ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2010


არეული...)

თუ ლექსის წერა შეგიძლია დაუსრულებლად,
და სიყვარული უსასრულო, მარადიული,
თუ შეგიძლია აღელვება აუღელვებლად,
თუ არ გჭირდება არაფერი ამქვეყნიური.

რომ ისევ, ისევ შეძლო სინანული,
რომ ისევ, ისევ თავბრუ დაგახვიონ,
რომ მერე აღარ იყო მიღალული,
და ისევ ბავშვივით გადაგრიონ.

მერე ვარსკვლავები ფერმკრთალად აინთება,
მერე დაწყებული ყველა გზა აირევა,
მერე მონატრებით სული დაილევა,
შენი შეცდომები სხვის ცრემლად დაიდება.

სადღაც სიყვარულზე ლექსებს წერენ,
სადღაც დაბრუნება გვიანია,
სადღაც სიკვდილს აღარ აცილებენ,
სადღაც ხელოვნება პიარია.

თვალები ვეღარ დათმეს შენი ფერის,
და ისევ დასაფიცრად შეგინახეს,
მოწყენილს ხომ ცხოვრება არ შეგფერის,
კვლავ სცადე რომ თავიდან შეგიყვარდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები