 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2010 |
ქართლს რომ მკერდს დაჰკრავს ისარი, ლიხს აქეთ გულზედ ტრიალებს, ლიხს იქეთ ზვავის ჩამოსვლა, სვანეთს, ხარივით ღრიალებს.
როცა ხნულის ბელტს ფეხს დავდგავ, წინაპართ სისხლი თქრიალებს, გმირთა სულების ფრენაში, ტყე გარინდული შრიალებს.
დღისით მზე ხიშტზე თამაშობს, ქართლის ბაღების სიოზე, ლიახვის სისხლის ნაპირზე, ჩვენი დედები კიოდნენ.
კავკასიონის მკერდიდან მდინარე, გმირთა ცრემლია, ვაჟკაცის ამონაკვნესი, კაცთა სამჭედლოს გრდემლია.
გულად ვიხუტებ აფხაზეთს, შავ ზღვას რომ ფსოუ ერევა, ურჩხულთან თამაშ-თამაშში, შავბედად გზა დაეღერა.
მთაში დაკრული ჩანგის ხმა, შენს სმენას ისევ ეწვევა, კოდორს ნანინას უმღერებს ენგური, წელს მოეხვევა.
ორთავა ფრინველს ერთხელაც, დაუნდობელად დავხელავ, ცალ თავს შავ ზღვაში ჩავძირავ, მეორეს ფეხით გავთელავ.
ბრწყინვალე ივერის მთაზე მზე, საქართველოს გაათბობს, ველზე ნაქარგი ყვავლი, ქართველთა სულებს დაათრობს.
ცისკრის ზარების გუგუნი, ალილოს ექოს ჟღერაა, სიკვდილს სიცოხლე ანაცვლებს და ეს არწივთა ფრენაა!
ერთია ქართლის ცხოვრება, მას ვერ ჰყოფს მთა და ხიდები, ვერვინ დაგვამხობს მუხლებზე, ჩვენ მუდამ ფეხზე ვიდგებით.
თავისუფლებას მოვიმკით, უჟანგი გორდას კაშკაშში, ივერთა მიწა აღსდგება, ხმალი არ ჩადოთ ქარქაშში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონასავით:) მომეწონასავით:)
5. ერთია ქართლის ცხოვრება, მას ვერ ჰყოფს მთა და ხიდები, ვერვინ დაგვამხობს მუხლებზე, ჩვენ მუდამ ფეხზე ვიდგებით.
შესანიშნავია ავტორო ერთია ქართლის ცხოვრება, მას ვერ ჰყოფს მთა და ხიდები, ვერვინ დაგვამხობს მუხლებზე, ჩვენ მუდამ ფეხზე ვიდგებით.
შესანიშნავია ავტორო
4. წარმატებები... წარმატებები...
3. თავისუფლებას მოვიმკით, უჟანგი გორდას კაშკაშში, ივერთა მიწა აღსდგება, ხმალი არ ჩადოთ ქარქაშში.
წარმატებები შენც და სამშობლოსაც + + + თავისუფლებას მოვიმკით, უჟანგი გორდას კაშკაშში, ივერთა მიწა აღსდგება, ხმალი არ ჩადოთ ქარქაშში.
წარმატებები შენც და სამშობლოსაც + + +
2. დამბურძგლა... გენაცვალე სამშობლოს სიყვარულში!
''რაკი აღარ გვიძებნია სხვა განძი და ქონება, ფეხზე დამდგარ საქართველოს ჰქვია ''ქართლის ცხოვრება''. ნოდარ ჯალაღონია.
55555555555555555555555555555555555555555555 დამბურძგლა... გენაცვალე სამშობლოს სიყვარულში!
``რაკი აღარ გვიძებნია სხვა განძი და ქონება, ფეხზე დამდგარ საქართველოს ჰქვია ``ქართლის ცხოვრება``. ნოდარ ჯალაღონია.
55555555555555555555555555555555555555555555
1. ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ... ქართველო ხელი ხმალს იკარ...
და საერთაშორისო დიპლომატიას თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი. : )
ეს ხუმრობით, არ გაბრაზდე ავტორო.
ისე რატომღაც გული მიგრძნობს რომ "დავდგავ" სწორი ფორმა არ არის, ასევე რომ ჩავყვე ეხლა თავიდან ბოლომდე დაწვრილებით, არის კიდევ გრამატიკული შეცდომები, რაც ასეთ პატიოტულ ლექსს არ ეკადრება თორემ სხვას ჰო, სხვას კი. წარმატებები. ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ... ქართველო ხელი ხმალს იკარ...
და საერთაშორისო დიპლომატიას თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი. : )
ეს ხუმრობით, არ გაბრაზდე ავტორო.
ისე რატომღაც გული მიგრძნობს რომ "დავდგავ" სწორი ფორმა არ არის, ასევე რომ ჩავყვე ეხლა თავიდან ბოლომდე დაწვრილებით, არის კიდევ გრამატიკული შეცდომები, რაც ასეთ პატიოტულ ლექსს არ ეკადრება თორემ სხვას ჰო, სხვას კი. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|