ძილბურანში ვიყავი,ხელების ფათურით ვეძებდი მას.. მივხვდი,რომ წავიდა.. ლამაზი დილა იყო.. ფარდაზე ამოქარგული ყვავილებიდან შემოდიოდა მზის შუქი.. ავდექი,აბაზანაში შევედი,დავინახე,რომ სარკეზე ფურცლის ნაგლეჯი იყო მიწეპებული,ზედ ეწერა: უაზროდ ნუ ოცნებობ,რეალობა ასეთია.. ჩამოფრინდი,მიწაზე დადექი ანგელოზო.. მართალია თავიდან ვერაფერს მივხვდი .. უფრო სწორედ არ მინდოდა მიხვედრა.. მაგიდასთან ვიჯექი,ტიტქმის უშაქრო ჩაის ვსვამდი.. (არა და 7 კოვზ შაქარს ვყრი ჩაიში) .. ფურცლის ნაგლეჯი ხელში მეჭირა და ვფიქრობდი.. ტელევიზორში რაღაც უაზრობა გადიოდა,სახლი არეულ-დარეული იყო.. მე კი იმის თავიც არ მქონდა,რომ ჩემი საწყალი კატისთვის საჭმელი ჩამეყარა ულუფაში.. მხოლოდ მის დატოვებულ სიტყვებზე ვფიქრობდი.. ტელეფონის დამაყრუებელმა ზარმა გამომაფხიზლა.. ზარის ხმა ასეთი აუტანელი,რომ არ ყოფილიყო არც ვუპასუხებდი..არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი,არც არავის ნახვის სურვილი მქონდა.. საბედნიეროდ სატელეფონო კომპანია მატყობინებდა,რომ დავალიანება მერიცხებოდა.. უსაქმურობისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ტავსჰი მხოლოდ მისი დატოვებული სიტყვები დარბოდნენ და დაფრინავდნენ.. ლოგინზე წამოვწექი,კალამი ხელში მეჭირა, იქვე ჩემი ძველი ბლოკნოტი ეგდო,ავიღე და დავიწყე წერა: მაპატიე,რომ ჩემი ოცნების სახლში შემოიპარე. მაპატიე,რომ უფლება მოგეცი ტყუილებით დაგეტკბე.. მაპატიე,რომ გპატიობ ჩემს მიტოვებას და გულის ტკენას.. შევედი აბაზანაში და ორივე ფურცელი სარკეზე მივაკარი.. ყოველ დილით აბაზანაში,რომ შევდიოდი,ჩემს დანგრეულ ოცნებას თვალს ვავლებდი.. ყოველ დილით ვხვდებოდი,რომ მიმატოვეს... თურმე ყველაფერი ილუზია ყოფილა.......