,,თვალის ჩინივით გავუფრთხილ- დებიო” - ასე ვიტყვით ხოლმე იმაზე, ვინც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია ჩვენთვის და ალბათ ბოლომდე არც კი გვესმის რას ნიშნავს თვალის ჩინივით გაფრთხილება. უეცრად დაღამდა და საოცარი მდუმარება ჩამოვარდა, უკუნი სიბნელე გამეფდა. ყველა და ყველაფერი გაირინდა, გაქვავდა, თითქოს ცხოვრება გაჩერდა, ბნელში მხოლოდ შავ, ძალიან შავ Fფერებს ვხედავდი, უფორმო სხეულებს, პირველი რაც ვიგრძენი იყო შიში, ეს შიშიც კი უცხო იყო, ყველა შიშიშისგან განსხვავებული. . .ალბათ დაღამდა, - გავიფიქრე და ხელის ცეცებით ფანჯრის კარი მოვნახე, გამოვაღე და მაღლა ავიხედე, იქ ცის კიდეზე მინდოდა ვარსკვლავები დამენახა. თვალებში მთვარის შუქი მეგრძნო, მაგრამ ვერაფერი დავინახე, ამან უფრო ამაფორიაქა. საოცარ მყუდროებაში რაღაც ხმა გაისმა, აი ისეთი ბავშვობაში, ნახატ ფილმებში, ჯადოსნური ჯოხის მოქნევისას რომ მსმენია ხოლმე, ვიგრძენი, აშკარად ვიგრძენი, რომ ჩემს წინ რაღაცამ საოცარი სისწრაფით ჩაიქროლა, ალბათ ვარსკვლავი მოწყდა,- გავიფიქრე და უმალ სურვილი ჩავიფიქრე, სურვილი კი არა ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი ოცნება, ოცნება რომელსაც ყოველი ამოსუნთქვისას გულში ჩუმად ვიმეორებდი . . . გულდაწყვეტილმა იმითი, რომ ვერაფერი დავინახე ფანჯრის კარები დავხურე და საწოლზე გარინდული წამოვწექი, ფიქრები თანდათან მშორდება, ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი რაღაც უფრო ბნელს და უფრო და უფრო ვშორდებოდი ყოველგარ ამქვეყნიურს . . . მოულოდნელად ცისარტყელა დავინახე, შვიდივე ფერი, ღმერთო, რა ლამაზი იყო, რა საოცარი, რა ბედნიერი ვიყავი, მაგრამ. . . მალე ყველაფერი ისევ გაშავდა, შეშინებული წამოვვარდი, თურმე ჩამძინებოდა და ცისარტყელაც ჩემი ლამაზი სიზმარი იყო, ჩემი მიუწვდენელი, აუხდენელი ოცნების სიმბოლო. . . წამოვდექი, საოცრად მომინდა სახეზე ჰაერი მეგრძნო, გარეთ გავედი, სიო ალერსით მეთამაშებოდა, თმებს აქეთ-იქით არხევდა, გაზაფხულის ნაზმა სიომ და სითბოს სურნელმა ხალისი შემმატა, მშვენიერი ჰანგევით ჩამესმოდა ყურში ჩიტების ჭიკჭიკი, თავს ციბრუტივით ვატრიალებდი, მიდოდა ერთ-ერთი მათგანი დამეკავა, მოვფერებოდი, ნაზ ბუმბუზე შევხებოდი, ან კიდე დამენახა მაინც, ერთი წამით მაინც შემევლო თვალი, გაზაფხულის ამ მშვენიერი მახარობლებისთვის. ეეხ, მწარედ ამოვიოპხრე და გზა გავაგრძელე, ისევ მათი ჭიკჭიკი მიკვალავდა გზას. მოულოდნელად ფეხებთან რაღაც ვიგრძენი, შევკრთი, ცოტა შემეშინდა, მაგრამ ყმული გავიგონე და დავმშვიდდი, ნელა ჩავიმუხლე, ხელებით ვსინჯავდი და უცებ ხელის გულზე სისველე ვიგრძენი, შემდეგ თბილი ბეწვი, პაწია ცხვირი, ცემი ფინიალ იყო, ხელს მილოკავდა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, ფეხებს შორის გარბოდა და გამორბოდა, სახეზეც მახტებოდა, მეთამაშებოდა, ვგრძნობდი მასაც ისევე ძელიან სურდა ჩემთვის რაღაცის თქმა, როგორც მე მისი დანახვა, უთქმელი დარჩა მისი განცდები და ჩემთვის ამოუცნობი - მისი სახე. მხოლობ ერთს ვხვდებოდი, ჩემი ესმოდა და როგორღაც მითანაგრძნობდა კიდეც . . . ნაცნობი ხმა შემომესმა, ძალიან თბილი, ახლო და ჩემი იყო ეს ხმა, მომესალმა, ნაზად მაკოცა ლოყაზე, ხელი ალერსით მომითათუნა და მივხვდი რომ გამიღიმა, შემდეგ ხელი ჩამჭიდა, საოცარი სითბო ვიგრძენი, ვგრძნობდი რომ მიყვარდა, მასაც ვუყვარდი . . . რა საოცრად მინდოდა მაშინ სინათლე ვერ აღვწერ, ტკივილის ზღვარზე გაიარა ამ საოცარმა მონდომებამ, თვალები ფართოდ გავახილე, მინდოდა მისი სახე, მისი ღიმილი დამენახა, მისთვის თვალებში ჩამეხედა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ძალიან ლამაზი იყო, ჩემში მისი ხატი შევქმენი, ლამაზად გამოვძერწე და წარმოვიდგინე რომ ვხედავდი, ვხედავდი იმ უხილავ ძაფებსაც, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. . . სანამ მე მის სახეს ვხატავდი ჩემი ცნობიერების კედლებზე, ის რაღაცას მეტიტინებოდა, დაუსრულებლად მელაპარაკებოდა, მშვენიერი ჰანგებივით ჩამესმოდა ყურში მისი ხმა, ხატვას მოვრჩი, ისიც დამემშვიდობა და წავიდა, ნელ-ნელა მშორდებოდა, ჯერ ფეხის ხმა მესმოდა შემდეგ ნელ-ნელა ისიც მიწყდა. ახლა მესმოდა, რაღაც ფეთქავდა, ჩემი გული იყო ეს? – არა, ეს ხმა უფრო მაღლიდან მოდიოდა, ახლა სურნელიც ვიგრძენი და მივხვდი, ჩემს მაღლა კვირტები იბერებოდა და სკდებოდა, მათი ფეთქვა ჩემს გულისცემას მიჰყვებოდა, ნეტავ რა ნაყოფს მოისხამდა? სულის სიმწრით მინდოდა გამეგო, მაგრამ არ შემოძლო დამენახა რისი ხე იდგა ჩემს წინ ან უკან. ნაღვლიანი გავუყევი გზას, ხალხი მიახლოვდებოდა და მშორდებოდა, შორიდან მივლიდა, თითოეულ მათგანს ვგრძნობდი, მათი ფიქრები მესმოდა, მესმოდა მათი გულისცემაც, ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის იმის აღქმა, რომ ყველას ვებრალებოდი, ვგრძნობდი მათ დაჟინებულ მზერას, საკუთარი უსუსურობის განცდა ბოლოს მიღებდა, მინდოდა მეყვირა, ხმამაღლა მეყვირა, რომ მე მათ ვხედავდი, იმაზე უკეთ ვხედავდი, ვიდრე მათ შეეძლოთ ჩემი დანახვა, ისინი ჩემში ერთ უსუნათლო გოგოს ხადავდნენ, უშნოს ან ლამაზს, მე კი მათში ადამიანს ვხედავდი, გრძნობებისა და განცდების უშველებელ ნაბადს, სიკეთესაც ვხედავდი და ბოროტებასაც, სიყვარულსაც ვხედავდი. . . ყველაფერი შავი ფერის იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა, ხომ ვხედავი! ჩემს ცნობიერებაში ყველაფერს თავის ფერს ვაძლევდი, ვალამაზებდი. მწრე ფიქრებში გართულიმა სახეზე სისველე ვიგრძენი, ეს ცრემლი იყო თუ ცის ნამი? ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა ჩემი გული ტიროდა თუ ზეცა, ნამიც ხომ ცის ცრემლია. მდუმარებას გავყევი და ყველასგან მოშორებით მიწაზე დავჯექი, საოცარი სურნელი იდგა, მივხვდი მინდორში ვიყავი, ხელი მიწას შევახე, ხავერდი ვიგრძენი, ყვავილები რაღაცას მეჩურჩულებოდნენ, თითქოს დამალობანას მეთამაშებოდნენ. დამალობანა! რა ნაცნობი სიტყვაა, მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, დამალობანას ვეთამაშებოდი მთელ სამყაყოს, მაგრამ რატომღაც, უსამართლოდ და უღმერთოდ ყოველთვის მე ვიხუჭებოდი, დავდიოდი ვეძებდი, ვცდილობდი, მაგრამ ყველა და ყველაფერი ისე მონდომებით მემალებოდა, რომ ვერ ვპოულობდი და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ბევრი ვიხეტიალე უგზო-უკვლოდ, უმისამართოდ, ვერ ვხედავდი სად მივდიოდი, არ ვიცოდი რას ვეძებდი, უბრალოდ დავდიოდი. . . . . . სინათლის სხივი გამოჩნდა, თვალებს შიგნით შემოაღწია, განათდა, იისფერი გახდა ყველაფერი, ყვითელი, წითელი . . . პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ახდა ჩემი ღამეული სიზმრი, მოწყვეტილმა ვარსკვლავმა ამისრულა ნანატრი ოცნება, მიჭირდა დაჯერება, მაგრამ ეს რეალობა იყო. თვალები გავახილოე, მზის სხივს უკვე ჩემს ფანჯრებში შემოეღწია, გიჟივით წამოვვარდი. ფანჯარასთან მივედი, არასოდეს ცხოვრებაში ასე არ გამხარებია ნაცრისფერი ქალაქის ხედის, ბოლით სავესე ქუჩებისა და მანქანათა უზარმაზარი კოლონის დანხვა, გაუმაძღარი თვალებით გავცქეროდი, ყველაფერს დაჟინებით ვაკვირდებოდი და მაინც ვერ ვძღებოდი ყოველივეს ხილვით. კარის ხმა მომესმა და უკან მოვიხედე, მომღიმარე სახე დავინახე, მოვიდა, მაკოცა, ხელი ალერსით მომითათუნა ლოყაზე, გამიღიმა და ,,დილამშვიდობისაო”- მითხრა, თვალები მაგრად დავხუჭე, კარგად მოვიჟღლიმე, შემდეგ ისევ გავახილე და კარგად დავაკვირდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს წინ ის ხატი იდგა, რომელსაც ჩემში იმდენ ხანს ვხატავდი, ვხედავდი და ვგრძნობდი რა ბედნიერი ვიყავი, რა თამამი, გაბედული და ამაყი. დიდ ხანს ველაპარაკე, მოვუყევი, რომ დამესიზმრა თითქოს ბრმა ვიყავი, შემდეგ ეზოში ჩავირბინე, პატარა ფინია ყმუილით შემეგება, ხელში ავიყვანე, რა დიდრონი თვალები ქონდა, რა კოხტა ცხვირი და თეთრი, ძალიან თეთრი, ფაფუკი ბეწვი, სახლის უკან ბაღში გავედი, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ვხედავდი და გული სიხარულით მევსობოდა, იქვე იდგა უზარმაზარი, ულამაზესი ბროწეულის ხე, აფეთქებული ყვავილები არნახულად ლამაზ თაიგულს კრავდნენ, მაშინ პირველად ვიგრძენი მშვენიერების ფასი . . . ღმერთს ხმამაღლა შევწირე მადლობა, იმისთვის რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ერთი ღამის საშინელი კოშმარი. რომელიც ჩემთვის დასრულდა, მაგრამ იმათ რა ქნან ვინც მართლა უსინათლოა. ცხდივით განვიცადე და უკვე ვიცი, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ არ მინდა მეცოდებოდნენ, ყველაზე საშინნელი ხომ ისაა, გრძნობდე ვიღაცის მხრიდან სიბრალულს. ერთი კია უსინათლოებს მათი ლამაზი სამყარო აქვთ, საკუთარი ფერები, მელოდიები, ბგერები და ერთადერთი ოცნება- დაიბრუნონ თვალის ჩინი. ჩვენ ადამიანები, უბედნიერესები უნდა ვიყოთ, რომ სამყაროს ამ უკიდეგანო მშვენიერების დანახვა შეგვიძლია, არასოდეს არაფერზე არ უნდა დავიწუწუნოთ და ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმისთვის რომ ვცოცხლობთ, ვხედეავთ, გვესმის, ვგრძნობთ, განვიცდით, ბევრი ისეთი რამ გვაქვს(გვყავს) ადამიანებს, რისი ფასიც არ ვიცით, ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ერთმანეთის დაფასება არ შეგვიძლია, ვერ ვაცნობიერებთ თუ რამდენად ბევრს ნიშნავს გერქვას ადამიანი. მოდით თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ცხოვრება, ჩვენ არც ერთს არ გვიფრთხილდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ფანჯრის კარები?
ვერ მოვიწონე-მომიტევეთ.. ფანჯრის კარები?
ვერ მოვიწონე-მომიტევეთ..
1. მოდით თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ცხოვრება, ჩვენ არც ერთს არ გვიფრთხილდება...
მართალი ხარ ავტორო, 100 პროცენტით გეთანხმები! 5
პ.ს. ისე კი პოეზია მირჩევნია პროზას. ''პოეზია-უპირველეს ყოვლისა!'' :)))))))))))))))))))))))))))))))) მოდით თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ცხოვრება, ჩვენ არც ერთს არ გვიფრთხილდება...
მართალი ხარ ავტორო, 100 პროცენტით გეთანხმები! 5
პ.ს. ისე კი პოეზია მირჩევნია პროზას. ``პოეზია-უპირველეს ყოვლისა!`` :))))))))))))))))))))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|