ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა სუთიძე
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2010


როსლინის ტაძრის მესიჯი მისტიკური პროზა

როდესაც სარა პეინიმ ყურადღებით შეათვალიერა კედლებზე ამოტვიფული ფიგურები, საფეთკლებიდან სისხლის წვეთები წამოუვიდა.ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სარასათვის ამდენი ხნის დევნის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში
გადმოცემული სიბრძნის წინაშე დგომა.იგი ამაყად ათვალიერებდა ტამპლიერი კვის მთლელების მიერ გაკეთებულ სიმბოლოებს.როსლინის ტაძარი, სოლომონის მიერ იერუსლიმში აშენებული ცნობილი ტაძრის ასლი იყო.რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული შურისძიებით იყო გაჟღენთილი.
ამდენი ხნის მანძილზე, უამრავი ტანჯვისა და დევნის შემდეგ,როგორც იკნა ფიკრობდა სარა ყველაფერს თავისი სახელი დაერკმეოდა და სხვებიც ისე დაიტანჯებოდნენ როგორც ტანჯავდნენ და ავიწროვებდნენ მევერინგების ოჯახის შთამომავლებს.ახლა მათი დრო იყო, ახლა ისე როგორც არასდროს ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.მას არასოდეს შეაწუხებდა სირცხვილისა და სინანულის გრძნობა,რადგან წარსულის აურაცხელ სიბოროტეს მისი ოჯახის წინაშე ვერასოდეს გადაფარავდა ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობა.სარა ხვდებოდა რომ მას უნდა გამოეშვა ისეთი ჯინი, რომელიც ყველას დააჩოკებდა წარსულში ჩადენილი სისასტიკის გამო მისი ოჯახისა და ერის წინაშე.
იმათ ვინც ჩვეულებრივი ადმინებისათვის განკუთვნილ სიმართლეს ფარავდა.სიმართლეს რომელიც მთავრდებოდა აკ ამ ტაძარში, მის წინ ორ სვეტს კვემოთ გამოხატულ ფიგურასთან.ამას ბევრი ფიკრი და გააზრება აღარ სჭირდებოდა,მას რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა დაესრულებინა საუკუნეების წინ დაწყებული საკმე.მან თავისი ხაზის ისტორია ძალიან კარგად იცოდა. ამიტომ სიძულვილისაგან რაც შეიძლებოდა მაგრად უჭერდა თითებით პაპირუსის კაღალდს, რომ როგორმე ადამიანური შეცოდების ყველაზე ცუდ გრძნობას არ დაეძლია და ხელი არ შეეშალა განზრახვისათვის.თუმცა ის უკვე ადამიანი აღარც იყო ის იყო ხორც შესხმული შურისძიების სურვილად გადაკცეული ღვთაებრივი კალურობის სიმბოლო რომელიც ყველაფერზე ყველანაირ ღირებულზე მაღლა იდგა რაც კი ადამიანს შეუკმნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები