ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი_ანტიმე, აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე! საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი სხვისია, გულმა მწარედ რეჩხი მიყო ქარს მიჰყვება ნისია წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება. გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით, და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით. სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები, ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები. ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა, მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა. მოდაშია ეკლეკტრიტმი ნერვს ზედ დაჯახებული _ გალაკტიონგეთიაშვილსაჯაიასებური. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი. ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა, ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა_ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. _ ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
--------------------------------------------------------------------------------
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული :)
სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული :)
38. ძალიან მაგარი ლექსია. პირველად რომ წავიკითხე მაშინაც ძალიან მომეწონა:) ძალიან მაგარი ლექსია. პირველად რომ წავიკითხე მაშინაც ძალიან მომეწონა:)
37. ჯერჯერობით :) ;) ჯერჯერობით :) ;)
36. სახელი მომწონს თქვენი რაღაცნაერად :) ნაწარმოებზე არაფერს ვამბობ :) ან ვერაფერს :) სახელი მომწონს თქვენი რაღაცნაერად :) ნაწარმოებზე არაფერს ვამბობ :) ან ვერაფერს :)
35. დათუნა მართლა მომეწონა დათუნა მართლა მომეწონა
34. ,, _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. " გულწრფელი ლექსი,ერთი ამოსუნთქვით დაწერილი და სულმოუთქმელად წასაკითხი...ძალიან ძალიან ძალიან...+2 ,, _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. " გულწრფელი ლექსი,ერთი ამოსუნთქვით დაწერილი და სულმოუთქმელად წასაკითხი...ძალიან ძალიან ძალიან...+2
33. რამდენჯერმე გადავიკითხე.... ძალიან მომეწონა:):) :) რამდენჯერმე გადავიკითხე.... ძალიან მომეწონა:):) :)
32. შეფასებული მქონია-კომენტარი არ დამიწერია,ალბათ ვერაფერი ვთქვი :)
გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით შეფასებული მქონია-კომენტარი არ დამიწერია,ალბათ ვერაფერი ვთქვი :)
გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით
31. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
30. აბა მოგილოცავ წელსა ახალსა თუ ძველსააა აბა მოგილოცავ წელსა ახალსა თუ ძველსააა
29. შესანიშნავია +777 შესანიშნავია +777
28. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
27. შედევრის მანტიამორგებული შიშველი სიმართლეა, მართლის პირშიმთქმელებიც არ უყვართ ერთგულებივით , ბატონო დავით, სამწუხაროდ. . ეს ლექსი კი თქვენს ცეცხლოვან პოეზიას მარგალიტად შვენის. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას. მეტი და მეტი გეგემოთ. ერს კი ვუსურვებ ღირსეულად დაედაფნოს ასეთი პოეტი და ერისკაცი ყველა სიკეთით. შედევრის მანტიამორგებული შიშველი სიმართლეა, მართლის პირშიმთქმელებიც არ უყვართ ერთგულებივით , ბატონო დავით, სამწუხაროდ. . ეს ლექსი კი თქვენს ცეცხლოვან პოეზიას მარგალიტად შვენის. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას. მეტი და მეტი გეგემოთ. ერს კი ვუსურვებ ღირსეულად დაედაფნოს ასეთი პოეტი და ერისკაცი ყველა სიკეთით.
26. 5 მშვენიერი ლექსია,მხოლოდ- "მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით."ლოდს,თუ საერთოდ პოეზიას?
5 მშვენიერი ლექსია,მხოლოდ- "მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით."ლოდს,თუ საერთოდ პოეზიას?
25. დიდებულია! 5 დიდებულია! 5
23. კარგი ლექსია...
5 ჩემგან კარგი ლექსია...
5 ჩემგან
22. ვიფიქრებ თქვენს მოსაზრებაზე გამოქვეყნების დროს.გმადლობთ! ვიფიქრებ თქვენს მოსაზრებაზე გამოქვეყნების დროს.გმადლობთ!
21. სულ პოეტი...სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ეს ფრაზა არ უხდება ამ სეროზულ ლექს. +2 სულ პოეტი...სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ეს ფრაზა არ უხდება ამ სეროზულ ლექს. +2
20. მთლიანად უმაგრესია!! მთლიანად უმაგრესია!!
19. გვიან ვნახე ეს ლექსი, ბატონო დავით. თარიღის მიხედვით, ალბათ, დაუკავშირეთ საღამოს დევიზით - "მშობელ მიწაში მიდგას ფესვები"... ეს პოეზიის ყველაზე კარგი საღამო იყო ჩემთვის. გილოცავთ ლიტერატურულ პრემიას! მომავლის იმედი არ მოგიშალოთ უფალმა!..
გვიან ვნახე ეს ლექსი, ბატონო დავით. თარიღის მიხედვით, ალბათ, დაუკავშირეთ საღამოს დევიზით - "მშობელ მიწაში მიდგას ფესვები"... ეს პოეზიის ყველაზე კარგი საღამო იყო ჩემთვის. გილოცავთ ლიტერატურულ პრემიას! მომავლის იმედი არ მოგიშალოთ უფალმა!..
18. "ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი"
"ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე"
კარგი ლექსი – ტკივილით, სათქმელით!.. "ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი"
"ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე"
კარგი ლექსი – ტკივილით, სათქმელით!..
17. აუ, მერამდენედ ვკითხულობ უკვე ამ ლექსს!
ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
ჯერ მარტო ეს სიტყვები ღირს ერთ ლექსად!
ეს ნამდვილი პოეზიაა!!! აუ, მერამდენედ ვკითხულობ უკვე ამ ლექსს!
ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
ჯერ მარტო ეს სიტყვები ღირს ერთ ლექსად!
ეს ნამდვილი პოეზიაა!!!
14. ფრიად საინტერესო და მართალი ლექსი... მომეწონა ძალიან 5 ფრიად საინტერესო და მართალი ლექსი... მომეწონა ძალიან 5
13. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის...
ლამაზი ლექსია
+5555 შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის...
ლამაზი ლექსია
+5555
11. კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... მშვენიერი ირონიული აღსარებაა... კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... მშვენიერი ირონიული აღსარებაა...
10. მახსოვს ეს ლექსი. ძალიან კარგია ლექსია! რაღაცნაირად ტკივილიანი და მადლიანიც! მახსოვს ეს ლექსი. ძალიან კარგია ლექსია! რაღაცნაირად ტკივილიანი და მადლიანიც!
9. წარმატებები, კარგია 555555555 წარმატებები, კარგია 555555555
8. "ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. "
:) +2 "ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. "
:) +2
7. აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება.
კარგი დათო ხარ შენ ! :) აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება.
კარგი დათო ხარ შენ ! :)
6. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. 5555555555555555555 სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. 5555555555555555555
5. ..
ყველა სიკეთე - ასევე - ბატონო დავით..
მახსოვს თქვენი შეწუხება ჩემ გამო და თანადგომა.. ..
ყველა სიკეთე - ასევე - ბატონო დავით..
მახსოვს თქვენი შეწუხება ჩემ გამო და თანადგომა..
4. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი.
კარგია ძალიან:) სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი.
კარგია ძალიან:)
3. აუ რა მაგარიაა. : ) ბრავო. "სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. " გურული ბრძანდებით ალბათ, აბა აბდალი ისე ვერ იქნება ადამიანი თუ გურული არააა. :)
"ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. "
ძალიან მაგარი იყო. : ) +++++++++ აუ რა მაგარიაა. : ) ბრავო. "სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. " გურული ბრძანდებით ალბათ, აბა აბდალი ისე ვერ იქნება ადამიანი თუ გურული არააა. :)
"ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. "
ძალიან მაგარი იყო. : ) +++++++++
2. ხოო, ვიცი ეს ლექსი და თქვენი წაკითხულიც მოსმენილი მაქვს ბატონო დავით., პოეზიის საღამოზე. მაგარი ლექსია! არ დამეზარება ამის თქმა! ხოო, ვიცი ეს ლექსი და თქვენი წაკითხულიც მოსმენილი მაქვს ბატონო დავით., პოეზიის საღამოზე. მაგარი ლექსია! არ დამეზარება ამის თქმა!
1. ამ ლექსმა თავი სემახსენა და საიტზე დადების სურვილი გამიჩინა ცნობამ უნიჭიერესი თაობის, დიდი ახალგაზრდული პოეზიის გამართვის შესახებ. ჩემო უმცროსო მეგობრებო, გისურვებთ წარმატებებს და პოეზიის ყველა თვალშეუდგამი მწვერვალის დაპყრობას. ამ ლექსმა თავი სემახსენა და საიტზე დადების სურვილი გამიჩინა ცნობამ უნიჭიერესი თაობის, დიდი ახალგაზრდული პოეზიის გამართვის შესახებ. ჩემო უმცროსო მეგობრებო, გისურვებთ წარმატებებს და პოეზიის ყველა თვალშეუდგამი მწვერვალის დაპყრობას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|