ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


რეისი: ბათუმი-თბილისი(ნაწყვეტი)

რაც მთავარია და მთავარი რაც არის ახლა,
ისაა რომ ჩვენ მოვიარეთ გუშინ ბათუმი.
და თუმცა კვერცხის ადვილია ტაფაში ჩახლა,
ბოთე მზარეულს დაეწვება მწვადიც, შამფურიც.

და დადგა წამი, როცა ცეცხლი მისწვდა ჭელიძეს
ტუჩებზე, ცხვირზე და აცოცდა გენიოს შუბლზე.
ცეცხლი კი როგორც წესი არის, პომადა იყო,
ავტორი ისევ რა თქმა უნდა Maryen Woolf-ი.

პარალელურად ამ სცენისა, გიო და დიმა
ბჭობდნენ, თუ როგორ დაეწერათ ლექსი, რომელშიც
ქალიშვილობის ინსტიტუტის პრობლემა იდგა,
ფიქრობდნენ ალბათ, ამ საკითხზე როგორ შრომობდნენ.

და ყველაფერი ამის ფონზე, ტუალეტის კართან
პრავადნიკების წინააღმდეგ მედგრად იბრძოდა
გმირი, რომელმაც არ იცოდა რა იყო დაღლა
არც მგზავრობით და არც დალევით, ო, არ იცოდა.

და რადგან კვვერცხის ადვილია ტაფაში ჩახლა,
არც მზარეული წვალებაზე თავს არ იღლიდა.
სწორედ ამიტომ ვაგონიდან თვალნათლივ ჩანდა,
რომ ქურდულ ბაზარს აეტანა ჩვენი ღიმილა.

თუმცა სასწორზე ამ ყველაფერს წონიდა, ხრიდა
ჰარმონიულად, კოწიას და დემეტრეს ხვრინვა.




                                                                                                                                              __თამუნია__ 08.11.10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები