 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2010 |
უსურვილობამ თოკი დაკიდა, ყულფში წამეყო თავი ეგება. რა გულგრილი აქვს სახე საკიდარს, როცა ქანაობს თოკზე ფეხები... გადავაგორე ფიქრში ეს კადრი, ავისმთქმელი და წერტილდამსმელი. ჩემი ფიქრები იმ ტიტრებს ჰგავდნენ , ფილმის დასასრულს ფილმს რომ გახსენებს... თავის ადგილზე კვლავ დგას მაგიდა, და საკიდარსაც პალტო აცვია. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას... როცა აღარ მსურს, დასასრულია, უყველაფრობამ ჩამფლა ყელამდე. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი... მაგიდა, ლამფა, ისევ მაგიდა, ფიქრი ისეთი, წყალს რომ მიჰქონდეს... ”ო, რომ იცოდეთ, როგორ ნაგვიდან, იშვება ხოლმე კარგი სტრიქონი...”
16.11.10
არაპოპულარული პოპური
"ალხო-მალხო, ჩიტმა გნახოს", დადის თავბრუ ახლო-მახლოს. "აბდა-უბდა, გადასკუპდა", ჩემი ნატვრა თავს მოუკვდა. "ბუხტარ-ბუხტარ, კამერ-კუმან". ხსოვნის კართან წლები სდუმან. "ალისასა, მალისასა", ის დამწამეს, ვებრძვი რასაც... "გულო, მოდი საგულესა", თვალწასულ წლებს დრო მიკემსავს. "თეთრი ქორი აქანასა", არ გავყვები ქარს აღარსად... "არული, კუდიანს, არული", იმდენი მტერი მყავს ფარული... "ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ... 10.10.09
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. pirveli magrad momewona+555 pirveli magrad momewona+555
29. თავის ადგილზე კვლავ დგას მაგიდა, და საკიდარსაც პალტო აცვია. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
ეს განსაკუთრებით მომეწონა. თავის ადგილზე კვლავ დგას მაგიდა, და საკიდარსაც პალტო აცვია. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
ეს განსაკუთრებით მომეწონა.
28. კარგი ტიტრები იყო. ჩემთვის პირველი უფრო :) კარგი ტიტრები იყო. ჩემთვის პირველი უფრო :)
27. "ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
უმაგრესია ფინალი:))) "ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
უმაგრესია ფინალი:)))
26. რა კარგად წერთ:) რა კარგად წერთ:)
25. უმშვენიერესი და საინტერესო ლექსები! 555555555555555555 უმშვენიერესი და საინტერესო ლექსები! 555555555555555555
23. "ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
მესამე ლექსია ამ თემაზე და ამ სიტყვებით, - ნუკრი ბერეთელის, გიო გაბაიძის და თანანსი... სამივეს ბრავო!
:))) "ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
მესამე ლექსია ამ თემაზე და ამ სიტყვებით, - ნუკრი ბერეთელის, გიო გაბაიძის და თანანსი... სამივეს ბრავო!
:)))
22. რა გულგრილი აქვს სახე საკიდარს, როცა ქანაობს თოკზე ფეხები... 555555555 რა გულგრილი აქვს სახე საკიდარს, როცა ქანაობს თოკზე ფეხები... 555555555
21. კარგია ძალიან. კარგია ძალიან.
19. თქვენ ვერა ვინც ასრულებს ოცნებებს ის :) თქვენ ვერა ვინც ასრულებს ოცნებებს ის :)
18. 17. ყულფში წამეყო თავი ეგება. 5555555 უეჭველია! ფრიდა კალო. 2010-11-19 17:06:00
მაგ ოცნებას ნამდვილად ვერ აგისრულებ... 17. ყულფში წამეყო თავი ეგება. 5555555 უეჭველია! ფრიდა კალო. 2010-11-19 17:06:00
მაგ ოცნებას ნამდვილად ვერ აგისრულებ...
17. ყულფში წამეყო თავი ეგება. 5555555 უეჭველია! ყულფში წამეყო თავი ეგება. 5555555 უეჭველია!
16. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
ეს ძალიან კარგია :)
აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
ეს ძალიან კარგია :)
15. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
ძალიან საინტერესო და ლამაზია... 555 აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
ძალიან საინტერესო და ლამაზია... 555
14. ძალიან მომეწონა ორივე. 5! ძალიან მომეწონა ორივე. 5!
13. ვერ გამოვარჩევ,გამათბო ლექსებმა. 5 ვერ გამოვარჩევ,გამათბო ლექსებმა. 5
12. მოკითხვებით მინდა შემოგეხმიანო! ლექსები კი მომეწონა უთუმცაოდ! 5555 მოკითხვებით მინდა შემოგეხმიანო! ლექსები კი მომეწონა უთუმცაოდ! 5555
11. "...უყველაფრობამ ჩამფლა ყელამდე. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი..."
კარგი ლექსი – ემოციური და სათქმელით გაჯერებული! "...უყველაფრობამ ჩამფლა ყელამდე. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი..."
კარგი ლექსი – ემოციური და სათქმელით გაჯერებული!
9. აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას... როცა აღარ მსურს, დასასრულია, უყველაფრობამ ჩამფლა ყელამდე. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი... 555! და პოპური შელოცვას გავს :) აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას... როცა აღარ მსურს, დასასრულია, უყველაფრობამ ჩამფლა ყელამდე. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი... 555! და პოპური შელოცვას გავს :)
8. "აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას..."
ძალიან მომეწონა პირველი, მესანტერესოვა - მეორე. მოკითხვა პატივისცემით და სითბოთი ჩემგან!..
"აკეთებ იმას, რაც სულ არ გინდა, ყოფა ჰგავს ყოფნის პროვოკაციას..."
ძალიან მომეწონა პირველი, მესანტერესოვა - მეორე. მოკითხვა პატივისცემით და სითბოთი ჩემგან!..
7. "არული, კუდიანს, არული", იმდენი მტერი მყავს ფარული...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
უფ, რა კარგი იყო! მეც არაპოპულარული პოპური უფრო მომეწონა 55555 "არული, კუდიანს, არული", იმდენი მტერი მყავს ფარული...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
უფ, რა კარგი იყო! მეც არაპოპულარული პოპური უფრო მომეწონა 55555
6. სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი... Zalian liriuli striqonebia...:) "arapopularuli pouri" magaria:) სურვილები კი სუფთა სულს ღვრიან და დაუწერელ ლექსს წუხს მელანი... Zalian liriuli striqonebia...:) "arapopularuli pouri" magaria:)
5. კარგია... წარმატებები ... კარგია... წარმატებები ...
3. ჩემ დღიურში მიმაქვს :) ჩემ დღიურში მიმაქვს :)
2. "არაპოპულარული პოპური" უზომოდ მომეწონა!!!!!!!! :) თანანა, ძალიან კარგი ხარ! :)
+7777
"არაპოპულარული პოპური" უზომოდ მომეწონა!!!!!!!! :) თანანა, ძალიან კარგი ხარ! :)
+7777
1. არაპოპულარული პოპური
"ალხო-მალხო, ჩიტმა გნახოს", დადის თავბრუ ახლო-მახლოს. "აბდა-უბდა, გადასკუპდა", ჩემი ნატვრა თავს მოუკვდა. "ბუხტარ-ბუხტარ, კამერ-კუმან". ხსოვნის კართან წლები სდუმან. "ალისასა, მალისასა", ის დამწამეს, ვებრძვი რასაც... "გულო, მოდი საგულესა", თვალწასულ წლებს დრო მიკემსავს. "თეთრი ქორი აქანასა", არ გავყვები ქარს აღარსად... "არული, კუდიანს, არული", იმდენი მტერი მყავს ფარული...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
საკაიფოა. :))))))))))))))))))))))))))))))))))))))) არაპოპულარული პოპური
"ალხო-მალხო, ჩიტმა გნახოს", დადის თავბრუ ახლო-მახლოს. "აბდა-უბდა, გადასკუპდა", ჩემი ნატვრა თავს მოუკვდა. "ბუხტარ-ბუხტარ, კამერ-კუმან". ხსოვნის კართან წლები სდუმან. "ალისასა, მალისასა", ის დამწამეს, ვებრძვი რასაც... "გულო, მოდი საგულესა", თვალწასულ წლებს დრო მიკემსავს. "თეთრი ქორი აქანასა", არ გავყვები ქარს აღარსად... "არული, კუდიანს, არული", იმდენი მტერი მყავს ფარული...
"ალიხე, მალიხე, სალიხე" ლოცვები სასთუმალს დამისხდნენ...
საკაიფოა. :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|