ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბონდო ჯიაძე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


ჩამოასხი მიკიტანო

ჩამოასხი, მიკიტანო,
კიდევ ერთი ხელადა,
გულთან მინდა მივიტანო
ეგ ვარამი მეხადა.
მან იდარდოს ვინც არ იცის,
სიმდიდრე სად წაიღოს,
ჩამოასხი, ჩამოასხი,
მაგის ღმერთიც არ იყოს!
აბა, მე რა, თუ მოვკვდები
სრულებით არ ვღონდები,
სხვას თუ არა, მევალეებს
მაინც მოვაგონდები!
როცა ერთ დროს მიკიტანი
გადაფურცლავს ნისიას,
ნახავს ჩემს გვარს, ჰოდა ჩემზე,
ვიცი, ასე იტყვიან:
–ბოთლი ღვინო რა ვალია,
ღმერთო, სული უცხონე,
თავის ლექსებს შეალია
მისი მოკლე სიცოცხლე!
მაშ, რას უცდი მიკიტანო,
კიდევ ერთი ჩარექი,
დროზე, დროზე ჩამოასხი,
ჩამოასხი! ჰა–მეთქი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები