ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიტო
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2010


სვანეთს

ვერ გადუწვდენ სვანეთის მთებს
არწივსებურ მზერას,
ვერ მოსწყვიტავ თვალთახედვას:
თეთნულდსა და შხარას,
მე სვანეთი მირჩევნია
სხვა კუთხეს და ქალაქს.
რა სჯობია სვანეთის მთებს,
მდინარეებს,ტყეებს,
ამწვანებულ,გათეთრებულ,
ულამაზეს ქედებს.
- შენ ისეთი ლამაზი ხარ
და ისეთი ტურფა!
მაგ ლაღ კალთებს გიმშვენებს:
ლაღამი და უშბა,
თავზე გადევს ქუდად ცა და
ფერხთით გიდევს სამოთხე,
მაგ მიწაში აყვავდება,
გაიხარებს ხმელი ხე...
შენს ლოყაზე ცერმლად მოდის:
ენგური და ნაკრის წყალი,
ხან ბობოქრობს,ხან წყნარდება,
როგორც ცეცხლის დიდი ალი,
სვანურ კოშკზე ლაპარაკი
ვფიქრობ მართლაც ზედმეტია,
მტრებისაგან მიუვალი
სალი კლდე და ტიტანია
ამ ლამაზ ძეგლს ჩვენი დრო კი,
იცავს როგორც შეუძლია...



მე წარმოშობით თიანეთიდან ვარ,სვანეთიც არ მინახავს მის შესახებ მხოლოდ ინტერნეტიდან ვიღებ მასალებს და სურაათბს,ეს ლექსი კი 13 წლისამ დავწერე (ახლა 15 ის ვარ)
რადგან სვანეთი ჩემი საყვარელი კუთხეა საქართველოში (შემდეგ მოდის რაჭა,თუშეთი,აფხაზეთი,ფშავი,შატილი  და რა თამა უნდა ჩემი მშობლიური მხარე თიანეთი)იმედია დიდი კრიტიკა არ ექნება ამ ლექსს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები