ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2010


არათითები

ჩვენი მამები დაიღუპნენ
სანამ ჩვენ გზები,
გამოვიარეთ
ერთმანეთის ხელებისკენ
და ახლა, როცა
არათითზე
არათითს გახებ,
ორივეს გვტკივა ოქროსფერი წრეები ნიშნად -
რომ გავიზარდეთ.

II

მთავარი დროა -
ჩასუნთქვას და ჩასუნთქვას შორის,
ყოველთვის არის ამოსუნთქვა
(გინდაც ემფაზა)
როდესაც ვხვდებით რომ სრულიად
უაზროდ ვკვდებით
და როცა სიკვდილს
ვერ აკავებს ვერცერთი ფრაზა.

მითუფრო ღმერთი.

ვერც ის, ვინც ძლიერ
გიყვარს და გაწვდის
ყოველ ნაბიჯ
საჭირო ჰაერს...
ჰო, ისევ ღმერთი, ვუბრუნდები
საეჭვო ადგილს -
არადა მახსოვს ვფიქრობდი და
ვეძებდი რამდენს:

სახლში, ქუჩაში, მეგობრებში,
სრულიად უცხო
ხალხში,
თვალებში,
მამაჩემის ტორისებრ ხელზე,
მიწაზე, ცაზე,
წვიმიან და თოვლიან ქარში,
ცაცხვებზე, გზაზე,
გზაზე
და გზაში...

III

ჩვენი მამები დაიღუპნენ
ახლა ჩვენ ჩვენი
მარჯვენა ხელის არათითებს-ღა
ვიშვერთ ცისკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები