ჩუმად გაიცრიცა თეთრად გათელილი ღამის მდუმარება,
ისევ მოწყდი ამ სულს, დაიკარგა ისევ ის ცრუ უკვდავება,
რაღაც მინდოდა და... ვეღარ გაგიბედე, თურმე უნდა მეთქვა...
შენ ხომ უანგაროდ, უხვად გაიმეტე ჩემთვის უშენობა...
მაპატიე სევდა, ჩუმი სიყვარული, უხმო მონატრება...
ილუზია იყო, გაქრა როგორც ყველა, თუმცა ვერვინ შეძლო ეს ხმამაღლა ეთქვა...
მე ვიყვირებ ისევ: მარადიულობა მოჩვენებითია,
მე დავუფრთხობ სიზმრებს ღამის ყველა გუშაგს,
მე ხმამაღლა ვიტყვი: დაავიწყდი ყველას ისე როგორც ყველა.
თუმცა ამ სიმართლის ხშირად არც მე მჯერა,
ამას მხოლოდ შენ ერთს გეტყვი ჩუმად...
მე დავუშლი ტალღებს ღამე შენზე ჩურჩულს,
ავუკრძალავ მთვარეს ჩვენი ფიქრის თვალთვალს,
არ მოვუსმენ ქარებს როცა შენზე მომიყვება ამბავს,
აღარ გკითხავ: რატომ? გამიმეტე ასე ამ ყრუ სამყაროში,
მოვალ შენთან მარტო სიზმარეთის უხმო, უცნობ სამეფოში...
ვეღარ შემაშინებს უკვდავების ცივი, თეთრზე თეთრი თოში,
მე მოგძებნი ისევ უცხო ნაპირებზე, შემორჩენილს თოვლში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ლექსმა ემოცია გადმომცა :)
ვეღარ შემაშინებს უკვდავების ცივი, თეთრზე თეთრი თოში,
მე მოგძებნი ისევ უცხო ნაპირებზე, შემორჩენილს თოვლში...
ლამაზია!!!
ნინ, როგორც ყოველთვის, ძალიან-ძალიან კარგი ხარ! :) ლექსმა ემოცია გადმომცა :)
ვეღარ შემაშინებს უკვდავების ცივი, თეთრზე თეთრი თოში,
მე მოგძებნი ისევ უცხო ნაპირებზე, შემორჩენილს თოვლში...
ლამაზია!!!
ნინ, როგორც ყოველთვის, ძალიან-ძალიან კარგი ხარ! :)
2. წარმატებები! 5 წარმატებები! 5
1. თემატურად მოძველებული და ვერც ფორმით ნამეტანი კაი.
1 თემატურად მოძველებული და ვერც ფორმით ნამეტანი კაი.
1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|