ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


ჭა

ჭაში ჩავარდა მთვარის სინათლე
და მერე თოვდა ფიქრი დილამდე...
ფიქრად გინატრე, ლანდად გინატრე
იისფერ ზამთარს რომ დაგინახე.

შენ უდაბნოში მოსე გეძებდა...
მიწისქვეშ წყალთა სვეტო სიმართლის
კაცთა წყურვილს კლავ, ჩუქნი სინაზეს...
ვნებიან თვალებს -  თვალებს წყლიანებს...

დაილექება თოვლში სინათლე
დაილექება სიზმარში ფიქრი.
როს მთვარის შუქი ხევს დასტრიალებს
და ეძებს სატრფოს...
ადამიანებს...…

ჭაში ჩავარდა მთვარის სინათლე
და მერე თოვდა ფიქრი დილამდე
ფიქრად გინატრე, ლანდად გინატრე
იისფერ ზამთარს რომ დაგინახე.

არც ზღვის დარდია, არც მთის მდინარის
ლამაზი სევდა, მთვარის სინათლის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს