 | ავტორი: იანგული ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 ოქტომბერი, 2010 |
როცა გულაღმა წამოვწვები, მწვანე მინდორზე, და როცა ცის თაღს, გამჭვირვალეს, გავცვითავ მზერით, მომაგონდება მზისფრად მნათი, ბავშვობა ჩემი, მომაგონდება, და გული ფეთქავს... და სული მღერის.
მომაგონდება მწვანე ჭალები, ლაღი მდინარე, მომაგონდება ის თეთრი მთებიც, მუდამ მძინარე. ჩაიძირება იდულამ ნისლში გოგონა ნაზი, დამრჩება მხოლოდ თვალები მისი, მოდამ მღიმარე.
გადაიტანა დრომ, წაიღო შორი, ლამაზი, მაგრამ ჩემს გულში, მაინც ღვივის ცეცხლი პატარა, ცეცხლი, ბავშვური ღიმილივით ტკბილი და ნაზი, თუმცა განგებამ უბრალისმა, სად არ მატარა.
ეს ადრეც იდო, მინდა რომ აქ იყოს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომწონს! :) _+ მომწონს! :) _+
5. მიგიკითე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! მიგიკითე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
4. "მაგრამ ჩემს გულში, მაინც ღვივის ცეცხლი პატარა," არ ჩაგქრობოდეს ძმაო და შვილო! :) "მაგრამ ჩემს გულში, მაინც ღვივის ცეცხლი პატარა," არ ჩაგქრობოდეს ძმაო და შვილო! :)
3. ლამაზი სევდა! ბავშვობის ხანა გაუხუნარია. ლამაზი სევდა! ბავშვობის ხანა გაუხუნარია.
2. მაქვს ეს ლექსი :) :* მაქვს ეს ლექსი :) :*
1. მომანატრა :) მომანატრა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|