 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 26 ოქტომბერი, 2010 |
–– მე არ მეშინია შენი ღამევ... ღამე ამის გაგონებაზე სიბრაზისაგან კიდევ უფრო გაშავდა , ჯერ საჩქაროდ ჩააქრო მთვარე , მერე უდარდელ ღრუბლებს თავისი შავი ხელი მოჰხვია და ვარსკვლავებსაც გადააფარა . მაგრამ პატარა გოგონას სულაც არ შეშინებია , მხოლოდ ძირს ჩაჯდა და გაირინდა , მერე ასანთი მოძებნა და აანთო . სინათლეო ?.... და სულ გადაირია ვერაგი ღამე !... ჩრდილოეთის ცივ ქარებს უხმო და სამხრეთისკენ გააგზავნა მაგრამ გოგონამ შესძლო და დაასწრო , ხელი ააფარა ცეცხლს . ღამე უფრო გამწარდა , გაცოფდა !... ოთხივე მიმართულების ქარებს უბრძანა და ზენა ქარიც მოიშველია ... თუმცა მხოლოდ ძველი დახეული კაბის აფრიალება შესძლო მისთვის . მაშინ გოგონამ დაიწყო თავისი პატარა გათოშილი ხელები მუხლებზე და თავი დახარა , ქარი მის ყურებში ზუზუნებდა , მერე სტვენაც დაიწყო , ერთხანს უძლებდა , მერე გამხდარ მუხლებშუა კაბა ამოიკუჭა და ყურებზე აიფარა ხელი ... მაგრამ მაინც ესმოდა თუ როგორ ცხარობდა ღამე , როგორ ღრიალებდა : - გეშინოდეს .... გეშინოდეს , პატარა სულელო გოგონი , ეს მე ვარ ... ღამე ... ღამე ... მერე ღამეს ესეც რომ მობეზრდა , ღამურის ფრთების ხმით აჩურჩულდა , ძველი მორყეული სახლის აივანივით აჭრიალდა , მერე ჭოტების გამყინავი ხმებით აკივლდა , ბოლოს შორეული ძაღლების ბრაზიანი ყეფაც მოიტანა . მაგრამ გოგონას მაინც არ შეეშინდა !.. თვალიც არ დაუხამხამებია , მხოლოდ იჯდა გაუნძრევლად და ელოდა , მან იცოდა რომ ღამე არაა მუდმივი და ბოლოს აუცილებლად დადგება დღე . ღამე დაიღალა , ახლა ახალ ხერხს მიმართა , სამარისებური სიჩუმე ჩამოაგდო დედამიწაზე ..... ისეთი რომ დიდი ბოხვერა კატების თათების ხმაც ისმოდა , ბალახზე უხმაუროდ რომ დააბიჯებდნენ , ისმოდა კალიების მოკლე გადარბენებიც , თაგვების ფაჩუნი , მიყრუებულ ბნელ მყრალ სარდაფებში , რომლის კედლებზე ათასგვარი უწმინდურება დაცოცავდა ... ისმოდა კოღოების მოკრძალებული ბზუილი , ობობას ქსელში გაბმული განწირული ბუზების როკვა და ბოლოს , სარდაფში დაგროვილი წყლის წვეთების ხმაც ... იმ სარდაფში სადაც ერთმანეთს და მერე კედლებს ეხეთქებიან გაბრუებული , დიდი , მტვრისფერი , ღამის პეპლები... გოგონა ყველაფერ ამას ჩუმად იტანდა , ისევ არ შესშინებია , როცა ღამემ კოკისპირული წვიმა გადმოანთხია წვეთები უჩვეულოდ დიდი იყო და მძიმე , გოგონა კი პირიქით , წამოდგა და ამაყად შეუშვირა წვიმას თავისი კოპებშეკრული , არაბავშვურად სერიოზული სახე . ––მე არ მეშინია შენი , ღამევ ... _ მე არ მეშინია შენი , ღამევ ... იმეორებდა ისევ და ისევ და ამაოდ ეძებდა სველ ქუდს , რომელიც სადღაც დაეკარგა . ღამემ უკიდურეს ხერხს მიმართა , მოჩვენებებს უხმო ... დიახ , ამ უხორცო , საშინელ არსებებს !.. გოგონამ კი ისევ აანთო სასწაულად მშრალად გადარჩენილი ასანთი ... მის შუქზე ჩრდილები ცახცახებდნენ მხოლოდ და მეტი არაფერი . ღამემ მკვლელების , მძარცველების , ბოროტმოქმედების ხმებიც მოიტანა , მერე შორეული ომების , აფეთქებების ყრუ ხმები , შვილმკვდარი დედების ქვითინი , ჩასაძირად განწირულ გემებზე მყოფთა კვნესა ...მეტი განა რა შეეძლო ?... ღამეს ძალა გამოელია , ჰორიზონტი უკვე მტრედისფრად შეფერილიყო !...
......................................................................................................................................................................................................
– მაინც რატომ არ გეშინია გოგონა ჩემი , რატომ !... რატომ !... – აყვირდა ღამე განწირული ხმით . გოგონა წამოდგა და სველი გაწეწილი თავი ამაყად ასწია. –– რატომ არ მეშინია ?... მე ხომ არ მყავს დედა , არც მამა , არც და–ძმა მყოლია , არც სახლი მაქვს და აბა ამის მერე განა შენი რატომ უნდა მეშინოდეს ??? და ღამე მიხვდა რომ დამარცხდა !... მიხვდა , თუ რატომ ვერ შეაშინა ეს პატარა გოგონა და რატომ აშინებს ის ყოველთვის მხოლოდ იმ ბავშვებს რომლებსაც დედები საღამოობით მზრუნველად მოწმენდენ ნამცხვრით მოთხუპნულ ტუჩებს , მერე აკოცებენ , ამოუკეცავენ თბილ ღუნღულა საბანს , შუქს ჩააქრობენ და მათ ფანჯრებში მკაცრად ჩაიხედავს ღამე ... მერე ქარს უხმობს და ფანჯრის წინ მდგარ ხეებს უცნაური ფრინველის ფრთებივით აუმოძრავებს მორჩილ ტოტებს... ღამემ ერთი ამოიოხრა და უკვალოდაც გაქრა .
P.S.
... დღე ძალას იკრებდა , გოგონა კი უკვე მიაბიჯებდა ქალაქში , რომელიც ნელ–ნელა იღვიძებდა ,მიაბიჯებდა , აკვირდებოდა დღის შუქს , მზეს , ახლახანს რომ ამოსულიყო , სველ ხეებს , ცას ...იმახსოვრებდა განთიადის პათოსს და იმუხტებოდა იმ იმედით რომ მერე ასევე თამამად შეხვედროდა შემდეგ ღამეს ... შემდეგ თავგადასავალს ... შემდეგ განსაცდელს ...........
25.10.2010. სერგეი ნეველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. იმდენად მკაფიოდა და კარგად იყო გეფიცები ედგარ პოს ნოველები გამახსენდა. ჩემი გულახდილი აზრი და ქულა ,რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავს კარგი ნაწერისთვის ++ იმდენად მკაფიოდა და კარგად იყო გეფიცები ედგარ პოს ნოველები გამახსენდა. ჩემი გულახდილი აზრი და ქულა ,რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავს კარგი ნაწერისთვის ++
19. და რატომ უნდა ღამეს, რომ გოგონას ასე ეშონოდეს მისი? ცუდი, ბოროტი ღამე. ++ და რატომ უნდა ღამეს, რომ გოგონას ასე ეშონოდეს მისი? ცუდი, ბოროტი ღამე. ++
18. ეს გოგონა შორს წავა! ნებისმიერი შიში ხომ სიკვდილის შიშიდან მოდის! ხოდა, ვისაც სიკვდილისაც არ ეშინია, დასაკარგი არაფერი აქვს... ის შორს წავა, ძალაინ შორს! ეს გოგონა შორს წავა! ნებისმიერი შიში ხომ სიკვდილის შიშიდან მოდის! ხოდა, ვისაც სიკვდილისაც არ ეშინია, დასაკარგი არაფერი აქვს... ის შორს წავა, ძალაინ შორს!
17. ეს ნამდვილი კლასიკაა. უბრალოდ დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგეცანით. +++555 ( აქვე +2) ალბათ თქვენი ნაწერებით უნდა ვიკვებოთ ამ საიტზე... ეს ნამდვილი კლასიკაა. უბრალოდ დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგეცანით. +++555 ( აქვე +2) ალბათ თქვენი ნაწერებით უნდა ვიკვებოთ ამ საიტზე...
16. ესეც მომწონს! 5 ესეც მომწონს! 5
15. ამ ნაწერს მგონი თან უხილავი ფირიც ახლავს, მე ყოველ შემთხვევაში დავინახე სიცივეში მობუზული გოგონა უკაცრიელ სიბნელეში :) ამ ნაწერს მგონი თან უხილავი ფირიც ახლავს, მე ყოველ შემთხვევაში დავინახე სიცივეში მობუზული გოგონა უკაცრიელ სიბნელეში :)
14. ირიბად ...... ირიბად ......
13. 11. რატომღაც ვფიქრობ , რომ ,მთავარი ის კი არაა რას წერ , არამედ ვინ წერს ........................................................... დიდი მადლობა ყველას , ვინც იგრძნო , ჩასწვდა და ორი თბილი სიტყვა დატოვა. უფრო დიდი მადლობა მათ , ვინც შემოვიდა ამ გვერდზე და ჩუმად გავიდა , რადგან მათ შესაშური იუმორის გრძნობა გამოამჟღავნეს . და განსაკუთრებული , ექსკლუზიური მადლობა მათ , ვინც აქ არ შემოდის, თუ რატომ , ამას ისინი თავად ხვდებიან და მე კი არ დავწვრილმანდები ...................................... გმადლობთ მეგობრებო !.. სერგეი. 2010-10-28 21:35:32
მაგარი ხარ, სერჟ!... :-* :))))) 11. რატომღაც ვფიქრობ , რომ ,მთავარი ის კი არაა რას წერ , არამედ ვინ წერს ........................................................... დიდი მადლობა ყველას , ვინც იგრძნო , ჩასწვდა და ორი თბილი სიტყვა დატოვა. უფრო დიდი მადლობა მათ , ვინც შემოვიდა ამ გვერდზე და ჩუმად გავიდა , რადგან მათ შესაშური იუმორის გრძნობა გამოამჟღავნეს . და განსაკუთრებული , ექსკლუზიური მადლობა მათ , ვინც აქ არ შემოდის, თუ რატომ , ამას ისინი თავად ხვდებიან და მე კი არ დავწვრილმანდები ...................................... გმადლობთ მეგობრებო !.. სერგეი. 2010-10-28 21:35:32
მაგარი ხარ, სერჟ!... :-* :)))))
12. ერთიამოსუნთქვით წავიკითხე:)
გაიხარეთ თქვენ:)
ძალიან მომეწონა:) ერთიამოსუნთქვით წავიკითხე:)
გაიხარეთ თქვენ:)
ძალიან მომეწონა:)
11. რატომღაც ვფიქრობ , რომ ,მთავარი ის კი არაა რას წერ , არამედ ვინ წერს ........................................................... დიდი მადლობა ყველას , ვინც იგრძნო , ჩასწვდა და ორი თბილი სიტყვა დატოვა. უფრო დიდი მადლობა მათ , ვინც შემოვიდა ამ გვერდზე და ჩუმად გავიდა , რადგან მათ შესაშური იუმორის გრძნობა გამოამჟღავნეს . და განსაკუთრებული , ექსკლუზიური მადლობა მათ , ვინც აქ არ შემოდის, თუ რატომ , ამას ისინი თავად ხვდებიან და მე კი არ დავწვრილმანდები ...................................... გმადლობთ მეგობრებო !.. რატომღაც ვფიქრობ , რომ ,მთავარი ის კი არაა რას წერ , არამედ ვინ წერს ........................................................... დიდი მადლობა ყველას , ვინც იგრძნო , ჩასწვდა და ორი თბილი სიტყვა დატოვა. უფრო დიდი მადლობა მათ , ვინც შემოვიდა ამ გვერდზე და ჩუმად გავიდა , რადგან მათ შესაშური იუმორის გრძნობა გამოამჟღავნეს . და განსაკუთრებული , ექსკლუზიური მადლობა მათ , ვინც აქ არ შემოდის, თუ რატომ , ამას ისინი თავად ხვდებიან და მე კი არ დავწვრილმანდები ...................................... გმადლობთ მეგობრებო !..
10. ძალიან მომეწონა!!! გაიარე შენა!!! ძალიან მომეწონა!!! გაიარე შენა!!!
9. არა ზღაპარი არ არის , მაგრამ მე დავარქმევდი ასე...:-* არა ზღაპარი არ არის , მაგრამ მე დავარქმევდი ასე...:-*
8. ძალიან ლამაზი ზღაპარია გოგონაზე და ღამეზე...ძალიან ლამაზი...555 ძალიან ლამაზი ზღაპარია გოგონაზე და ღამეზე...ძალიან ლამაზი...555
7. აშინებს ის ყოველთვის მხოლოდ იმ ბავშვებს რომლებსაც დედები საღამოობით მზრუნველად მოწმენდენ ნამცხვრით მოთხუპნულ ტუჩებს , მერე აკოცებენ , ამოუკეცავენ თბილ ღუნღულა საბანს , შუქს ჩააქრობენ და მათ ფანჯრებში მკაცრად ჩაიხედავს ღამე ... ------------------------------------------------------
შიშნაძარცვი ადამიანები თავადვე ხდებიან საშიშები, სერგეი, ამიტომ სწორედ, არაფერია უშიშრობაზე უფრო სევდიანი ზღაპრებში :)
რამოდენიმე ტექსტი წავიკითხე შენი_ პირადად ჩემთვის, ნაწარმოებების იდეები დახვეწილია ბევრად, ვიდრე შესრულების მანერა :)
ეულალია ტოვებს სიმპატიას ამ გვერდზე
აშინებს ის ყოველთვის მხოლოდ იმ ბავშვებს რომლებსაც დედები საღამოობით მზრუნველად მოწმენდენ ნამცხვრით მოთხუპნულ ტუჩებს , მერე აკოცებენ , ამოუკეცავენ თბილ ღუნღულა საბანს , შუქს ჩააქრობენ და მათ ფანჯრებში მკაცრად ჩაიხედავს ღამე ... ------------------------------------------------------
შიშნაძარცვი ადამიანები თავადვე ხდებიან საშიშები, სერგეი, ამიტომ სწორედ, არაფერია უშიშრობაზე უფრო სევდიანი ზღაპრებში :)
რამოდენიმე ტექსტი წავიკითხე შენი_ პირადად ჩემთვის, ნაწარმოებების იდეები დახვეწილია ბევრად, ვიდრე შესრულების მანერა :)
ეულალია ტოვებს სიმპატიას ამ გვერდზე
6. მომეწონა ბიდჯო. შენ მალე დიდ ლიტერატურაში შეძლებ ფრენას. სასიამოვნო ნავიგაციას გისურვებ. მომეწონა ბიდჯო. შენ მალე დიდ ლიტერატურაში შეძლებ ფრენას. სასიამოვნო ნავიგაციას გისურვებ.
5. –– რატომ არ მეშინია ?... მე ხომ არ მყავს დედა, არც მამა, არც და–ძმა მყოლია, არც სახლი მაქვს და აბა, ამის მერე, განა შენი რატომ უნდა მეშინოდეს??? და ღამე მიხვდა, რომ დამარცხდა!... მიხვდა, თუ რატომ ვერ შეაშინა ეს პატარა გოგონა და რატომ აშინებს ის ყოველთვის მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც დედები საღამოობით მზრუნველად მოწმენდენ ნამცხვრით მოთხუპნულ ტუჩებს, მერე აკოცებენ, ამოუკეცავენ თბილ, ღუნღულა საბანს, შუქს ჩააქრობენ.....
ვითომ? ახლა ჩემს ნიკას წავუკითხე ეს და... იცი, რა მითხრა? - დედა, რა ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობაში მეშინოდა-ხოლმე, მე ხომ თქვენ მყავდითო... კინაღამ ვიტირე. :( 5 –– რატომ არ მეშინია ?... მე ხომ არ მყავს დედა, არც მამა, არც და–ძმა მყოლია, არც სახლი მაქვს და აბა, ამის მერე, განა შენი რატომ უნდა მეშინოდეს??? და ღამე მიხვდა, რომ დამარცხდა!... მიხვდა, თუ რატომ ვერ შეაშინა ეს პატარა გოგონა და რატომ აშინებს ის ყოველთვის მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც დედები საღამოობით მზრუნველად მოწმენდენ ნამცხვრით მოთხუპნულ ტუჩებს, მერე აკოცებენ, ამოუკეცავენ თბილ, ღუნღულა საბანს, შუქს ჩააქრობენ.....
ვითომ? ახლა ჩემს ნიკას წავუკითხე ეს და... იცი, რა მითხრა? - დედა, რა ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობაში მეშინოდა-ხოლმე, მე ხომ თქვენ მყავდითო... კინაღამ ვიტირე. :( 5
4. დღე ძალას იკრებდა , გოგონა კი უკვე მიაბიჯებდა ქალაქში , რომელიც ნელ–ნელა იღვიძებდა ,მიაბიჯებდა , აკვირდებოდა დღის შუქს , მზეს , ახლახანს რომ ამოსულიყო , სველ ხეებს , ცას ...იმახსოვრებდა განთიადის პათოსს და იმუხტებოდა იმ იმედით რომ მერე ასევე თამამად შეხვედროდა შემდეგ ღამეს ... შემდეგ თავგადასავალს ... შემდეგ განსაცდელს ...........
ასე იბადებიან ახლიდან ადამიანები, მხოლოდ მტკიცენი უშიშრები და შეუპოვრები გადარჩებიან ! დღე ძალას იკრებდა , გოგონა კი უკვე მიაბიჯებდა ქალაქში , რომელიც ნელ–ნელა იღვიძებდა ,მიაბიჯებდა , აკვირდებოდა დღის შუქს , მზეს , ახლახანს რომ ამოსულიყო , სველ ხეებს , ცას ...იმახსოვრებდა განთიადის პათოსს და იმუხტებოდა იმ იმედით რომ მერე ასევე თამამად შეხვედროდა შემდეგ ღამეს ... შემდეგ თავგადასავალს ... შემდეგ განსაცდელს ...........
ასე იბადებიან ახლიდან ადამიანები, მხოლოდ მტკიცენი უშიშრები და შეუპოვრები გადარჩებიან !
3. ძალიან კარგი და ლამაზი,ბავშვის განცდები მსვენივრად გადმოცემული, მომეწონა +5 ძალიან კარგი და ლამაზი,ბავშვის განცდები მსვენივრად გადმოცემული, მომეწონა +5
2. რამხელა სიმტკიცეა ამ გოგოში, რწმენა და ოპტიმიზმი
+555 :) რამხელა სიმტკიცეა ამ გოგოში, რწმენა და ოპტიმიზმი
+555 :)
1. ვიტირე.:( ყოჩაღ, სერგეი!მართლა ძაან მაგარი ხარ. ვიტირე.:( ყოჩაღ, სერგეი!მართლა ძაან მაგარი ხარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|