ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2011


მზე ჩადიოდა ! ! !

მზე ჩადიოდა...
ჩადიოდა და სუნთქვაშეკრული მხეცივით ეპარებოდა უფსკრულში მიმალულ ღამეს...
ცოტაღა დარჩა...
ხარბად ეწაფებოდა კლდიდან გადმოვარდნილ, თავქვე დაკიდულ ჩანჩქერთა ფარდას და სხივებით იზილებოდა მოუსვენარ წყალში...
ჩადიოდა...
ზეცა მძიმე ტვირთივით აწვებოდა მზეს და ალესილ მთებისკენ მიათრევდა...
და...
აგერ ჩამოაგო კიდეც...
სულ ცოტა ხანიც და ამ უთანასწორო ბრძოლაში ცეცხლის ბურთმა თითქმის ნახევარი დაკარგა...
მზე ჩადიოდა...
მე კი მისთვის თვალის მოუწყვეტლად - ბოლო ნაფაზი დავარტყი მომაკვდავ სიგარეტს და ბიჩოკი მაგრად მივასრისე უკვე ჩახერგილ საფერფლეს...
ის კი კვლავ აგრძელებდა დაღმასვლას...
ჩადიოდა...
მთებს ამოფარებული, ეჭვიანი სატრფოსავით უთვალთვალებდა დედამიწას. მწარე ფიქრები აწვალებდა. რაღაც ცუდი წინათგრძნობა არ ასვენებდა...
ჩადიოდა...
ნელ-ნელა ძილი ერეოდა, თვალები ეხუჭებოდა...
ბოლო ამოსუნთქვა... ბოლო ჩასუნთქვა და ჩაეშვა კლდეებში. უფსკრულში მიმალულ ღამეს მაგრად ჩაეკრო და დაიძინა...
ჩავიდა...
ეტყობა მართლაც გრძნობდა...
დედამიწა სულ მალე მთვარის სხივებში აიზილა და სიამოვნებით გაეხვია ვარსკვლავებით მოქარგულ საბანში...
უღალატეს...
აი თურმე რატომ სძულს ასე ძლიერ ძილი...
აი თურმე რატომ ებრძოდა ასე თავგამოდებით ბედისწერას...
მაგრამ... მაინც ჩაეძინა და...
უღალატეს..
დიდხანს იალერსეს ასე...
მერე კი...
მერე უცებ საიდანღაც ღრუბლები შემოცვივდნენ ახალ მოწმენდილ ცაზე. ერთმანეთს გაცოფებული მხეცებივით ეცნენ და აიზილნენ ბლანტ მტვერში...
მერე გაწვიმდა...
გაწვიმდა?..
არა!
უფრო ზეცა მოსთქვამდა...
მოსთქვამდა წაწყმედილ ერთგულებას...
მე კი...
მე ისევ ისე ვიდექი სარკმელთან...
ხელში უკვე ახალი ღერი მეკავა და ხარბად ვეწაფებოდი მძიმე ბოლქვებს...
ფიქრი კი...
ერთი ფიქრი უძრავად იდგა და ადგილს ტკეპნიდა...
"არ მეძინება...
დაველოდოთ...
ისევ გათენდება...
და..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები