ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2010


სიყვარულის ტოროლა

თხემით ტერფამდე გაგლოკეს
შაბათს აისის სხივებმა...
გაიონავრეს სხეულზე
დილისა მადლის თითებმა.
ქუთუთოები გატოკდნენ,
დაგეტყო გამოღვიძება...
სუსხმა ეკლები გაფრქვია,
სიზმარს გაექცა სიცხადე
ღიმმა იელვა სახეზე ,
გრძნობები გამომიცხადე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები