| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2010 |
-მგონი დღიური მჭირდება?! აი,განრიგს რომ ადგენენ ისეთი..საქმიანი რაა!დავწერდი კონკრეტულ თარიღებსა და ზუსტ საათებს..მაგ:სამშაბათი,29 ნოემბერი,09.00-შეხვედრა ბატონ.კ-სთან ფინანსური საკითხების თაობაზე.09.00-ს მოყვებოდა 12.00,მერე 14.00 და ასე სახლიდან გაგდებულივით მთელი დღე,ხან ერთს მოველაპარაკებოდი,ხან-მეორეს. რა თქმა უნდა, ჩემს დღიურშიც გამოიძებნებოდა თავისუფალი დრო,ოღონდ დაგეგმილი.აბა ხომ უნდა მოვასწრო ყველა მეგობრის ნახვა,კინო,თეატრი.არა,კინო მეტისმეტია,უნდა შევკვეცო,თორემ ძილი არ მეყოფა!!და ერთ დღესაც მივხვდებოდი,რომ თავისუფალი დროც მოვალეობასავით მხუთავს,მეგობრებსაც დაღლიდა ჩემი სამუშაო განრიგები და მთელს თავისუფალ დროს ძილად ვაქცევდი.ძილი,სამუშაო,ძილი.სამუშაო..სადღავ გაქრებოდა მოულოდნელობის მოლოდინი!ხელს დამიქნევდნენ ტომი და ბეტი.განაწყენებული პეპი კი საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაში მწვდებოდა და მაგრად შემაჯანჯღარებდა-ეი,ეს რა ჯანდაბაა,სადაა შენი ნაწნავებიო!ბიურგერული გამომეტყველებით შევზიზღდებოდი ჰესეს და ნახევრის ნახევრულადაც კი აღარ შემომხედავდა წასვლის წინ!ჩხაკ!და კადრად გამოჩნდებოდა გაუცხოებული ასტეროიდი,განწირული ციმციმით ამატკივებდა თავს და ძილში ხელს შემიშლიდა პატარა პრინცის ღამეული საუბრები:უფროსებს არაფერი ესმითო!!!! Oოხ,ღმერთო რას გადამეკიდა ამ თავისი უაზრო ნაჯღაპნებით:მახრჩობელა გველიაო თავს იკლავს და ამ დროს რაღაც ბლაგვი საგანი ძლივს მოუხაზავს ამ ღლაპს!!!შეხედეთ ერთი,ფეხებს რომ აბაკუნებს,დამიხატე ბატკანიო.. ბაკ,ბუკ,ბაკ,ბუკ.. რა მძიმედ დაეშვა პედრინიო ჩექმებიანი კატის ნაჩუქარი ჩექმებით!-სუფთა ლურჯწვერა ხარ რა !-დაათრევს ფეხებს და თავს გამწარებული აქეთ-იქეთ იქნევს.აჰა,ლურჯწვერაც გავხდი!როგორ შემაჩვიეს ენა ამ ბავშვებმა და თან რა უცნაური ლანძღვა იციან,პირდაპირ გადაირევი კაცი !!! ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ!!-იძახიან ისრები და ჩემი დღიურის მიხედვით ახლა ხომ ძილის დროა! მოიცა,მოიცა ბიჭუნას აქ რა უნდა,ჩემს საწოლთან?!ან კიდევ ტომს და ანიკას?!თქვენ არ წახვედით?-მთქნარებ-მთქნარებით ძლივსღა ვიღებ ხმას და თვალებს სასაცილოდ ვაჭყიტავ.ოჰო,წიგნები,წიგნები,ჩემი საყვარელი ნაწერები,მთელი ოთახი ისევ სავსეა და ჰესეც ღიმილით მილოცავს კოშმარული ფიქრებიდან დაბრუნებას.პეპის ნაწნავში ვწვდები და გემრიელად დავკრავ მხარზე ხელს:-ეი,შენ გეგონა ასე იოლად დაიძვრენდი თავს ჩემგან-თქო?!არასოდეს!არასოდეს მექნება იდიოტური დღიური ძალით თავისუფალი დროით სავე! Oოხ,პიტერ შენც აქ ხარ?!ეს რა კოშმარი იყო,ფუი ეშმაკს,მოდი ერთი ჩვენებურად გადავაფურთხოთ,პენ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
19 ნოემბერი, 2010
ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
19 ნოემბერი, 2010
5. mixaria tuki bevri ram gagaxsenet gagagimet da cota mainc dagafikret :) mixaria tuki bevri ram gagaxsenet gagagimet da cota mainc dagafikret :)
4. რაღაცნაირი იყო, თბილი :) ბევრი რამ გამახსენა, თავისთავად და კარგად ვარ :) რაღაცნაირი იყო, თბილი :) ბევრი რამ გამახსენა, თავისთავად და კარგად ვარ :)
3. -ტოოოოომ!- პასუხი არის!!
თუ არ ვცდები კიდევ მეორდება ტოოომ:) კითხვისას მეღიამებოდა:) კარგია ალბათ :) -ტოოოოომ!- პასუხი არის!!
თუ არ ვცდები კიდევ მეორდება ტოოომ:) კითხვისას მეღიამებოდა:) კარგია ალბათ :)
1. მომეწონა!:) მომეწონა!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|