წარმართ მშობლების წიაღში იშვა, მამა ქურუმად იყო ცნობილი, დედა ადრევე გარდაიცვალა, ოჯახი იყო ღმერთდაგმობილი.
მალე მარინე წამოიზარდა სულხორცეულად ლამაზი, ზრდილი, ჯერ მის სიწმინდეს, სიმშვენიერეს არ დაჰფენოდა ბოროტის ჩრდილი.
თორმეტი წლისამ შეიცნო ქრისტე, გულით ეწადა ნათლობა წმინდა, მაგრამ სოფელში არ იყო მღვდელი, სისხლის დათხევა გადაეწყვიტა.
ქურუმმა მამამ უარყო შვილი და შეიძულა სიწმინდე მისი, მაგრამ მარინემ უფალს მიანდო უბიწოება სულისა თვისი.
ოლიმბრიოსმა, გულქვა ეპარქმა, ქრისტიანებს რომ დევნიდა ყველგან, მინდორში თვალი მოჰკრა მარინეს, თხუთმეტი წლისას, გამოსულს ცხვრებთან.
აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქს ბინძური გული აუვსო ვნებამ, ცოლობა სთხოვა, პასუხიც სთხოვა, სურდა გაეგო ქალწულის ნება.
წმინდა მარინემ არ დაუმალა, მორწმუნე იყო და ქრისტეს სძალი, ოლიმბრიოსმა ბრძანება გასცა, წამოეყვანათ უბიწო ძალით.
უღვთო სამსჯავროს ბევრი უცქერდა, მარინე მტკიცედ იცავდა რწმენას. არ ეშინოდა და მხნედ სჯეროდა რომ ის შეძლებდა ტკივილთ დათმენას.
კერპებს არაფრით არ სცა თაყვანი, არ შეიცვალა ქალწულმა ნება, ეპარქს შესძულდა და განრისხებით მისი უბიწო სხეული გვემა.
ხორცებს ჯიჯგნიდნენ ხეზე მიმსჭვალულს, უფლის შეწევნით არ გრძნობდა ტკივილს, მოწამის გამო ირგვლივ მყოფ ხალხში გაიგონებდით უჩუმარ ტირილს.
მარინეს ლოცვა აღწევდა ზეცას, ხორცი მიწაზე ცვიოდა ირგვლივ, ვინც კი იწამა იესო ქრისტე წმინდანის თავზე ხედავდა გვირგვინს.
დაწყლულებული ჩასვეს დილეგში, ყველა იარა გამთელდა უცებ. ეხარა ქალწულს უფლის მტრედისგან რომ ძლიერ ტანჯვას კიდევ გაუძლებს.
უკანასკნელი ღვაწლის დღეც დადგა, განკურნებული მარინე გვემეს, სანთლებით მთელი სხეული დასწვეს, ვერ იკავებდა მნახველი ცრემლებს.
მარტვილმა უფალს ნათლობა სთხოვა, ლოცვად აღაპყრო წმინდა თვალები, ეპარქმა წყალში დახრჩობა სცადა ხელფეხშეკრულის, განაწამების.
უცებ მიწისძვრა მოხდა ძლიერი, მიწას დაემხო ყველა მტანჯველი, წმინდანს ნუგეში ზეციდანა სცა იესომ მჯდომმა მამის მარჯვენით.
მრავალმა მაშინ იწამა ქრისტე, მათი წამებაც ახშობდა სუნთქვას, ქალწულ მარინეს წარკვეთეს თავი და წმინდა სული შეჰვედრა უფალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მართლა ლამაზი და კარგია, არა უბრალო.555 მართლა ლამაზი და კარგია, არა უბრალო.555
28. წარმატებები ავტორს. წარმატებები ავტორს.
27. არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარია, წარმატებებს გისურვებ! :) არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარია, წარმატებებს გისურვებ! :)
26. ო, ლექსად თქმულიც სულისშემძვრელია. ო, ლექსად თქმულიც სულისშემძვრელია.
25. წმინდა მარინე გფარავდეთ. წმინდა მარინე გფარავდეთ.
24. მაკაააააა..... ვზივარ და ტანში ჯრუანტელი მივლის... მადლობა ამ ემოციისთვის... მაკაააააა..... ვზივარ და ტანში ჯრუანტელი მივლის... მადლობა ამ ემოციისთვის...
23. თითოეული სიტყვისთვის უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო :) თითოეული სიტყვისთვის უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო :)
22. ლექსი მომეწონა ძალიან, თემატიკაც ძალიან კარგია :) ლექსი მომეწონა ძალიან, თემატიკაც ძალიან კარგია :)
21. შეგეწიოთ ამ წმინდანის მფარველობა! შეგეწიოთ ამ წმინდანის მფარველობა!
20. წმინდანის ცხოვრება ლექსად... 5 წმინდანის ცხოვრება ლექსად... 5
19. +555 გფარავდეს!!! მომეწონა ლექსი:) +555 გფარავდეს!!! მომეწონა ლექსი:)
15. არ შეიძლება, ჟრჟოლა არ მოგგვაროს!ძალიან კარგი ხარ მაკა, გაიხარე! არ შეიძლება, ჟრჟოლა არ მოგგვაროს!ძალიან კარგი ხარ მაკა, გაიხარე!
14. შეგეწიოს ჭმინდა მარინეს მადლი. ლექსი ინფორმაციით +5 შეგეწიოს ჭმინდა მარინეს მადლი. ლექსი ინფორმაციით +5
13. 5
გფარავდეს უფალი. 5
გფარავდეს უფალი.
12. მრავალმა მაშინ იწამა ქრისტე, მათი წამებაც ახშობდა სუნთქვას, ქალწულ მარინეს წარკვეთეს თავი და წმინდა სული შეჰვედრა უფალს.
ძალიან კარგია წარმატებები ავტორს... მრავალმა მაშინ იწამა ქრისტე, მათი წამებაც ახშობდა სუნთქვას, ქალწულ მარინეს წარკვეთეს თავი და წმინდა სული შეჰვედრა უფალს.
ძალიან კარგია წარმატებები ავტორს...
11. უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემი ძალიან უბრალო ლექსი რომ მოგეწონათ :) უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემი ძალიან უბრალო ლექსი რომ მოგეწონათ :)
10. ძალიან მომეწონა, გაიხარე! შეგვეწიოს წმინდა მარინეს ლოცვა! +5!!! ძალიან მომეწონა, გაიხარე! შეგვეწიოს წმინდა მარინეს ლოცვა! +5!!!
9. ყოჩაღ მაკა:) ყოჩაღ მაკა:)
8. ლექსსის სიკარგეს რომ თვი დავანებოთ, დიდი ინფორმაცია მივიღე ახლა მე და ბარბის ვეთნხმები!!!
მოკრძალებული მოწონება... ლექსსის სიკარგეს რომ თვი დავანებოთ, დიდი ინფორმაცია მივიღე ახლა მე და ბარბის ვეთნხმები!!!
მოკრძალებული მოწონება...
7. გამაჟრიალა, ძალიან მძიმეა და ამავე დროს დიდი ნუგეშის და შვების მომტანი! ჩვენთან არს უფალი! გამაჟრიალა, ძალიან მძიმეა და ამავე დროს დიდი ნუგეშის და შვების მომტანი! ჩვენთან არს უფალი!
6. დიდი მადლობა, ჩემო ძალიან კარგებო, სითბოსთვის და სიყვარულისთვის :) მეც ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ :)
წმინდა მარინე ჩემი მფარველი ანგელოზია :) დიდი მადლობა, ჩემო ძალიან კარგებო, სითბოსთვის და სიყვარულისთვის :) მეც ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ :)
წმინდა მარინე ჩემი მფარველი ანგელოზია :)
5. ვაიმე მაკა როგორ გამახარე ამ ლექსით, ჩემი მფარველი წმინდანია, თან რა ზუსტად გაქვს მისი ცხოვრება აღწერილი... ყოჩაღ რა, მაგარი ხარ.... ვაიმე მაკა როგორ გამახარე ამ ლექსით, ჩემი მფარველი წმინდანია, თან რა ზუსტად გაქვს მისი ცხოვრება აღწერილი... ყოჩაღ რა, მაგარი ხარ....
4. შეგეწიოს წმიდა მარინესა და ყველა წმიდანის მადლი! ძალიან დიდი მადლის მატარებელი ხარ. მიყვარხარ! +555 შეგეწიოს წმიდა მარინესა და ყველა წმიდანის მადლი! ძალიან დიდი მადლის მატარებელი ხარ. მიყვარხარ! +555
3. mSvenivrad Sesrulebuli leqsia. gaixare:) mSvenivrad Sesrulebuli leqsia. gaixare:)
2. შენც გაგახაროს ღმერთმა, ლელა და შეგეწიოს წმინდა მარინე :) შენც გაგახაროს ღმერთმა, ლელა და შეგეწიოს წმინდა მარინე :)
1. მაკა, რა კარგად გადმოეცი ლექსად წმინდა მარინეს ცხოვრება! საგარეჯოს რაიონის სოფელ მარიამჯვარშია წმ.მარინეს სახელობის პატარა ბაზილიკა, ისეთი მოკრძალებულია, როგორც წმ.მარინე, ძალიან მიყვარს და ამ ლექსმა გული გამითბო. გაიხარე:) მაკა, რა კარგად გადმოეცი ლექსად წმინდა მარინეს ცხოვრება! საგარეჯოს რაიონის სოფელ მარიამჯვარშია წმ.მარინეს სახელობის პატარა ბაზილიკა, ისეთი მოკრძალებულია, როგორც წმ.მარინე, ძალიან მიყვარს და ამ ლექსმა გული გამითბო. გაიხარე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|