ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2010


სერგეი ესენინს



შორს სადღაც, შორს სადღაც - პეჩორის მხარეში,
დარბოდა ბიჭუნა ცისფერი თვალებით,
დრო კი მიდიოდა, წლები ძლიერ ჰგავდნენ
არყის ხეებიდან აფრენილ ყვანჩალებს.

ბიჭი იზრდებოდა, სამშობლო სტკიოდა,
კრძალვით იხსენებდა თავის სოფლის ტრამალს,
თბილისსაც სტუმრობდა, ხანდახან ლოთობდა,
დუქნებში ჩხუბობდა, მერე ლექსებს წერდა.

ვაჟკაცი გამოდგა, სხვა გზა არც ჰქონია,
მტერს არ უჩოქებდა და ხალხი უყვარდა...
სასტუმროს ნომერში, იმ ღამით, როდესაც
მობეზრდა ცხოვრება, მარტოდმარტო დარჩა.

აღარ დააყოვნეს, ყოველმხრივ მოვიდნენ,
სიკვდილის მაცნენი - ბოროტის მთესველნი,
და მოკლეს წამებით ჭაბუკი პოეტი,
რომელსაც ეძახდნენ სერგეი ესენინს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს