მტერი ჰყავს პოეტს საკმაოდ ბევრი, მოყვარე კიდევ იმ მტერზე მეტი, ხანდახან, როგორც ბულბული, მღერის, ხან კი იფეთქებს, ვითარცა დენთი!
ისიც კაცია! ძე ხორციელი, ძალუძს ამ ქვეყნად ტანჯვა, ოცნება, ხან მდიდარია, ხან ცარიელი, აწეწილი აქვს მუდამ ცხოვრება!
ისიც სხვასავით თესლსა ჰყრის ხნულში, სხვას როცა სძინავს, მას ეღვიძება, თუ გსურთ პოეტი რომ დაჭრათ გულში, უნდა მოუსპოთ ახლის ძიება!
თუ ამას შეძლებთ, ჩაქრება კერა, გულს განუგმირავს უჩინო ტყვია, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეძლებთ! ვერა! ის ლექსებს წერს და პოეტი ჰქვია!
მტერი ჰყავს პოეტს საკმაოდ ბევრი, მაგრამ, რა გინდათ, ის არას ნაღვლობს, არვის ეგონოს, ვინმეს ის შტერი, მტერს არად აგდებს, მასთანაც მოყვრობს!
თუ გინდ გაძარცვეთ, მოუკალთ შვილი, ისიც კაცია, რა ქნას, იტირებს, მოუშუშდება, დრო გავა, წყლული ლექსს დაწერს, როგორც პირმშოს იშვილებს!
[ბონდო ჯიაძე]
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ბონდო იყო ცაგერიდან, სოფელი აღვი. ბონდო იყო ცაგერიდან, სოფელი აღვი.
2. სადაური ჯიაძე ხარ შენ? სადაური ჯიაძე ხარ შენ?
1. ბონდიკ , ჩემი ალალი გულით და მარტალი სიტყვით გეტყვი ძმა, არ მომეწონა ეს ლექსი ბონდიკ , ჩემი ალალი გულით და მარტალი სიტყვით გეტყვი ძმა, არ მომეწონა ეს ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|