ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


მკვდარი ცოდვა

მე მინდა ღამით მარტო დავრჩე ამ საფლავებთან,
ამ ღამით მინდა საუბარი ჩემნაირ მკვდრებთან,
მინდა ცოტახნით შავ მიწაში დავმალო სული,
თეთრი ვარდები დავიყარო გაყიდულ მკერდთან.
მინდა საჯიჯგნად გადავუგდო სხეული ძაღლებს,
გავესაუბრო ჩემივე მსგავს ცოდვიან სულებს,
მერე ფურცლებზე გადმოვწერო სინდისის ქენჯნა,
აღსარება ვთქვა
ნაიარევი არ დამიწყლულდეს.
გადავაბრალო მინდა ვინმეს ჩემი სიტყვები...
სიცხიანივით ათრთოლებულს მერევა ბოდვა,
მინდა,რომ ახლა,ამ საფლავთან დავიდო ბინა
და სული მოვკლა,ისე როგორც მკვდარია ცოდვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები