ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


მეც აქ ვარ :)

აი,მეც აქ ვარ,სადაც თქვენ,ყველა
სული დაეძებს შვებას და შველას
ბავშვივით ხუმრობს ბებერი სევდა
შემოქმედება სულ დამიძველდა

თქვენ განდობთ დღეებს,ცისფერ ღამეებს
ქარისშხლებს,წვიმებს,წუთებს და წამებს
მეც  მაქვს  რითმები დაგუბებული
მეც აქ ვარ,სიტყვას შეფარებული

იქნება თქვენი სათქმელი მე ვთქვა?
ან ჩემი  ფიქრი  თქვენს ლექსს დაერქვა?
სიტყვები მიქრის,შეგრძნება გვათრობს
"ურაკპარაკი"პოეტებს გვართობს

PSგამიღიმეთ,მე დავბრუნდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები