ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ნოემბერი, 2010


მე-უსათაურო

              *
ლოცულობს სიტყვა
ჩემში მუხლმოყრილი,
სახეშეფაკლული,
თავდახრილი
-გულო,დადუმდი,
გულო,არ გამთქვა,
დათმე სურვილები ცეცხლისფერი...
ვიქნები მონაზონი,
იყავი ბერი!
 

              *
ნოემბრის ღამეა,
ლურჯი ატლასი,
გულზე- კამეა...
სარკეში სახე,
კარგად რომ მახსოვს,
ვეღარსად ვნახე,
ჩემი წადილი-
უშენობასთან შერიგების
თეთრი მანდილი,
დრო ხომ სენია,       
მანძილი კი,რაც დამრჩენია-
ნოემბრის ღამეა,
ლურჯი ატლასი,
გულზე- კამეა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები