!!!!... ასეთები ისვიათად იბადებიან!!! 20. აუ, გავგიჟდი და გადავირიე, ბექავ! ასეთი სენტიმენტალური ლექსი იშვიათად მინახავს. და რაც მთავარია, არაფერი ყალბი, არაფერი ზედმეტი. სული და გული სულმთლად... აი, ჭეშმარიტი პოეზია! ბრავო, ბრავო! ბისს!
აუ, გავგიჟდი და გადავირიე, ბექავ! ასეთი სენტიმენტალური ლექსი იშვიათად მინახავს. და რაც მთავარია, არაფერი ყალბი, არაფერი ზედმეტი. სული და გული სულმთლად... აი, ჭეშმარიტი პოეზია! ბრავო, ბრავო! ბისს!19. ჰო... ბაკურმა თქვა ის, რაც გავიფიქრე... რომ ლექსი გულია პირველ რიგში :) რა მართალი იყო და შიშველი და მაგარი...
ჰო... ბაკურმა თქვა ის, რაც გავიფიქრე... რომ ლექსი გულია პირველ რიგში :) რა მართალი იყო და შიშველი და მაგარი... 18. წავაცუნცულე ორივეს ლექსი დღიურში...
წავაცუნცულე ორივეს ლექსი დღიურში... 17. ბექა ბრავო!!!! მია უსაყვარლესო...მაგარი პასუხია,როგორც ყოველთვის:) მიყვარხართ ძალიან.... :-* :-* :-*
ბექა ბრავო!!!! მია უსაყვარლესო...მაგარი პასუხია,როგორც ყოველთვის:) მიყვარხართ ძალიან.... :-* :-* :-* 14. მერამდენედ წავიკითხე ვინ იცის.... ძალიან მაგარი ფრაზები გაქვს... რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. ეს ლახვარივით მხვდება ყოველ წაკითხვაზე... რამხელა ემოციაა.... ჰუჰ.... კარგა ხანია ასე არაფერს მოვუხიბლივარ....:*
მერამდენედ წავიკითხე ვინ იცის.... ძალიან მაგარი ფრაზები გაქვს... რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. ეს ლახვარივით მხვდება ყოველ წაკითხვაზე... რამხელა ემოციაა.... ჰუჰ.... კარგა ხანია ასე არაფერს მოვუხიბლივარ....:* 13. ძალიან მომეწონა,აზრიანი,რითმიანი,მგრძნობიარე და ,,ხობწყალივით" წამლეკავ-მშფოთვარე....
ძალიან მომეწონა,აზრიანი,რითმიანი,მგრძნობიარე და ,,ხობწყალივით" წამლეკავ-მშფოთვარე.... 12. მომისმინე შე მართლა ფრაერო და ასეთო და ისეთო! მე რომ ახლა, ამ შუა შემოდგომაზე, ასეთ საშინელ დაძაბულ პერიოდში ჩემთვის და ასეთ გაწამაწიაში და ამ შუაღამეზე აქ რომ შემოვედი და კომენტარს თუ რაც ქვია ამ ჯანდაბას რომ ვწერ, ხვდები შენ ეს რას ნიშნავს??? მესამე თვეა ასო არ დამიწერია მე ამ საიტზე... ბიჭოოოოო მიაკარი გავაზე "ლექსთმცოდნეებს" ყველა შენი "დისონანსები" და "ვერსიფიკაციები" და ეგეთები, რაშიც ამ ბოლო დროს იყავი გადავარდნილი... აი ეს არის ბექა ახალაია!!! პოეზია, პირველ რიგში, გულია ძმაო და მერეა რიტმიც, რითმაც და ყველაფერი დანარჩენიც... გულში თუ ტკივილია - ტკივილს დაწერ, თუ სიმშვიედა - სიმშვიდეს დაწერ, თუ გაბრაზებაა - გაბრაზებას დაწერ და თუ არაფერია - ვერაფერს დაწერ!!! "დისონანსები" და "ვერსიფიკაციები" გულში არ არის ძმა... დანარჩენს პირადად გეტყვი და ამ ლექსის კი არა საოცრების წაკითხვის მერე გავედი ახლა აქედან პირდაღებული!!! "სადემ, ესენინის მსგავსად..." და "გაუშვი - თუნდაც სხვას მოეხვიოს ის ახალგაზრდა, ტურფა ნაგავი!" მე... შენ... კიდევ ფრანსუა... და სერგო... წავედი!
მომისმინე შე მართლა ფრაერო და ასეთო და ისეთო! მე რომ ახლა, ამ შუა შემოდგომაზე, ასეთ საშინელ დაძაბულ პერიოდში ჩემთვის და ასეთ გაწამაწიაში და ამ შუაღამეზე აქ რომ შემოვედი და კომენტარს თუ რაც ქვია ამ ჯანდაბას რომ ვწერ, ხვდები შენ ეს რას ნიშნავს??? მესამე თვეა ასო არ დამიწერია მე ამ საიტზე... ბიჭოოოოო მიაკარი გავაზე "ლექსთმცოდნეებს" ყველა შენი "დისონანსები" და "ვერსიფიკაციები" და ეგეთები, რაშიც ამ ბოლო დროს იყავი გადავარდნილი... აი ეს არის ბექა ახალაია!!! პოეზია, პირველ რიგში, გულია ძმაო და მერეა რიტმიც, რითმაც და ყველაფერი დანარჩენიც... გულში თუ ტკივილია - ტკივილს დაწერ, თუ სიმშვიედა - სიმშვიდეს დაწერ, თუ გაბრაზებაა - გაბრაზებას დაწერ და თუ არაფერია - ვერაფერს დაწერ!!! "დისონანსები" და "ვერსიფიკაციები" გულში არ არის ძმა... დანარჩენს პირადად გეტყვი და ამ ლექსის კი არა საოცრების წაკითხვის მერე გავედი ახლა აქედან პირდაღებული!!! "სადემ, ესენინის მსგავსად..." და "გაუშვი - თუნდაც სხვას მოეხვიოს ის ახალგაზრდა, ტურფა ნაგავი!" მე... შენ... კიდევ ფრანსუა... და სერგო... წავედი! 11. :)) :)) :))
:)) :)) :)) 10. გრძნობამ აურია ნოტებს... თავი წაგართვი და ვნანობ, ქარებს აუტეხავთ ხველა, გული, მოგებული ნარდში თითქოს, მელანდება ყველგან. ახლა სასტუმროა მაჯა, ღმერთშეგუებული სისხლით, როცა შესაკრებთა ჯამი, უბედურებისკენ მიდის. ითმენ... გაუჩენელ შვილსაც, სახელშერქმეულსაც უკვე, ტუჩებს შენს ტუჩებზე ვშლი და გულს თუ მოვამტვრიე კუთხე, ღამით უერთდება მტკვარი არაგვს, ჩახვეულებს ვუმზერთ... მერე მტრედისფერი ადგას გულთან შეჩერებულ მუზებს. რად ვერ შემეჩვიე ესეთს, მარტის დღეებივით აშლილს, მთვარე ჩამოეგო მესერს, ცა რომ იფიცებდა სამ შვილს... კლდეზე სარეველა ყვავის, სადღაც მიიცვალა მართვე, ჩემს თავს, მოპოეტო ყარიბს, ნუთუ განშორება გართმევს?! სუნთქვაშეკრულია სახლი, გრძნობამ აურია ნოტებს და მეც უშენობა მახლავს, როგორც ტერენტი და მონტე... შენ ხომ უბედობას არქმევ, ბეწვზე გადარჩენილ სიცილს, მოდი, მე ავიხდი სარქველს გულის, სადაც ღმერთი მიცდის... მაშინ დამშვიდდება ყველა, ლიბრი მოედება მზესაც, ზოგჯერ რა ლამაზად ყვავის ვარსკვლავდახეთქილი ზეცა. მითბობ სულგაყინულ თვალებს, ლექსი მერამდენედ შეცდა. მოდი, დღეს ავიხდი სარქველს... მიწა მე ვიქნები, შენ - ცა... საოცრებებს ჩავდივარ დღეს აქ და იმედია გადავრჩები ხვალ :))
გრძნობამ აურია ნოტებს... თავი წაგართვი და ვნანობ, ქარებს აუტეხავთ ხველა, გული, მოგებული ნარდში თითქოს, მელანდება ყველგან. ახლა სასტუმროა მაჯა, ღმერთშეგუებული სისხლით, როცა შესაკრებთა ჯამი, უბედურებისკენ მიდის. ითმენ... გაუჩენელ შვილსაც, სახელშერქმეულსაც უკვე, ტუჩებს შენს ტუჩებზე ვშლი და გულს თუ მოვამტვრიე კუთხე, ღამით უერთდება მტკვარი არაგვს, ჩახვეულებს ვუმზერთ... მერე მტრედისფერი ადგას გულთან შეჩერებულ მუზებს. რად ვერ შემეჩვიე ესეთს, მარტის დღეებივით აშლილს, მთვარე ჩამოეგო მესერს, ცა რომ იფიცებდა სამ შვილს... კლდეზე სარეველა ყვავის, სადღაც მიიცვალა მართვე, ჩემს თავს, მოპოეტო ყარიბს, ნუთუ განშორება გართმევს?! სუნთქვაშეკრულია სახლი, გრძნობამ აურია ნოტებს და მეც უშენობა მახლავს, როგორც ტერენტი და მონტე... შენ ხომ უბედობას არქმევ, ბეწვზე გადარჩენილ სიცილს, მოდი, მე ავიხდი სარქველს გულის, სადაც ღმერთი მიცდის... მაშინ დამშვიდდება ყველა, ლიბრი მოედება მზესაც, ზოგჯერ რა ლამაზად ყვავის ვარსკვლავდახეთქილი ზეცა. მითბობ სულგაყინულ თვალებს, ლექსი მერამდენედ შეცდა. მოდი, დღეს ავიხდი სარქველს... მიწა მე ვიქნები, შენ - ცა... საოცრებებს ჩავდივარ დღეს აქ და იმედია გადავრჩები ხვალ :)) 9. ვაიმე რა მაგარია... თავიდან ბოლომდე, ყველა სტრიქონი.. საოცარია! ვუერთდები საერთო აღფრთოვანებაააას! ++++++++++++++
ვაიმე რა მაგარია... თავიდან ბოლომდე, ყველა სტრიქონი.. საოცარია! ვუერთდები საერთო აღფრთოვანებაააას! ++++++++++++++ 8. სრულიად ვიზიარებ კიკიევნას ახშფრთოვანებას. მიყვარხარ მე შენ.
სრულიად ვიზიარებ კიკიევნას ახშფრთოვანებას. მიყვარხარ მე შენ. 7. გენიალურია! +777 მე-7 ხარისხში:)
გენიალურია! +777 მე-7 ხარისხში:) 6. როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა ნამდვილად ველურო :) ეს ორი განსაკუთრებით მივიღე :)
როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა ნამდვილად ველურო :) ეს ორი განსაკუთრებით მივიღე :) 4. მეორე კომენტარი დამემართა მეც. მართლა ძალიან მომეწონა.
მეორე კომენტარი დამემართა მეც. მართლა ძალიან მომეწონა. 3. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? 5 ძმა მაგარია
რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? 5 ძმა მაგარია 2. გადავირიეეეეეეეეე და გავგიჟდი ამ ლექსზეეეეეეეეე :) ამისთვის შემოვედი ახლა ვაიიიიიიმე რა მაგარიააააააააა:) მოვალ აქ ისევ ძალიან ბევრჯერ...
გადავირიეეეეეეეეე და გავგიჟდი ამ ლექსზეეეეეეეეე :) ამისთვის შემოვედი ახლა ვაიიიიიიმე რა მაგარიააააააააა:) მოვალ აქ ისევ ძალიან ბევრჯერ... 1. გენიალურია! 5
გენიალურია! 5
მონაცემები არ არის