დილიდან ტანში ამტვრევდა,ამცივნებდა."კუდიანი,როგორ მითხრა?გაცივდები,ჩაიცვი თბილად-ო.თან რომ დააყოლა-მე მითქვამს და..თან გამიღიმა"".უნდა დამეჯერებინა,მაგრამ, მართლა არ მციოდა-ისეთ სითბოს გადმომცემდა თვალებით.ხომ ამიხდა". ...სახლის კარი რომ შეაღო,ჩვეული სიჩუმე შეეგება.სამზარეულოში ჩაი გაიმზადა და კაბინეტს მიაშურა.სამუშაო მაგიდას მიუჯდა. პირად ფოსტაში წერილი ციმციმებდა-"96 საათი უშენოდ! ბევრია,ძალიან ბევრი..." შეყოყმანდა-ეპასუხა თუ არა, ვერ გადაწყვიტა, ახლა მარტო ყოფნა და ყველაფრის გაანალიზება სურდა. მაგრამ გაახსენდა მისივე სიტყვები-"უპასუხოდ დარჩენილი წერილი ყველაფრის მთქმელია". თითებმა თვითონ შეკრეს ტექსტი-"დილა მშვიდობისა,"ვანგა",ახლა ჩამოვედი,ამიხდა შენი სიტყვები,გავცივდი,ავად ვარ,შენ როგორ მყავხარ?" პასუხს არ დაუგვიანია-"მინდა კარგად იყო,პატრონ-მყვარებელი გყავს ვინმე,თუ თავად უვლი გაგას?"-გაეღიმა,სასიამოვნოდ დაუარა სხეულში ხუმრობა ნაზავი, ალერსიანი სიტყვებით გამოწვეულმა თბილმა ტალღამ. "გაგა ყოველთვის თვითონ უვლის თავის თავს..."-ფიქრში მიესათუთა თან-უკვე მოუთმენლად ელოდა,მორიგ,ვერ დაფარულ მოფერებას. 'გაგამ დაუჯეროს გაგას და გულს"- პასუხზე ტკივილ ნარევი სიხარულით აევსო სული. "გაგა დამჯერე ბიჭია..."-სიტყვებს ძლივს მიაგნო,არა,ძლივს გაბედა გაფიქრებულის გაზიარება. ...თვალებზე სიმძიმე აწვებოდა,ალმური ასდიოდა სახეზე,მოთენთილიყო.შესაშური უზადობით დალაგებულ ლოგინზე მიწვა,პლედი მიიფარა და მელოდიას მიუგდო ყური.შოპენის ნოქტიურნი მთელ სახლში დანარნარებდა.გაახსენდა ის წუთები,როცა პირველად მოისმინა-დედა სიმივით დაჭიმული,სუნთქვა შეკრული უცქერდა-ცდილობდა, გამოეცნო რა ემოციას გამოიწვევდა მასში. "ეჰ,დედა..ახლა შენი თბილი ხელები მომაფერებინა-წამალი ჩემი.."-ამოეკვნესა,როგორ ჭირდებოდა ამ წამს მზრუნველობა...
...სადარბაზოს კარზე მორიდებული ზარი გაისმა.სიცხით გალახული სხეული ძალის ძალით მიიტანა კართან,უკითხავად გახსნა ურდული,თუმცა არავის ელოდა. მწვანე ფერის თვალების სითბო ერთბაშად მოედო სხეულზე: - ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - ძლივს ამოთქმული სიტყვები სალბუნივით დაედო სიხარულით ატკივებულ გულს... http://www.youtube.com/watch?v=cectrAqFSZQ&feature=related
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. როგორ ჭირდებოდა ამ წამს მზრუნველობა...
:( როგორ ჭირდებოდა ამ წამს მზრუნველობა...
:(
51. მწვანე ფერის თვალების სითბო ერთბაშად მოედო სხეულზე: - ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - ძლივს ამოთქმული სიტყვები სალბუნივით დაედო სიხარულით ატკივებულ გულს.. მწვანე ფერის თვალების სითბო ერთბაშად მოედო სხეულზე: - ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - ძლივს ამოთქმული სიტყვები სალბუნივით დაედო სიხარულით ატკივებულ გულს..
50. ეს არის ის რაც მე მომეწონა ეხლა ძალიანაც სხვათაშორის... ვოტ! ეს არის ის რაც მე მომეწონა ეხლა ძალიანაც სხვათაშორის... ვოტ!
49. მოხვედი,მიწამლე... არა არა...მე მოვედი და გავთბი..შენ ისეთი კარგი ხარ მედე:) +5555555555555555555555555555555555555555555555555 მოხვედი,მიწამლე... არა არა...მე მოვედი და გავთბი..შენ ისეთი კარგი ხარ მედე:) +5555555555555555555555555555555555555555555555555
48. სითბოთი სავსე. უფრთხილდებით ყველა სიტყვას, თითქოს :) სითბოთი სავსე. უფრთხილდებით ყველა სიტყვას, თითქოს :)
47. ისეთია ზამთარი როა და რო გცივა და რო მოგინდება რამე წავიკითხოო ისეთია ზამთარი როა და რო გცივა და რო მოგინდება რამე წავიკითხოო
46. ჰო,ვიცი,შენ გააკეთებდი ასე მედეა ,მხოლოდ შენ შეგიძლია გული ამოიღო მიართვა ღირსეულს,სხვისიც გაიყოლო:) ჰო,ვიცი,შენ გააკეთებდი ასე მედეა ,მხოლოდ შენ შეგიძლია გული ამოიღო მიართვა ღირსეულს,სხვისიც გაიყოლო:)
45. ჰო,როგორ მტკიოდი..
ახლა -მე ვარ ავად..:) და ვუსმენ............................................შენს გულს გისმენ....გელოდები ჰო,როგორ მტკიოდი..
ახლა -მე ვარ ავად..:) და ვუსმენ............................................შენს გულს გისმენ....გელოდები
44. თბილი, საყვარელი და რაღაცნაირიიი.. მაგარიაა +22222222222222 თბილი, საყვარელი და რაღაცნაირიიი.. მაგარიაა +22222222222222
43. ძალიან თბილი და კარგი! +2 ძალიან თბილი და კარგი! +2
42. ჩემი თბილი და ტკბილი მედეა.:-* ჩემი თბილი და ტკბილი მედეა.:-*
41. მომეწონა....
მზრუნველი ხელი:)...კარგია ვინმეს რომ ადარდებ...
სიცხე მაქვს და ახლოს მოვიდა ამ ადამიანის ფიქიკური მდგომარეობა:)
გაიხარე...მედეა მიყვარს:-* მომეწონა....
მზრუნველი ხელი:)...კარგია ვინმეს რომ ადარდებ...
სიცხე მაქვს და ახლოს მოვიდა ამ ადამიანის ფიქიკური მდგომარეობა:)
გაიხარე...მედეა მიყვარს:-*
40. მე:( ლიკო, დავიცალე................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
მე:( ლიკო, დავიცალე................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
39. ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - რამხელა სითბოს და სიყვარულს იტევს... შენსავით
:) :-* ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - რამხელა სითბოს და სიყვარულს იტევს... შენსავით
:) :-*
38. კარგად წერ მედეა შენა!!! გაიხარე შენა!!! კარგად წერ მედეა შენა!!! გაიხარე შენა!!!
37. აჰა, ესეც მეორე დედა-ტერეზა! მეც დამალევინებ ჩაის? :-* აჰა, ესეც მეორე დედა-ტერეზა! მეც დამალევინებ ჩაის? :-*
36. არაჩვეულებრივად თბილია, გაიხარე!:) არაჩვეულებრივად თბილია, გაიხარე!:)
35. მედი...საინტერესოა მართლაც...მზრუნველობით გამთბარი...5 ტერეზობა ყველას კი არ შეუძლია? უნდა დაიბადო მასეთად...;-* მედი...საინტერესოა მართლაც...მზრუნველობით გამთბარი...5 ტერეზობა ყველას კი არ შეუძლია? უნდა დაიბადო მასეთად...;-*
34. მომწონს !! ++ მომწონს !! ++
33. მედე მედე. როგორი საინტერესო ადამიანი ხარ და რატომღაც ჩრდილს ეფარები ხოლმე.
მოგიკითხე.
მედე მედე. როგორი საინტერესო ადამიანი ხარ და რატომღაც ჩრდილს ეფარები ხოლმე.
მოგიკითხე.
32. კარგია მედე. კარგი. +5 კარგია მედე. კარგი. +5
31. ნაწარმოები რა თქმა უნდა კარგი და გულშიჩამწვდომია, მედეა! მივიღე თქვენი ესემესი, დიდი მადლობა, ასევე მრავალ მთავარანგელოზობას დაესწარით.
პასუხი ჩემი ახალი ლექსით უკვე იცით.
+5!!! ნაწარმოები რა თქმა უნდა კარგი და გულშიჩამწვდომია, მედეა! მივიღე თქვენი ესემესი, დიდი მადლობა, ასევე მრავალ მთავარანგელოზობას დაესწარით.
პასუხი ჩემი ახალი ლექსით უკვე იცით.
+5!!!
30. მედეა, შენს პროზაულ ნაწერებს რომ ვკითხულობ, მთელს ტანში სულ ჟრუანტელი მივლის. შენ ისე კარგად და დახვეწილად წერ, რომ სულ ჯემალ ქარჩხაძის ნაწერები მიდგას თვალწინ და ის დიდებული ქართული, ბატონი ჯემალი ასე კარგად რომ ხმარობდა თავის პროზაულ ნაწარმოებებში!!! მედეა, შენს პროზაულ ნაწერებს რომ ვკითხულობ, მთელს ტანში სულ ჟრუანტელი მივლის. შენ ისე კარგად და დახვეწილად წერ, რომ სულ ჯემალ ქარჩხაძის ნაწერები მიდგას თვალწინ და ის დიდებული ქართული, ბატონი ჯემალი ასე კარგად რომ ხმარობდა თავის პროზაულ ნაწარმოებებში!!!
29. კარგადაა გადმოცემული...დიდი ემოცია იგრძნობა... მედეა, კარგი ხარ :) კარგადაა გადმოცემული...დიდი ემოცია იგრძნობა... მედეა, კარგი ხარ :)
28. მომეწონა ძალიან. მომეწონა ძალიან.
27. - ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - ძლივს ამოთქმული სიტყვები სალბუნივით დაედო სიხარულით ატკივებულ გულს...
მედე :) მართლა, ვუსმენ შოპენს ისევ... მინიატურაც შოპენის მუსიკის ფონზე წავიკითხე და დამბურძგლა... თბილო, უსაშველოდ თბილო ადამიანო... :) - ვერ გავძელი,ავად ხარ,არ გინდა გიწამლო-გე-დედო? - ძლივს ამოთქმული სიტყვები სალბუნივით დაედო სიხარულით ატკივებულ გულს...
მედე :) მართლა, ვუსმენ შოპენს ისევ... მინიატურაც შოპენის მუსიკის ფონზე წავიკითხე და დამბურძგლა... თბილო, უსაშველოდ თბილო ადამიანო... :)
26. ნეტაი მას:(
ნეტაი მას:(
25. რა კარგად წერ!+2:) რა კარგად წერ!+2:)
24. ჩაი!!!!!!:)))))) კარგი ხარ გოგონიიი!+777 ჩაი!!!!!!:)))))) კარგი ხარ გოგონიიი!+777
23. აი ლავ იუ მედეა იგზეგთლი <3 აი ლავ იუ მედეა იგზეგთლი <3
22. :) მიხარია-თუ სიტყვით მაინც გასიამოვნე.. ღამე მშვიდობისა! იდუმალო ქალბატონო! :) მიხარია-თუ სიტყვით მაინც გასიამოვნე.. ღამე მშვიდობისა! იდუმალო ქალბატონო!
21. ჩემმა მეგობრებმა იციან, შეიძლება რაღაც ეგზოტიკური და ძნელი მოვისურვო, მაგრამ მაშინათვე მპირდებიან...იციან, რომ მთავარია გულით შემთავაზო და რეალურად არცაა საჭირო...ასეა ახლა ამ ჩაის ამბავიც:) ძალიან არომატული იყო:) გაიხარე!
მგონი ვაოფებ, ბოდიში:) ჩემმა მეგობრებმა იციან, შეიძლება რაღაც ეგზოტიკური და ძნელი მოვისურვო, მაგრამ მაშინათვე მპირდებიან...იციან, რომ მთავარია გულით შემთავაზო და რეალურად არცაა საჭირო...ასეა ახლა ამ ჩაის ამბავიც:) ძალიან არომატული იყო:) გაიხარე!
მგონი ვაოფებ, ბოდიში:)
20. ცუდია, არ მიცნობთ კარგად ... მისამართი?:) ცუდია, არ მიცნობთ კარგად ... მისამართი?:)
19. ჩაის დამალევინებ?
ისე მინდა ჩაი...და მომტანიც არავინაა:) ჩაის დამალევინებ?
ისე მინდა ჩაი...და მომტანიც არავინაა:)
18. გმადლობ ნინო,ახლა არაფერი გამახარებდა ასე,როგორც თქვენი სტუმრობა:) გმადლობ ნინო,ახლა არაფერი გამახარებდა ასე,როგორც თქვენი სტუმრობა:)
17. კარგია. ზომიერად სენტიმენტი:) 5 კარგია. ზომიერად სენტიმენტი:) 5
16. მომეწონაააააააა ♥ მომეწონაააააააა ♥
15. კარგი გოგო ხარ შენ. კარგი გოგო ხარ შენ.
14. გიწამლო-გე-დედო? რა საყვარელია...
და მეც მიყვარს ჟასმინიანი ჩაი... შენ კიდე :-* გიწამლო-გე-დედო? რა საყვარელია...
და მეც მიყვარს ჟასმინიანი ჩაი... შენ კიდე :-*
12. მივწიტლდი.(blush) მივწიტლდი.(blush)
11. რომელი ჩაი ჰარი,ჟასმინიანი? შარშანს აქეთ რომ მოგაქვს და გზაში ხარ კიდევ?:)) რომელი ჩაი ჰარი,ჟასმინიანი? შარშანს აქეთ რომ მოგაქვს და გზაში ხარ კიდევ?:))
10. სიცხიანია მედეა? არ მოქმედებს ურიგოდ ეგ ამბავი მედეაზე., დალიე ჟასმინიანი ჩაი და ტაფლილიმნით მიაყოლე:) კარგი იყო. სიცხიანია მედეა? არ მოქმედებს ურიგოდ ეგ ამბავი მედეაზე., დალიე ჟასმინიანი ჩაი და ტაფლილიმნით მიაყოლე:) კარგი იყო.
9. დაიწყე,თამარ რა გგონია, არ გავითვალისწინებ? ისე, ასეც რომ ავკრიფე ტექსტი,მიკვირს-სიცხე გადამდები ყოფილა:) დაიწყე,თამარ რა გგონია, არ გავითვალისწინებ? ისე, ასეც რომ ავკრიფე ტექსტი,მიკვირს-სიცხე გადამდები ყოფილა:)
7. მაგრამ, დადექი ახლა და სიტყვები დააცილე ერთმანეთს! სასვენი ნიშნის მერე ადგილი გამოტოვე! შენთანაც "ღრამატიკის" მასწავლებლობა დავიწყო? :))))))) მაგრამ, დადექი ახლა და სიტყვები დააცილე ერთმანეთს! სასვენი ნიშნის მერე ადგილი გამოტოვე! შენთანაც "ღრამატიკის" მასწავლებლობა დავიწყო? :)))))))
6. უუუ, მე არ მიყვარს უპასუხოდ დარჩენილი წერილი! მაგრამ წერილის მოსვლას, მისი მოსვლა მირჩევნია! :)))) გაიხარე, მედი! გა-ი-ხა-რეეეეეე! მიხვდი, რას გეუბნები! უუუ, მე არ მიყვარს უპასუხოდ დარჩენილი წერილი! მაგრამ წერილის მოსვლას, მისი მოსვლა მირჩევნია! :)))) გაიხარე, მედი! გა-ი-ხა-რეეეეეე! მიხვდი, რას გეუბნები!
5. "უპასუხოდ დარჩენილი წერილი ყველაფრის მთქმელია" ვითომ? :( იმედი ბოლოს კვდებაო .. ხომ?! :|
კარგი ნაწერია, თბილგულიანი, ავტორს რომ უხდება :) +++ "უპასუხოდ დარჩენილი წერილი ყველაფრის მთქმელია" ვითომ? :( იმედი ბოლოს კვდებაო .. ხომ?! :|
კარგი ნაწერია, თბილგულიანი, ავტორს რომ უხდება :) +++
4. http://www.youtube.com/watch?v=cectrAqFSZQ&feature=related მოვისმინე შოპენის ნოქტიურნი, მის ქვეშ ამ ჩანახატის წაკითხვა დიდი სიამოვნებაა, მადლობა შოპენს და მედეას... http://www.youtube.com/watch?v=cectrAqFSZQ&feature=related მოვისმინე შოპენის ნოქტიურნი, მის ქვეშ ამ ჩანახატის წაკითხვა დიდი სიამოვნებაა, მადლობა შოპენს და მედეას...
3. მოგიკითხე! 5 მოგიკითხე! 5
2. ...თვალებზე სიმძიმე აწვებოდა,ალმური ასდიოდა სახეზე,მოთენთილიყო.შესაშური უზადობით დალაგებულ ლოგინზე მიწვა,პლედი მიიფარა და მელოდიას მიუგდო ყური.შოპენის ნოქტიურნი მთელ სახლში დანარნარებდა.გაახსენდა ის წუთები,როცა პირველად მოისმინა-დედა სიმივით დაჭიმული,სუნთქვა შეკრული უცქერდა-ცდილობდა გამოეცნო რა ემოციას გამოიწვევდა მასში.
დახვეწილია აქ ყველაფერი, თეთრი შურით მშურს ეგ რო იცოდე ... წარმატებები + + + ...თვალებზე სიმძიმე აწვებოდა,ალმური ასდიოდა სახეზე,მოთენთილიყო.შესაშური უზადობით დალაგებულ ლოგინზე მიწვა,პლედი მიიფარა და მელოდიას მიუგდო ყური.შოპენის ნოქტიურნი მთელ სახლში დანარნარებდა.გაახსენდა ის წუთები,როცა პირველად მოისმინა-დედა სიმივით დაჭიმული,სუნთქვა შეკრული უცქერდა-ცდილობდა გამოეცნო რა ემოციას გამოიწვევდა მასში.
დახვეწილია აქ ყველაფერი, თეთრი შურით მშურს ეგ რო იცოდე ... წარმატებები + + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|