8 აგვისტოა,ტყვია გავარდა, მიწაზე უსულოდ კაცი დავარდა... ცაში ბომბების ბოლი ავარდა... ჩვენი სამშობლო ომში ჩავარდა... ბიჭებმა თოფებში ტყვია ჩააწყვეს, შემდეგ ამაყად მხარზე გაიწყვეს და მანქანისკენ სწრაფად სვლა იწყეს, ხმაშეწყობილად ჰიმნიც დაიწყეს... ამას ვხედავდი და მღრღნიდა შური, რადგან საომრად მიწევდა გული, (მაგრამ არ ვიყავ ჯარისთვის სრული) ამას ვხედავდი და მეშინოდა, რადგან ვხედავდი წინასწარ დედებს, რომელიც გმირ შვილთ მოთქმით ტიროდა... ამას ვხედავდი და მიხაროდა, რადგან ჩემს გულში იმედი ღვიოდა... გავიდა დღეები... ომი გასრულდა,ჩემი წინასწარ ხედვაც აღსრულდა!....
ნაწარმოებს შეიძლება რითმა აკლია,შეიძლება ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ ომის დღეებში განცდილი გრძნობა მთელი გულით გადმოვეცი.