ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


ორი ხედი

ვხედავ, ირგვლივ არაფერი...
მხოლოდ ოთახი და ერთი ფანჯარა.
ფანჯარაში ორი ხედი:
ერთი ჩემია, ერთიც შენია!
შენში მეტია...
ჩემში ბევრია!
და რა ამით?! ირგვლივ მაინც არაფერია...
მარტო ღმერთია?!
არა უფრო მეტია!
ღმერთზე უფრო...
მაინც რა არის?
ღმერთზე მეტი?!
არაფერია!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს