ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2010


. . . წერილი ბოთლში . . .

სიჩუმე გულში იხუტებს წუხილს,
თვრამეტი ზალპი დაარღვევს დუმილს,
ხომალდი დინჯად ცილდება ნაპირს,
შორს ისმის ნაზი, სიმღერა ქალის.

ქარი თმას ურხევს მარტო მდგარ დიაცს,
თითქოს წარსული დასცინის ცივად,
მისი რჩეული კაპიტნობს გემზე,
მანდილი ცრემლად, ადნება ხელზე.

წლები გარბიან, ნატვრა გიჟდება,
ქალი ლოდინით, დარდით ივსება,
ერთ წვიმიან დღეს ვიღაცამ ბოთლით,
მას მოუტანა წერილი ჟორჟის:

- ჩემო პატარავ, დრო წამებს მითვლის,
მაგრამ იცოდე, არ ვკვდები შიშით,
ახლა შენს თვალებს ვხატავ პაწიავ,
ვერ დაგივიწყე, ანასტასია...

შენმა ოჯახმა მე ვერ მიმიღო,
მხოლოდ ერთსა გთხოვ, რომ არ მიტირო,
მე მარტოხელას მიშვილებს ფსკერი,
სიკვდილის კოცნას, ყოველ წამს ველი.

ახლა კი მინდა იცოდე ერთი:
მუდამ მიყვარდი და მეყვარები...
გული ხატია, შავ-თეთრი, ორი,
ბოლოს კი სისხლით წერია: ”ჟორჟი.”

მას შემდეგ განვლო ათასმა წელმა,
და როცა ზღვაში ანათებს ელვა,
გულში ერთს იტყვი: რა ლამაზია!
ყრუდ გაიგონებ: ანასტასიააა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები