არ პატიჟებენ ვაჟკაცებს ომში, ვაჟკაცი გველის ხვრელში გაძვრება, ზღვას გადალახავს, ჭიუხს მოირბენს, სადაც არ ელის, მტერს იქ დახვდება!
კაი ყმა უყვარს ხშირად ტყვიასაც, დიაცს ბუხართან არ დაეწევა! და ხშირად ისეთ ბიჭებს წაიყვანს მთელ საქართველოს გული ეწვება!
რა გრძნობით ფეთქდა თქვენი გულები, ამის მოწმეა მაღალი მთები, თქვენ ხორციელად წახვედით, ძმებო, სულში ღიმილის ბიჭებად რჩებით!
მეც, თვალცრემლიანს, შიშველ ხესავით სულში ვეება ნაღველი მერგო, რას დაგვაკლებდა ცული ტიალი, ზედ ჩვენი სისხლი–ხორცი არ ეგოს?
ულმობელია ომის კანონი, რა საჭიროა აქ თვალთმაქცობა, ღიმილს ტოვებენ გრუზა ბიჭები, შადიმანებო, ფუ, თქვენს კაცობას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბოლომდე არც ჩავდივარ
შეფასების გარეშე ბოლომდე არც ჩავდივარ
შეფასების გარეშე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|