| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა 5 ნოემბერი, 2010 |
ქარს უყვარს ფოთლებით გაფერადებული ქუჩები.ქარს მოსწონს სისწრაფეში გაბაცებული ფერები,სახლები,ადამიანები... და შემოდგომის სუნში ახმაურებული ფიქრები.რაც არ უნდა ბევრი იარო,განურჩეველი სისწრაფით თუ მიმართულებით,არ თავდება წითელ-ყვითელი გზები,ფეხებქვეშ ახრაშუნებული ფოთლები და მყუდრო წამები. შემოდგომაა!-კივის ბუნება. შემოდგომააო!-ზუზუნებს ქალაქი. ჩემი შემოდგომაა!-ვჩურჩულებ მე უჩუმრად,გულის ფანცქალით,არავინ გამიგოს,არავინ შემეცილოს.შემცილებელი კი ბევრია,თითქმის ყველა,ვისაც ერთხელ მაინც დაუარა ჟრუანტელმა.ხოდა,ახლა რომ დავდგე და ვიყვირო ბუნებასავით გაბედულად,ხომ წამართმევენ ჩემს ნაფერებ შემოდგომას.აი,სულ სხვა იქნებოდა,მეც რომ ერთი ვყოფილიყავი ბუნებასავით,ერთი კი არა ერთადერთი!!! სადღაც ხან დაქრიან შემცილებლები,ხან დაზოზინებენ დღის გასაყვანად.მე კი ამ დროს ვდგავარ ორი ქუჩის გადაკვეთაზე და ვფიქრობ,საით წავიდე.არა,ისე მაინც რა მნიშვნელობა აქვს ორი უცნობიდან რომელს აირჩევ.ხოდა მეც სუნთქვას შევიკრავ,მთელი სისწრაფით დავბზრიალდები და საითაც გავჩერდები,იმ მხარეს წავალ.აი ასე,ახლა უკვე წინ მივიწევ!საერთოდ ბევრი ფიქრი ხომ ყოველთვის გვაბრკოლებს!!!სიახლეები კი თან გვაშინებს,თანაც გვხიბლავს.ხოდა მეც მოხიბლულ-შეშინებული თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ. მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი.რა გამბედავად ჩამარტყა,რომ იცოდეთ(არა,სულ დაკარგეს მორიდება!-ისროლა რეპლიკა კონსერვატორმა მემ). შრიალებენ ფოთლები,მე კი ამ შრიალში დროდადრო ორ სიტყვას ვაკერებ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის,ასე გამეტებით რომ გამომეცნაურა.მიყვება,მიყვება,კიდევ მიყვება,როგორ ძალიან მოვენატრე,როგორ ძალიან ვაკლდი,როგორ ძალიან გაუჭირდა უჩემოდ.ვუყურებ და ვფიქრობ,რა საჭიროა ამდენი მოყოლა..ვუყურებ,დაჟინებით ვაშტერდები და ვხედავ მის ყელში გაჩხერილ ბურთს,თვალებში გალღობილ ცუდ დღეებს,პირველი შეხედვისას ჯერ კიდევ ყინულის კრისტალებივით რომ სერავდნენ მის გულს. ის ყვება,ყვება გაუთავებლად(მგონი სიჩუმით ყვება და იმიტომ მეჩვენება ასე დაუსრულებელ მონოლოგად),მე კი მინდა ვიყვირო ბუნებასავით:შემოდგომაა!ჩემი შემოდგომაა!იცით,მეც ერთადერთი ვარ თურმე და მხოლოდ მე შემიძლია ჩემი მეგობრის თვალებში წითელ-ყვითელი ფოთლების სუნით შემოდგომის მოკალათება!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
5 ნოემბერი, 2010 ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
5 ნოემბერი, 2010
10. madlobaa :))) madlobaa :)))
9. აქ 4. გაიხარე შენა!!! აქ 4. გაიხარე შენა!!!
8. didi madlobaa :) ;) didi madlobaa :) ;)
7. didi madlobaa :) ;) didi madlobaa :) ;)
6. didi madlobaa :) ;) didi madlobaa :) ;)
5. didi madlobaa :) ;) didi madlobaa :) ;)
4. visiamovne : ) +2 warmatebebi! visiamovne : ) +2 warmatebebi!
3. visiamovne : ) +2 warmatebebi! visiamovne : ) +2 warmatebebi!
2. visiamovne : ) +2 warmatebebi! visiamovne : ) +2 warmatebebi!
1. visiamovne : ) +2 warmatebebi! visiamovne : ) +2 warmatebebi!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|