 | ავტორი: ნაა ჟანრი: პროზა 8 სექტემბერი, 2008 |
მე რომ თქვენგან მუცლად მეღო ცხოვრების წესი, აუცილებლად ვიზრუნებდი ნაყოფის შენარჩუნებასა და მის შემდგომ ნორმალურ განვითარებაზე,მერე კი ერთად დავარქმევდით სახელს და ვიზრუნებდით მის ბედნიერებაზე,მაგრამ თქვენ ხომ უნაყოფო, უსურვილო და უცხოვრებო არსებები ხართ... მე კი თქვენგან გამუდმებით იმის მიღებას მოვითხოვ,რაც თქვენ თვითონაც არ გაქვთ... თუმცა უკაცრავად... უბრალოდ თქევნ სხვა ჟანრის და შინაარსის სურვილები და ცხოვრებები გაქვთ...
თქვენი პროგრესული,თავისუფლებისმოყვარე ნაწილი ქრონიკულად ოცნებობს ფრთებსა და ფრენაზე,უსასრულო სივრცესა და მარადისობაზე...
მე კი არ მინდა ფრთები,იმიტომ რო არ მინდა ფრენა.... მე იმ ფართობსაც ვერ ვიყენებ,რომელზეც ვცხოვრობ და იმის დანახვაც არ მინდა, რისი დანახვის საშუალებასაც ჩემი მეტრი და სამოცდაშვიდი სანტიმეტრი მაძლევს... თქვენი საოცნებო ფრთების ნაცვლად მე ხელები მინდა,რომელსაც ჩემ ხელებს ჩავკიდებდი... თავისუფლებას მე ის მირჩევნია,რისი გულისთვისაც სიამოვნებით თმობენ ხოლმე თავისუფლებას... სივრცეს კონკრეტული გზა მირჩევნია,რომელიც არ იქნება არსაითიდან არსაითისკენ მიმავალი და რომელიც სადმე მყუდრო ბინასთან მიმიყვანს... მარადისობაც თქვენთვის დაიტოვეთ,უბრალოდ მე მინდა დრო,როემლიც შეკოციცებული იქნება იქნება მთელი ერთი და არა მხოლოდ ერთი წუთებით...
თქვენ სამყაროს შექმნასა და ამ შეცვლილ სამყაროში ცხოვრებაზე ოცნებობთ და ვინ იცის,იქნებ ოდესმე ასეთი გახუნებული ოცნებისგანაც კი შეძლოს ვინმემ რამე ფასეული სიახლის შექმნა... თქვენ ხო ძლიერები და საკუთარ თავებში დარწმუნებულები ხართ...
მე კი სანამ გავიგებდი,რომ სამყაროა შესაცვლელია,დავდიოდი და ჩემი საკუთარი სამყაროს შესაქმნელად ფერებს,არომატებს,გრძნობებს და განცდებს ვაგროვებდი და როცა ამყველაფერაჩონჩხლილი უკან დავბრუნდი,იქ უფერო,უსუნო და უგრZნობი ხალხი დამხვდა,რომელიც რაღაცეების შეცვლაზე ფიქრობდა იმ თავისუფალ დროს, რომელიც არ გააჩნდათ... მე კი დავრჩი ამ ჩემი ბარახლოებით ხელში და არ ვიცი სად წავიგო ხელები,ის არომატები და ფერები,რომლებიც აქამდე ხელში მიჭირავს ( და სადმე შემოდებაც ვერ მოვიფიქრე),სამყაროზე ოცნება და ის ,,მე’’'რაც ამ ყველაფრის შემდეგ დამრჩა... სამყაროს შემცვლელი ვარ ახლა მე?
თქვენ შედევრების შექმნასა და ამით ყველა გარშემომყოფების აღფრთოვანებას აპირებთ და კარგადაც იქცევით,რადგან ხახს გამუდმებით აქვს მოთხოვნილება,იყოს აღფრთოვანებული...
მე კი ვიცი რო შედევრები მაშინ იქმნება,როცა ადამიანებს ცხოვრება აღარ გამოდით... უცხოვრებო კაცის შედევრი კი ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია... ამიტომაც მირჩევნია რწმენა და ცხოვრება შედევრებს... თუ ვინმესი ან რამესი გწამს,რამენაირად ცხოვრებასაც მოახერხებ და თუ მაგდენი შეძელი,უშედევროდაც შეძლებ ცხოვრებას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ''ხახს'' _ შეასწორე. აქაც იგივეს ვიტყოდი, რაც წინაზე. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამიტომ 5! ``ხახს`` _ შეასწორე. აქაც იგივეს ვიტყოდი, რაც წინაზე. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამიტომ 5!
5. მე ძალიან მომეწონა, ძალიან უამბიციო კი არა კარგი ყოფილა :) მიხარია რომ დაგიანხე და წავიკითხე მე ძალიან მომეწონა, ძალიან უამბიციო კი არა კარგი ყოფილა :) მიხარია რომ დაგიანხე და წავიკითხე
4. შენ რა უამბიციო ყოფილხარ?! ;) შენ რა უამბიციო ყოფილხარ?! ;)
3. ნუ, ჟანრი ვერ გავიგე, მაგრამ საინტერესო აზრები იყო. 4 ქულა/. ნუ, ჟანრი ვერ გავიგე, მაგრამ საინტერესო აზრები იყო. 4 ქულა/.
2. ჩემთან ახლოა :)
4ს დავწერ ჩემთან ახლოა :)
4ს დავწერ
1. თითქოს კარგია, მაგრამ ვერ გავიგე ვის მიმართავ?-ვინ ოცნებობს სამყაროს შეცვლაზე? ვერ მივხვდი... თითქოს კარგია, მაგრამ ვერ გავიგე ვის მიმართავ?-ვინ ოცნებობს სამყაროს შეცვლაზე? ვერ მივხვდი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|