ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სწერვუშკა
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

წვიმად გადავიქცევიიი!!!

ღამეა... აწვიმს იასამნის სურნელით გაბრუებულ ჩემს ქალაქს. ბნელა და ქუჩები მაინც ფერადი ქოლგებითაა სავსე. აივანზე გავდივარ და ვცდილობ ცივი წვიმის წვეთებით გავიგრილო აზრებით გახურებული გონება - გადავყოფ აივნიდან თითებს და ჩუმად ვმღერი: "წვიმად გადავიქცევიიიი, შენთან გამოვიქცევიიი"... ეს სიმღერა ბავშვობას მაგონებს - მიყვარდა პატარა თოვლის კაცის საოცარი უნარი - "ხან წვიმა ვარ, ხანაც გუნდა" - მეც ველი ივლისში თოვლს...

>>>

ვდგავარ ჩემი ეზოს შუაგულში, ფერადი ბოტებიტ, თმებამდე სველი და გუბიდან გუბეში დავხტი.  ცრემლები ერევა წვიმას, სევდის და სიხარულის ცრემლები - და ეს მაშინებს და მახარებს ერთდროულად... სრულიად ახალი განცდები, ემოციები მუდმივად მეხლართება გონებაში და სწორ პასუხს ვერესოდეს ვპოულობ... ჩემი IQ ტესტიც მუდმივად ბუნდოვანია და ახლაც მიწევს ღირებულებათა გადაფასება რომ გავერკვე რა მსურს... თანდათან უფრო მიზიდავს ეს ბავშვური ლაბირინთი და თავის დაძრომას არც ვცდილობ!!!

>>>

ისევ წვიმს - წვიმს კოკისპირულად. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ვერ ვიძინებ, სულ ვფიქრობ... მგონი უკვე ოცდამეერთედ ჩავალაგე ჩემოდანი და ახლა ოცდამეორედ ამოვალაგებ რომ თავიდან დავიწყო... ალბათ ეს შიშია, რაღაც ახლის, ხვალინდელ მზის სხივს რომ მოყვება, მაგრამ თბილისში ისევ წვიმს, წვიმს გადაუღებლად. მინდა ფრენა და მჯერა შევძლებ - მე ხომ ის გოგო ვარ, ყველაფერი რომ შეუძლია!!! აიი, უკვე დავფრინავ... ფერად სიზმრებში...

>>>

აეროპორტის ფოიეში დაუსრულებელი ხვევნა-კოცნის შემდეგ ვხვდები რომ ასე ჯობს... მიყვარს და მენატრება ყველა, მაგრამ არაფერს ვნანობ. მინდა, მჭირდება ეს სიახლე - მოწმენდილ ცას რომ მოაქვს - თავისუფლების, დიდების და წარმატების სურნელით სავსეს - ჩემი ეზოს იასამნით გაჟღენთილი წვიმის ნაცვლად!!!

ოღონდ    დ რ ო ე ბ ი თ !!!!!! : ))))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები