ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2010


სიყვარულის ძალას


სიყვარულის ძალას

გაზაფხულთან ერთად შენთვის,
გული მღერის ისევ,
შენ ფიქრებში დანავარდობ,
მოგონებებს მისდევ.

თვალთა არე სილამაზით,
მშვენებით არს სავსე,
გულში აზრი ჩამეკონა,
გეამბორო წამსვე.

მაგრმ ვიცი მონატრებას,
სული ვერ გაუძლებს,
და გადაშლის კიდევ ერთხელ,
სიყვარულის ფურცლებს.

როცა ვიღაც თავის სატრფოს,
ვერ უბედავს სალამს,
სადაც დიდი რუსთაველი,
სიყვარულსა ჰმალავს.

სადაც იგი ათქმევინა,
ენა მისცა კალამს,
და ყოველი დაამონა,
სიყვარულის ძალას.

ვინ ბავშვივით აატირა,
ვინც რომ ცრემლსა ჰმალავს,
სად სიკეთეს ბოროტისგან,
ერთგულება სძალავს.

სადაც მტერს მოყვასი,
მოწყალებით ჰფარავს,
მე უგულოც დავემონე,
სიყვარულის ძალას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები