ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2010


დრო მიდის და ...

დრო მიდის და
დრო ფიქრობს და
დროს უნდა ვთქვათ
რაც უნდა ვთქვათ.

სიტყვები კვლავ
იწერენ ჯვარს,
ამჩნევენ ცას-
ნოტებად კვალს.

მივდივარ და
ვმღერივარ და
ფეხები გზას
უწყობენ ხმას.

ცის კიდე ჩანს,
გამოვცდი ზღვას
ვეწევი მგზავრს
ვაპირებ თქმას:

სად მიხვალ, სად
რად მისდევ გზას.
მარიდებს თვალს
არ ვიღებ ხმას.

სიტყვები თავს
იხრჩობენ და
მდუმარე აზრს-
მდუმარე ქვა.
*
დრო მიდის და
დრო ფიქრობს და
არ იღებს ხმას
რა უნდა თქვას.

დუმილი ქარს
ნელ-ნელა კლავს
ქარი კი მგზავრს
უწეწავს თმას.

მივდივარ კვლავ
მივყვები კვალს
მივყვები კვლავ
ქარსა და ქალს.

ვეწევი და
უჩუმრად ჭამს:
წამები- წამს,
თვალები- თვალს.

ვერწყმებით ცას
გზა ტკივილს კლავს,
ცრემლს ცრემლის სწამს
ასველებს ტბას.

მოვივლი ზღვას
მთასა და ბარს
კითხვები კვლავ
შიგნიდან მწვავს

სად მიხვალ სად
რად მისდევ გზას.
დუმილი კვლავ...
დუმილი კვლავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები