ავტობუსში ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურები. ისე, რომ ვზივარ ეს უკვე ძალიან საკვირველია ხო? დიახ მეგობრებო, შეიძლება ბევრს შეშურდეს, მაგრამ მე აგერ უკვე 10 წუთია მშვიდად ვზივარ და თავზეც არავინ მადგას. (არც მაზის). ხო. ეს ისე, კარგი განწყობისათვის, თუმცა რაზეც ახლა მინდა დავწერო, არ მგონია კარგი განწყობის მომტანი აღმოჩნდეს ვინმესთვის. აი, ავუხვიე ოქროს უბანში, “ნახალოვკისკენ” მივემართები და ჰოი საოცრებავ, ახალგაზრდა ქალმა, ბავშვთან ერთად “გადმოატასავა” გაზონზე, მივიდა ნაგვის ურნასთან და ერთი დიდი პარკით ნაგავი მიუდო გვერდით. თან ეს ისეთი დიდი მოწიწებითა და მონდომებით გააკეთა, უნებურად გავიფიქრე, ალბათ ასეა საჭიროთქო და იგივე რიტუალის გამეორების სურვილი გამიჩნდა. საინტერესოა არა? რატომ მოსწონს ამ ხალხს ნაგავში ცხოვრება? რატომ ურჩევნიათ სისუფთავეს ნაგვის სუნი? ამ სურათის შემდეგ, ალბათ “ლოგიკურია” კითხვა : რას გვიშვრება ეს მთავრობა? რით ვერ გაიგო ამ სააკაშვილმა, უგულავამ ან მერაბიშვილმა, რომ ნაგვის ურნები საჭირო არ არის და ის ფული, რაც ამ ურნების დამზადებაში იხარჯება ჯობს პენსიონრებს მოხმარდეს ან ნარკომანების “გამოსწორების” (თუ შესაძლებელია კუზიანის გასწორება) პროგრამაში ჩაიდოს. დარწმუნებული ვარ, ვინმე რომ მივიდეს ამ ქალბატონთან და ჰკითხოს, რა აწუხებს თბილისში ყველაზე მეტად, ერთერთ უპირველეს პრობლემად სიბინძურეს დაგვისახელებს და ამ ყველაფერს ისეთი სახით იტყვის, აქეთ მოგინდება ბოდიშის მოხდა მის მიერ ქუჩაში დაყრილი ნაგვის გამო. შემდეგ ,შეიძლება, ეს ქალი რომელიმე მიტინგზეც მივიდეს და უკვე სასაცილოდ ქცეული “წიოკიც” კი მორთოს იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი უკეთეს ყოფას იმსახურებს. შესაძლოა რემლებიც კი ღვაროს სამშობლოს სიყვარულში. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ნაძირალა ერი ვართ. ძალიან გვიყვარს ჩვენი გაფუჭებული საქმის სხვაზე გადაბრალება და მერე დედის სასქესო ორგანოების ხსენება სხვადასხვა პირში. ასევე ძალიან გვიყვარს საკუთარი დედის გინება ( ამას ჩემ თავზე ნამდვილად არ ვამბობ). ვგიჟდებით, როცა გოგოებს “ვაბახებთ” და ამის შესახებ ბიჭებთან ვტრაბახობთ. “მანდილოსნებს” ძალიან გსიამოვნებთ როცა თქვენი მეგობარი შეყვარებულს შეორდება, ეს იმიტომ რომ მისი “ლოვე” გაცილებით სიმპათიური იყო ვიდრე თქვენი. გვიყვარს სტადიონზე სკამების მტვრევა, ავტობუსის სავარძლის დანით დახევა და მეტროს კედლებზე (ესეც გოგოებს ეხება) საკუთარი ნომრების წერა შემდეგი სათაურით : “მაგარი ნაშა ვარ, დამირეკეეეეეეთ”. ყველაფერი ამის და კიდევ უამრავი მიზეზის გათვალისწინების შემდეგ, ვინმეს შეუძლია თქვას რომ არ ვართ ნაძირლები? თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთებიც იქნებიან. რაც მაგრები ვართ ხომ ქართველები ვართ? ასეთ რაღაცებზე რომ ვფიქრობ, მიტინგზე ნიაზ დიასამიძის გამოსვლა მახსენდება. (თუ არ ვცდები 2007 წელი იყო) ნიაზმა სწორედ ეს პრობლემები დააყენა წინ. კარგად მახსოვს როგორ “გაუტყდა” იქ მისულ ხალხს, რომ ნიაზმა პრობლემის ძიება მთავრობაში კი არა ხალხში დაიწყო. ისიც მახსოვს ბოლოს სტვენა რომ აუტეხეს და რომ არა დაცვა, ალბათ ჩაქოლავდნენ კიდეც. რატომ? სიმართლე მწარეა ხო? მოგვეწვა ყველას უკანალები? ეგრეა ეგრე. ვინმეს არ ეგონოს, რომ ამას მხოლოდ სხვებზე ვწერ. ჩემ თავსაც ვგულისხმობ. ასევე არ ვწერ ყველაზე. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ხალხიც, ვისაც ჩემი ეს სიტყვები არ ეხება, თუმცა მათი რაოდენობა არცთუ დიდია. უპრინციპო ხალხი ვართ. არ ვიცით რა გვინდა და უკვე 20 წელიწადია (ეს რაც მე მახსოვს) ვერ მივმხვდარვართ ან არ გვინდა დავინახოთ, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, არა რომელიმე ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხი ვართ. უპრინციპობა თუ არა, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ მოდის კვირეულის ნაცვლად fashion week-ს ვამბობთ და შაბათ-კვირის ან უქმეების ნაცვლად weekands-ს ვიყენებთ? კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი ვიცით? უამრავი. რატომ? რატომ ხდება ასე? განა იმიტომ, რომ ამ სიტყვების ქართული ანალოგი არ გვაქვს? არა. უბრალოდ მატრაკვეცობით და მიმბაძველობით მოგვდის ყველაფერი. აქ შეიძლება ვინმემ თქვას, ინგლისური საერთაშორისო ენაა და თანდათან საქართველოშიც შემოდისო. უმეტესობას ჰქონია, რომ სწორედ ასეთი ბარბარიზმებით ვუახლოვდებით გლობალიზაციას ან ევრო-ამერიკულ ოჯახს. ძალიან მაინტერესებს, სულაც რომ გამართული, გრამატიკული ინგლისურით ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, სჭირდება კი ევროპას კიდევ ერთი სანაგვე? ან მოსწონთ მათ უსაქმურ მოლაყბეებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა? თუმცა, რატომაც არა? ალბათ მათ ძალიან უნდათ ჩვენთან მეგობრობა. რაც მაგრები ვართ ხომ ქართველები ვართ? სასაცილოა, მაგრამ მაგრები კი არა, უკვე ქართველებიც აღარ ვართ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
72. ილია ჭავჭავაძე-2 ილია ჭავჭავაძე-2
71. :) +2 საინტერესო იყო :) +2 საინტერესო იყო
70. რამდენ რამეს დავამატებდი :) ერთს, უმთავრესს დავწერ ,რომ სულ თავის დაცვა გიწევს ადამიანს , რომ ვიღაცამ რამეში არ გამოგიყენოს :(( ვერავის ადამიანურად ვერ გაუღიმებ ,ჩვეულებრივად ვერ დაეალაპარაკები და ჩვეულებრივი ურთიერთობები აქ ფაქტიურად არ არსებობს . რამდენ რამეს დავამატებდი :) ერთს, უმთავრესს დავწერ ,რომ სულ თავის დაცვა გიწევს ადამიანს , რომ ვიღაცამ რამეში არ გამოგიყენოს :(( ვერავის ადამიანურად ვერ გაუღიმებ ,ჩვეულებრივად ვერ დაეალაპარაკები და ჩვეულებრივი ურთიერთობები აქ ფაქტიურად არ არსებობს .
69. ძალიან მაინტერესებს, სულაც რომ გამართული, გრამატიკული ინგლისურით ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, სჭირდება კი ევროპას კიდევ ერთი სანაგვე? ან მოსწონთ მათ უსაქმურ მოლაყბეებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა? თუმცა, რატომაც არა? ალბათ მათ ძალიან უნდათ ჩვენთან მეგობრობა. რაც მაგრები ვართ ხომ ქართველები ვართ? სასაცილოა, მაგრამ მაგრები კი არა, უკვე ქართველებიც აღარ ვართ.
ჰმ... გეთანხმებით და დარწმუნებული ვარ ის ქალიც დაგეთანხმეოდათ ნაგვის ურნას რომ დიდი მოწიწებით მიუდო ნაგავი. ძალიან მაინტერესებს, სულაც რომ გამართული, გრამატიკული ინგლისურით ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, სჭირდება კი ევროპას კიდევ ერთი სანაგვე? ან მოსწონთ მათ უსაქმურ მოლაყბეებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა? თუმცა, რატომაც არა? ალბათ მათ ძალიან უნდათ ჩვენთან მეგობრობა. რაც მაგრები ვართ ხომ ქართველები ვართ? სასაცილოა, მაგრამ მაგრები კი არა, უკვე ქართველებიც აღარ ვართ.
ჰმ... გეთანხმებით და დარწმუნებული ვარ ის ქალიც დაგეთანხმეოდათ ნაგვის ურნას რომ დიდი მოწიწებით მიუდო ნაგავი.
68. მიშა კიარა ფარსმანი ამბობს მიშა კიარა ფარსმანი ამბობს
67. ეს უნდა წაიკითხოს ყველამ ბევრჯერ:) მართალს ამბობს მიშა,ასე თუ გაგრძელდა ნატოში ვინ მიგვიღებს ჩვენ:) ეს უნდა წაიკითხოს ყველამ ბევრჯერ:) მართალს ამბობს მიშა,ასე თუ გაგრძელდა ნატოში ვინ მიგვიღებს ჩვენ:)
66. სათაურზე ყურადღებას არ შევაჩერებ. იგი აშკარად ყურადღების გასამახვილებლადაა შერჩეული და არა ერის გასალანძღად. სხვა მხრივ თითქმის ყველაფერს ვეთანხმები. სამშობლოს შველა თითოეული ჩვენგანის მიერ თითოეული საკუთარი ნამოქმედარის გააზრება-გათვითცნობიერებით უნდა დავიწყოთ. ერის სახეს ყოფიერება და აზროვნება ერთნაირად გამოხატავს. უმნიშვნელო, ალბათ, არაფერია, მით უმეტეს საკუთარი დედების ასეთი "ჯიგრიანი" გინება. დაე, ღმერთმა ყველანი ჭკუაზე მოგვიყვანოს და თვალები აგვიხილოს. ავტორს წარმატებები სათაურზე ყურადღებას არ შევაჩერებ. იგი აშკარად ყურადღების გასამახვილებლადაა შერჩეული და არა ერის გასალანძღად. სხვა მხრივ თითქმის ყველაფერს ვეთანხმები. სამშობლოს შველა თითოეული ჩვენგანის მიერ თითოეული საკუთარი ნამოქმედარის გააზრება-გათვითცნობიერებით უნდა დავიწყოთ. ერის სახეს ყოფიერება და აზროვნება ერთნაირად გამოხატავს. უმნიშვნელო, ალბათ, არაფერია, მით უმეტეს საკუთარი დედების ასეთი "ჯიგრიანი" გინება. დაე, ღმერთმა ყველანი ჭკუაზე მოგვიყვანოს და თვალები აგვიხილოს. ავტორს წარმატებები
64. აქ წამოყენებული პრობლემები რეალური და ღრმაა, იმდენად ღრმა, რომ ეს ერთი გვერდი ვერ იტევს. ++ თემას მაგრამ როგორც კრიტიკულო წერილი ნაკლებად კარგია. აქ წამოყენებული პრობლემები რეალური და ღრმაა, იმდენად ღრმა, რომ ეს ერთი გვერდი ვერ იტევს. ++ თემას მაგრამ როგორც კრიტიკულო წერილი ნაკლებად კარგია.
63. ქება ავტორს! საჭირბოროტო სტატიაა, ნამდვილად. შეფასებები, ვფიქრობ, გადაჭაბებულია, თუმცა შეძახება რომ გვჭირდება ფაქტია. კომენტატორების ნაწილსაც ვეთანხმები ერთ მთავარ საკითხში: დიდი ხანია, როგორც საზოგადოება, მივეჩვიეთ სხვისი სურვილებით ცხოვრებას და შედეგიც სახეზეა! მეტიჩრობა, ზედაპირულობა, სიხარბე. უკვე 20 წელია ბრმებვით დავიარებით და როგორც ერმა რა ვქნათ არ ვიცით. აქვე დავუმატებდი ერთს, რაც იშვიათად ისმის - მგონია, რომ კომპლექსი გვაქვს: გვინდა "სხვანაირები" ვიყოთ, ოღონდ როგორი სხვანაირები, არ ვიცით (სულმნათი აკაკის მიხედვით დავარქმევდი, "ღამურის კომპლექსს"). კარგია ავტორო! ქება ავტორს! საჭირბოროტო სტატიაა, ნამდვილად. შეფასებები, ვფიქრობ, გადაჭაბებულია, თუმცა შეძახება რომ გვჭირდება ფაქტია. კომენტატორების ნაწილსაც ვეთანხმები ერთ მთავარ საკითხში: დიდი ხანია, როგორც საზოგადოება, მივეჩვიეთ სხვისი სურვილებით ცხოვრებას და შედეგიც სახეზეა! მეტიჩრობა, ზედაპირულობა, სიხარბე. უკვე 20 წელია ბრმებვით დავიარებით და როგორც ერმა რა ვქნათ არ ვიცით. აქვე დავუმატებდი ერთს, რაც იშვიათად ისმის - მგონია, რომ კომპლექსი გვაქვს: გვინდა "სხვანაირები" ვიყოთ, ოღონდ როგორი სხვანაირები, არ ვიცით (სულმნათი აკაკის მიხედვით დავარქმევდი, "ღამურის კომპლექსს"). კარგია ავტორო!
62. არ მომეწონა,ეს არაა კრიტიკა! არ მომეწონა,ეს არაა კრიტიკა!
61. არა, დედიკოს ვფიცავარ არ ვარ მე :(
არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ვანდალიზმს არ ჩავდივარ ხოლმე :( არა, დედიკოს ვფიცავარ არ ვარ მე :(
არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ვანდალიზმს არ ჩავდივარ ხოლმე :(
60. saloabramishvili kai ha. shen ar xar :D:D saloabramishvili kai ha. shen ar xar :D:D
59. აუ მე არ ვარ ნაძირალა რა :( მართლა არ ვარ დედას ვფიცავარ :(
აუ მე არ ვარ ნაძირალა რა :( მართლა არ ვარ დედას ვფიცავარ :(
58. თამარ ბუკია ჩემო უფროსო მეგობარო-ოხ რა შესავალი გავაკეთეეეე:დ:დ:დ weekands - არის შაბათ-კვირა ერთად ანუ უქმეები. ის - s რომელიც ამ სიტყვას ბოლოში აქვს აღნიშნავს მრავლობითობას, ანუ იმას რომ საუბარია რამდენიმე დღეზე და არა ერთზე. მადლობა შეფასებისთვის, გრამატიკულად კარგად ვწერ თუ ძალიან დავაკვირდები. ეს ძალიან დაკვირვება კი კიდევ უფრო ძალიან მეზიზღება:დ:დ თამარ ბუკია ჩემო უფროსო მეგობარო-ოხ რა შესავალი გავაკეთეეეე:დ:დ:დ weekands - არის შაბათ-კვირა ერთად ანუ უქმეები. ის - s რომელიც ამ სიტყვას ბოლოში აქვს აღნიშნავს მრავლობითობას, ანუ იმას რომ საუბარია რამდენიმე დღეზე და არა ერთზე. მადლობა შეფასებისთვის, გრამატიკულად კარგად ვწერ თუ ძალიან დავაკვირდები. ეს ძალიან დაკვირვება კი კიდევ უფრო ძალიან მეზიზღება:დ:დ
57. რა საყვარელიაა :) რა საყვარელიაა :)
56. "გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ნაძირალა ერი ვართ. "
ზუსტ!
"გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ნაძირალა ერი ვართ. "
ზუსტ!
55. ნაძირალა ერი ვართ! და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ერთ დღეში 1000000 წმინდანი გვყავდა თუ არა (ჯერ ან გვყავდა ან არა) მაინც ნაძირალა ერი ვართ, ის ერი ვართ ოციან წლებში მონდომებით რო ვანგრევდით ეკლესიებს იმიტომ რომ ურწმუნობა იყო მოდაში, ეხლა მორწმუნეობაა მოდაში და ვაშენებთ და ვაშენებთ, ხვალ რო ისევ ურწმუნოება შემოვიდეს მოდაში ისევ დავანგრევთ და დავანგრევთ, და არ მითხრათ რომ ამის პარალელურადაც ხდება კარგი რამეები და არსებობენ რაინდები, ეგ მეც ვიცი! მარა ერზე მისი უმრავლესობით და მისი ნაკეთები საქმეებით მსჯელობენ და არა ლეგენდებით! გუშინწინ ასობით მომიტინგე მწყევლიდა იმიტომ რომ ტეატრალურის წინ ვიდექი რეპეტიციაზე შევდიოდი და მათთან ერთად არ ვიდექი, და ყველა მათგანს სჯეროდა რო რახან მათთან არ ვიდექი მათი მტერი ვიყავი. ნაძIრალა ერი ვართ აბა რა ჯანდაბა ვართ. ნაძირალა ერი ვართ! და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ერთ დღეში 1000000 წმინდანი გვყავდა თუ არა (ჯერ ან გვყავდა ან არა) მაინც ნაძირალა ერი ვართ, ის ერი ვართ ოციან წლებში მონდომებით რო ვანგრევდით ეკლესიებს იმიტომ რომ ურწმუნობა იყო მოდაში, ეხლა მორწმუნეობაა მოდაში და ვაშენებთ და ვაშენებთ, ხვალ რო ისევ ურწმუნოება შემოვიდეს მოდაში ისევ დავანგრევთ და დავანგრევთ, და არ მითხრათ რომ ამის პარალელურადაც ხდება კარგი რამეები და არსებობენ რაინდები, ეგ მეც ვიცი! მარა ერზე მისი უმრავლესობით და მისი ნაკეთები საქმეებით მსჯელობენ და არა ლეგენდებით! გუშინწინ ასობით მომიტინგე მწყევლიდა იმიტომ რომ ტეატრალურის წინ ვიდექი რეპეტიციაზე შევდიოდი და მათთან ერთად არ ვიდექი, და ყველა მათგანს სჯეროდა რო რახან მათთან არ ვიდექი მათი მტერი ვიყავი. ნაძIრალა ერი ვართ აბა რა ჯანდაბა ვართ.
54. შაბათ-კვირის ან უქმეების ნაცვლად weekands-ს ვიყენებთ? ------>>> "weekend" -ს... ბარემ სწორად დაწერე... :)))
ყოჩაღ... მომეწონა ნაწერი. მომეწონა აზრის გამართულობა, გრამატიკისა და იქვე - პუნქტუაციის ცოდნა!
შინაარსიც მომეწონა, - წერ იმაზე, რაც გტკივა! და კარგია, თუ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო გტკივა! ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს! 5 შაბათ-კვირის ან უქმეების ნაცვლად weekands-ს ვიყენებთ? ------>>> "weekend" -ს... ბარემ სწორად დაწერე... :)))
ყოჩაღ... მომეწონა ნაწერი. მომეწონა აზრის გამართულობა, გრამატიკისა და იქვე - პუნქტუაციის ცოდნა!
შინაარსიც მომეწონა, - წერ იმაზე, რაც გტკივა! და კარგია, თუ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო გტკივა! ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს! 5
53. 51. უფრო უარესადაა საქმე ვიდრე წერია აქ ცალ ხელში შაურმა გვიჭირავს მეორეში კოკა–კოლა და ევროპა–აზიის სიმბიოზს განვასახიერებთ ანუ შაურმა ––––აზია კოკა–კოლა––ევროპა ვდგავართ ასე მეტროსთან ვტოკავთ და ამ დროს მობილურზე გვირეკავენ და ტელეფონი ჩინურია.... შაურმა –––თბილი... კოკა–კოლა ცივი.... მესამე ხელი არ არის.... მაშ მოიცადოს, სანამ შევსანსლავთ.... მერე ქონიანი ხელით ტელეფონს ამოვაცოცებთ ჯიბიდან და თურმე დუტა რეკავდა სხირტლაძე!... მერსედესი დაიკარგა. აი ასეთი პრაქტიკულები ვართ.
სერგეი. 2010-11-28 17:19:17
ზუსტი პოსტი :)
ბესო დღეს კი გითხარი ამაზე ჩემი აზრი :) წერე მეგობარო წერე :-* 51. უფრო უარესადაა საქმე ვიდრე წერია აქ ცალ ხელში შაურმა გვიჭირავს მეორეში კოკა–კოლა და ევროპა–აზიის სიმბიოზს განვასახიერებთ ანუ შაურმა ––––აზია კოკა–კოლა––ევროპა ვდგავართ ასე მეტროსთან ვტოკავთ და ამ დროს მობილურზე გვირეკავენ და ტელეფონი ჩინურია.... შაურმა –––თბილი... კოკა–კოლა ცივი.... მესამე ხელი არ არის.... მაშ მოიცადოს, სანამ შევსანსლავთ.... მერე ქონიანი ხელით ტელეფონს ამოვაცოცებთ ჯიბიდან და თურმე დუტა რეკავდა სხირტლაძე!... მერსედესი დაიკარგა. აი ასეთი პრაქტიკულები ვართ.
სერგეი. 2010-11-28 17:19:17
ზუსტი პოსტი :)
ბესო დღეს კი გითხარი ამაზე ჩემი აზრი :) წერე მეგობარო წერე :-*
52. გვიან გადავაწყდი ამ მეტად საჭირბოროტო თემატიკის წერილს. ძალიან მოცულობითი პრობლემაა წამოჭრილი და უამრავის თქმა შეიძლება...
ნაძირალად იმის მიხედვით გადიქცევა ხოლმე ადამიანი, რა სისაძაგლითაც გაატარებს ცხოვრების რაღაც ეტაპს. რაც წავიკითხე, ეს საზოგადოების სულიერი მდგომარეობაა...არც ეს მთავრობა გახლავთ უცხო პლანეტიდან ჩამოსული სხვათა შორის. სულიერად ვერ გვიმკურნალებს ვერანაირი ხელისუფლება და ოპოზიცია, თავადაც ჩვენსავით სამკურნალოები არიან და იმიტომ...კანონებს გაგვიმკაცრებენ მხოლოდ, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება...რომ გაუძლოს ერმა გლობალიზაციის თანამდევ წნეხს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და ვიდრე ეს სათითაო ადამიანის ცნობიერებამდე არ დავა, რაფერი არ გვეშველება...ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ბოლო დროს ამ პორტალზე, ზედიზედ გადავაწყდი, ფერეიდნელების თემაზე დაწერილ ლექსებს და მათთვის შესხმულ ხოტბა-დიდებას...რამ მოიყვანა დღემდე, 400 წლის წინ გადაკარგულში გადაყრილი ქართველები, ამაზე გვიფიქრია, ნეტა? იქნებ, იმ ქართველების მაინც შეგვრცხვეს, საკუთარ სამშობლოში რას ვგავართ... დიდი ხანია, ქართველს სარწმუნოების უარყოფის მოთხოვნით, თავს აღარ კვეთენ მაგრამ ბოროტების მძვინვარებას ხომ აქვს თავისი მასშტაბები? საინტერესოა, ამ ქვეყნის მამაკაცებიდან რამდენი შეძლებს მარტო ფიზიკურად დაძრას მუზეუმში დაცული საბრძოლო აღჭურვილობა, რომლითაც ოდესღაც რიგითი მეომარი (მშვიდობიანობისას რიგითი გლეხი) ომში იბრძოდა? ყველა ერს კიდევ ყველა დროში ისეთი ხელისუფლება ყავს, როგორსაც იმსახურებს...მითუმეტეს, თანამედროვეობაში, როცა არჩევნანის საშუალება აქვს საზოგადოებას..მას ისეთივე არჩევანი აქვს, როგორსაც ვხედავთ და ვგრძნობთ. უახლოეს ადამიანს ვკითხე, ადგილობრივი არჩევები რაიონებში რამდენი პროცენტით გააყალბეთ მეთქი და მთელი გულწრფელობით მითხრა, წელს განსაკუთრებული არჩევნები ჩატარდა, გაყალბება საჭირო არც გამხდარაო..(რამდენიმე რაიონზეა საუბარი)...აი ეს არის...საზოგადოების დიდი ნაწილი კარგასაც და ცუდსაც თბილისში ხედავს, აქ კარგად ჩანს ყველაფერი.დანარჩენ ქვეყანაში ერს სინამდვილეში რა სჭირს, ვითომ ვიცით? გვიან გადავაწყდი ამ მეტად საჭირბოროტო თემატიკის წერილს. ძალიან მოცულობითი პრობლემაა წამოჭრილი და უამრავის თქმა შეიძლება...
ნაძირალად იმის მიხედვით გადიქცევა ხოლმე ადამიანი, რა სისაძაგლითაც გაატარებს ცხოვრების რაღაც ეტაპს. რაც წავიკითხე, ეს საზოგადოების სულიერი მდგომარეობაა...არც ეს მთავრობა გახლავთ უცხო პლანეტიდან ჩამოსული სხვათა შორის. სულიერად ვერ გვიმკურნალებს ვერანაირი ხელისუფლება და ოპოზიცია, თავადაც ჩვენსავით სამკურნალოები არიან და იმიტომ...კანონებს გაგვიმკაცრებენ მხოლოდ, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება...რომ გაუძლოს ერმა გლობალიზაციის თანამდევ წნეხს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და ვიდრე ეს სათითაო ადამიანის ცნობიერებამდე არ დავა, რაფერი არ გვეშველება...ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ბოლო დროს ამ პორტალზე, ზედიზედ გადავაწყდი, ფერეიდნელების თემაზე დაწერილ ლექსებს და მათთვის შესხმულ ხოტბა-დიდებას...რამ მოიყვანა დღემდე, 400 წლის წინ გადაკარგულში გადაყრილი ქართველები, ამაზე გვიფიქრია, ნეტა? იქნებ, იმ ქართველების მაინც შეგვრცხვეს, საკუთარ სამშობლოში რას ვგავართ... დიდი ხანია, ქართველს სარწმუნოების უარყოფის მოთხოვნით, თავს აღარ კვეთენ მაგრამ ბოროტების მძვინვარებას ხომ აქვს თავისი მასშტაბები? საინტერესოა, ამ ქვეყნის მამაკაცებიდან რამდენი შეძლებს მარტო ფიზიკურად დაძრას მუზეუმში დაცული საბრძოლო აღჭურვილობა, რომლითაც ოდესღაც რიგითი მეომარი (მშვიდობიანობისას რიგითი გლეხი) ომში იბრძოდა? ყველა ერს კიდევ ყველა დროში ისეთი ხელისუფლება ყავს, როგორსაც იმსახურებს...მითუმეტეს, თანამედროვეობაში, როცა არჩევნანის საშუალება აქვს საზოგადოებას..მას ისეთივე არჩევანი აქვს, როგორსაც ვხედავთ და ვგრძნობთ. უახლოეს ადამიანს ვკითხე, ადგილობრივი არჩევები რაიონებში რამდენი პროცენტით გააყალბეთ მეთქი და მთელი გულწრფელობით მითხრა, წელს განსაკუთრებული არჩევნები ჩატარდა, გაყალბება საჭირო არც გამხდარაო..(რამდენიმე რაიონზეა საუბარი)...აი ეს არის...საზოგადოების დიდი ნაწილი კარგასაც და ცუდსაც თბილისში ხედავს, აქ კარგად ჩანს ყველაფერი.დანარჩენ ქვეყანაში ერს სინამდვილეში რა სჭირს, ვითომ ვიცით?
51. უფრო უარესადაა საქმე ვიდრე წერია აქ ცალ ხელში შაურმა გვიჭირავს მეორეში კოკა–კოლა და ევროპა–აზიის სიმბიოზს განვასახიერებთ ანუ შაურმა ––––აზია კოკა–კოლა––ევროპა ვდგავართ ასე მეტროსთან ვტოკავთ და ამ დროს მობილურზე გვირეკავენ და ტელეფონი ჩინურია.... შაურმა –––თბილი... კოკა–კოლა ცივი.... მესამე ხელი არ არის.... მაშ მოიცადოს, სანამ შევსანსლავთ.... მერე ქონიანი ხელით ტელეფონს ამოვაცოცებთ ჯიბიდან და თურმე დუტა რეკავდა სხირტლაძე!... მერსედესი დაიკარგა. აი ასეთი პრაქტიკულები ვართ.
უფრო უარესადაა საქმე ვიდრე წერია აქ ცალ ხელში შაურმა გვიჭირავს მეორეში კოკა–კოლა და ევროპა–აზიის სიმბიოზს განვასახიერებთ ანუ შაურმა ––––აზია კოკა–კოლა––ევროპა ვდგავართ ასე მეტროსთან ვტოკავთ და ამ დროს მობილურზე გვირეკავენ და ტელეფონი ჩინურია.... შაურმა –––თბილი... კოკა–კოლა ცივი.... მესამე ხელი არ არის.... მაშ მოიცადოს, სანამ შევსანსლავთ.... მერე ქონიანი ხელით ტელეფონს ამოვაცოცებთ ჯიბიდან და თურმე დუტა რეკავდა სხირტლაძე!... მერსედესი დაიკარგა. აი ასეთი პრაქტიკულები ვართ.
50. egrea egre mariam, tumca aseti satauri mxolod intrigis gamo ar mqonda. egrea egre mariam, tumca aseti satauri mxolod intrigis gamo ar mqonda.
49. ბესო, როგორ ზუსტად მითქვამს დღეს :) სათაურმა მიზანს მიაღწია მეთქი :) აღიარე, რომ ჭკვიანი ვარ :D ბესო, როგორ ზუსტად მითქვამს დღეს :) სათაურმა მიზანს მიაღწია მეთქი :) აღიარე, რომ ჭკვიანი ვარ :D
48. gaixareT megobrebo. modit mashin memgoni droa am satauris ambavi davwero. dzalian mindoda rac sheidzleba mets waekitxa da gaeziarebina chemi azri, es satauric ertgvari fandi iyo. ra tqma unda me vici rom 2- 3 adamianis gamo ers ar landzgaven. magram me naklovanebaze davwere da imitom davade es satauri. torem tu davwerdi karg rameze, shesabamisad satauric kargi iqneboda. ase rom, garda damaintriglobisa satauri asaxavs chem azrs im xalxis shesaxeb viszec vwer. anu chvenze. dzalian bevr chventaganze. tumca ara yvelaze. gaixareT megobrebo. modit mashin memgoni droa am satauris ambavi davwero. dzalian mindoda rac sheidzleba mets waekitxa da gaeziarebina chemi azri, es satauric ertgvari fandi iyo. ra tqma unda me vici rom 2- 3 adamianis gamo ers ar landzgaven. magram me naklovanebaze davwere da imitom davade es satauri. torem tu davwerdi karg rameze, shesabamisad satauric kargi iqneboda. ase rom, garda damaintriglobisa satauri asaxavs chem azrs im xalxis shesaxeb viszec vwer. anu chvenze. dzalian bevr chventaganze. tumca ara yvelaze.
47. არა, მაინც არ ვართ ნაძირალა ერი....:) არა, მაინც არ ვართ ნაძირალა ერი....:)
46.
თემა უდავოდ შინაარსიანია......ნამდვილი კრიტიკაა.......
ის ვიზეც შენ წერ ასევე ერის ისეთივე შვილები არიან როგორც ყველა დანარჩენი......
შენ მწარედ ცდები როცა ამბობ რომ ნაძირალა ერი ვართ.......არა....არა...და... არა... ეს ასე ნამდვილად არაა.... ნაძირალები არც ის ხალხია ვინც ამას აკეთებს. დაიცით რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხზე (ჩვენს ერზე მაქვს ლაპარაკი) ზემოქმედებდნენ ძალიან მიზანმიმართულად და ძალიან დიდი ძალებით რომ ეს ასე ყოფილიყო. და მათ მიაღწიეს მიზანს. მასონებს აქვთ ერთი ასეთი მეთოდი. შეისწავლონ სიღრმისეულად ხალხთა საუკეთესო თვისებები მათი ფაქიზი მენტალური და შინაგანი მდგომარეობა, გაანალიზონ ისინი შეაღწიონ სუსტ წერტილებში და იქედან დაიწყონ ნგრევა...... სწორედ ამ შემთხვევაში ხდება მორჩილი ახალი აზრებისა და იდეებისადმი ადამიანთა ჯგუფები...... სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ.....
ჩემი აზრით ამას მარტო კრიტიკა არ უშველის......მას ცნობიერი გადატრიალება....უფრო სწორედ ისევ ისე შემოტრიალება უნდა როგორც ეს იყო მაგალითად ”ჭყონდიდელის” დროს.....
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ უძლიერესი კრიტიკა პუბლიცისტიკაა და ვაფასებ ავტორს +5-ით
თემა უდავოდ შინაარსიანია......ნამდვილი კრიტიკაა.......
ის ვიზეც შენ წერ ასევე ერის ისეთივე შვილები არიან როგორც ყველა დანარჩენი......
შენ მწარედ ცდები როცა ამბობ რომ ნაძირალა ერი ვართ.......არა....არა...და... არა... ეს ასე ნამდვილად არაა.... ნაძირალები არც ის ხალხია ვინც ამას აკეთებს. დაიცით რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხზე (ჩვენს ერზე მაქვს ლაპარაკი) ზემოქმედებდნენ ძალიან მიზანმიმართულად და ძალიან დიდი ძალებით რომ ეს ასე ყოფილიყო. და მათ მიაღწიეს მიზანს. მასონებს აქვთ ერთი ასეთი მეთოდი. შეისწავლონ სიღრმისეულად ხალხთა საუკეთესო თვისებები მათი ფაქიზი მენტალური და შინაგანი მდგომარეობა, გაანალიზონ ისინი შეაღწიონ სუსტ წერტილებში და იქედან დაიწყონ ნგრევა...... სწორედ ამ შემთხვევაში ხდება მორჩილი ახალი აზრებისა და იდეებისადმი ადამიანთა ჯგუფები...... სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ.....
ჩემი აზრით ამას მარტო კრიტიკა არ უშველის......მას ცნობიერი გადატრიალება....უფრო სწორედ ისევ ისე შემოტრიალება უნდა როგორც ეს იყო მაგალითად ”ჭყონდიდელის” დროს.....
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ უძლიერესი კრიტიკა პუბლიცისტიკაა და ვაფასებ ავტორს +5-ით
45. კი ასეა თითქმის, მაგრამ ეგ მთლად ერის ბრალი არ უნდა იყოს... მე ვფიქრობ რომ ჩვენ წლების მანძილზე დაგვამახინჯეს...ვეძებთ საკუთარ თავებს... რათქმაუნდა ისევ ჩვენით უნდა ვიპოვოთ....( არცერთი მთავრობა არ მოგვეხმარება მაგაში...)
ნაძირალა ერიც ვართ და დიდებულიც....( ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება ჩვენს დიდებულობაზეც...ისევე როგორც ჩვენს ნაძირალრობაზე...) სულ მიკვირს, ყველაფერი ერთად როგორ ვართ?...რა ვიცი...იქნებ ყველაზე მკვეთრად ჩვენში ჩანს ადამიანის ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ბუნება... კარგია, როცა საკუთარი ნაკლი ასე გტკივა კაცს...ე. ი. გვეშველება...:) კი ასეა თითქმის, მაგრამ ეგ მთლად ერის ბრალი არ უნდა იყოს... მე ვფიქრობ რომ ჩვენ წლების მანძილზე დაგვამახინჯეს...ვეძებთ საკუთარ თავებს... რათქმაუნდა ისევ ჩვენით უნდა ვიპოვოთ....( არცერთი მთავრობა არ მოგვეხმარება მაგაში...)
ნაძირალა ერიც ვართ და დიდებულიც....( ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება ჩვენს დიდებულობაზეც...ისევე როგორც ჩვენს ნაძირალრობაზე...) სულ მიკვირს, ყველაფერი ერთად როგორ ვართ?...რა ვიცი...იქნებ ყველაზე მკვეთრად ჩვენში ჩანს ადამიანის ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ბუნება... კარგია, როცა საკუთარი ნაკლი ასე გტკივა კაცს...ე. ი. გვეშველება...:)
44. mec eg mtkiva mec eg mtkiva
43. ძალიან არ მინდა დაგეთანხმო. მაგრამ ასეა და მდინარე აღმა ვერ ივლის
55 ძალიან არ მინდა დაგეთანხმო. მაგრამ ასეა და მდინარე აღმა ვერ ივლის
55
42. ჰო, გიორგი, უწმინდესი და უნეტარესი ერთადერთი ნათლის სვეტია დღეს საქართველოში, ქვაკუთხედია... და მთელი ერი მას უნდა შევციცინებდეთ. შევციცინებთ კი? ღმერთო, აძლიერე პატრიარქი ჰო, გიორგი, უწმინდესი და უნეტარესი ერთადერთი ნათლის სვეტია დღეს საქართველოში, ქვაკუთხედია... და მთელი ერი მას უნდა შევციცინებდეთ. შევციცინებთ კი? ღმერთო, აძლიერე პატრიარქი
41. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო... ხო თქვა ეს იმ კაცმა... მაშინ უფრო ბევრი ღირსეული ქართველი იყო თუ ახლა?!......
პატრიარქს ვუსმინოთ რა გულისყურით და ყველაფერი კარგად იქნება... ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო... ხო თქვა ეს იმ კაცმა... მაშინ უფრო ბევრი ღირსეული ქართველი იყო თუ ახლა?!......
პატრიარქს ვუსმინოთ რა გულისყურით და ყველაფერი კარგად იქნება...
40. კარგი მიდგომაა, თუ სამ კაცს ეტყვი რომ მათ შორის ორი სულელია მხოლოდ ჭკვიანი დაფიქრდება შენს ნათქვამზე. კარგი მიდგომაა, თუ სამ კაცს ეტყვი რომ მათ შორის ორი სულელია მხოლოდ ჭკვიანი დაფიქრდება შენს ნათქვამზე.
39. პ.ს. ოღონდ ეს პროზა არაა, ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა უფროა. ჟანრი შეცვალე, ხო? :) პ.ს. ოღონდ ეს პროზა არაა, ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა უფროა. ჟანრი შეცვალე, ხო? :)
38. კარგად წერ შენ... საკმაოდ კარგად აზროვნებ და კარგად წერ. გრამატიკული შეცდომებიც მეტისმეტად ნაკლებად შეიმჩნევა :) კარგად წერ შენ... საკმაოდ კარგად აზროვნებ და კარგად წერ. გრამატიკული შეცდომებიც მეტისმეტად ნაკლებად შეიმჩნევა :)
37. ისე მეგობრებო, ვისაც კომენტარის დაწერა მოუნდება, იდეოლოგიური შეფასებების გარდა წერის სტილის შეფასებაც მაინტერესებს გულწრფელად. პირველად ვწერ აქ და იმიტომ ისე მეგობრებო, ვისაც კომენტარის დაწერა მოუნდება, იდეოლოგიური შეფასებების გარდა წერის სტილის შეფასებაც მაინტერესებს გულწრფელად. პირველად ვწერ აქ და იმიტომ
36. კიდევ დეგრადირებულია ერი, სადაც ყველაზე პოპულარული გადაცემა პროფილია, სადაც დასცინიან კოხორას, დშნ-დნნს და ეგეთებს. კიდევ დეგრადირებულია ერი, სადაც ყველაზე პოპულარული გადაცემა პროფილია, სადაც დასცინიან კოხორას, დშნ-დნნს და ეგეთებს.
35. მაგარია... ეეეჰჰჰჰჰ... რუსთაველის თეატრში რობიკო სტურუა დგამს სპექტაკლებს... სანდრო ახმეტელი დგამდა... აუიე... კი, ნაძრილები ვართ... ან უფრო ავად ვართ... მეტკინა... :( მაგარია... ეეეჰჰჰჰჰ... რუსთაველის თეატრში რობიკო სტურუა დგამს სპექტაკლებს... სანდრო ახმეტელი დგამდა... აუიე... კი, ნაძრილები ვართ... ან უფრო ავად ვართ... მეტკინა... :(
34. უი ხო, ჯეოსტარზე გამახსენდა. ამასწინად მოვისმინე რუსთაველის თეატრში სპექტაკლისას ასეთი საუბარი. ადრე ჯეოსტარი ხო იყო რუსთაველის თეატრში. შარშან, სექტაკლის მსვლელობისას ვიღაც გოგო ლაპარაკობდა მობილურზე ჩემს უკან. ჯერ სპექტაკლისას მობილურზე ლაპარაკი ხო კარგია? როგორც საუბრიდან გავიგე, ეს გოგო დედას ელაპარაკბოდა. ასეთი დიალოგი იყო. -სად ხარ დე? -რუსთაველის თეატრში. -საად? აი რუსთაველის თეატრში, თავისუფლების მოედანთან როა. _საად? -აი პარლამენტის წინ როა დედააააა. აი ჯეოსტარი რო ტარდებოდა. -ააააა, ეგრე გეთქვა თავიდანვე.
მაგარია ხო? რუსთაველის თეატრი იმით იცნო რო ჯეოსტარი ტარდებოდა წინა წელს. უი ხო, ჯეოსტარზე გამახსენდა. ამასწინად მოვისმინე რუსთაველის თეატრში სპექტაკლისას ასეთი საუბარი. ადრე ჯეოსტარი ხო იყო რუსთაველის თეატრში. შარშან, სექტაკლის მსვლელობისას ვიღაც გოგო ლაპარაკობდა მობილურზე ჩემს უკან. ჯერ სპექტაკლისას მობილურზე ლაპარაკი ხო კარგია? როგორც საუბრიდან გავიგე, ეს გოგო დედას ელაპარაკბოდა. ასეთი დიალოგი იყო. -სად ხარ დე? -რუსთაველის თეატრში. -საად? აი რუსთაველის თეატრში, თავისუფლების მოედანთან როა. _საად? -აი პარლამენტის წინ როა დედააააა. აი ჯეოსტარი რო ტარდებოდა. -ააააა, ეგრე გეთქვა თავიდანვე.
მაგარია ხო? რუსთაველის თეატრი იმით იცნო რო ჯეოსტარი ტარდებოდა წინა წელს.
33. მე გიპასუხებ, ჩემი ნებართვით, უკვე :) მაწია, ის ბევრი ღირსეული ქართველი რას აკეთებს, მითხარი? ხმის ამომღები და პროტესტის ზუსტად გამომხატველი რომელია? მე სიჯანსაღეზე გესაუბრები? ჯანსაღი პროტესტი მინდა, შედეგს რომ მოიტანს. იყო ბათუმში ჯანსაღი პროტესტი და არ ჩატარდა ის სამარცხვინო პარადი, მაგრამ ის რაღა იყო, რაც ამის მერე ფეისბუქზე დაიწერა? იმ ნაწერს არ უნდოდა ჯანსაღი პროტესტი? შენ არ ხარ ღირსებული? სად ხარ მერე? ის არაა ღირსებული? სადაა მერე? დუმილი, როცა ერი ავადაა, დამღუპველია. ავადმყოფს მორჩენა სჭირდება. დამპალ ხორცს აჭრიან... მე გიპასუხებ, ჩემი ნებართვით, უკვე :) მაწია, ის ბევრი ღირსეული ქართველი რას აკეთებს, მითხარი? ხმის ამომღები და პროტესტის ზუსტად გამომხატველი რომელია? მე სიჯანსაღეზე გესაუბრები? ჯანსაღი პროტესტი მინდა, შედეგს რომ მოიტანს. იყო ბათუმში ჯანსაღი პროტესტი და არ ჩატარდა ის სამარცხვინო პარადი, მაგრამ ის რაღა იყო, რაც ამის მერე ფეისბუქზე დაიწერა? იმ ნაწერს არ უნდოდა ჯანსაღი პროტესტი? შენ არ ხარ ღირსებული? სად ხარ მერე? ის არაა ღირსებული? სადაა მერე? დუმილი, როცა ერი ავადაა, დამღუპველია. ავადმყოფს მორჩენა სჭირდება. დამპალ ხორცს აჭრიან...
32. ხოდა ბევრი ღირსეული ქართველი რომ დადის, სწორედ მაგიტომ არ უნდა ვუწოდოთ ერს ნაძირალა!!! ავტორს ვეუბნები ამას :) ხოდა ბევრი ღირსეული ქართველი რომ დადის, სწორედ მაგიტომ არ უნდა ვუწოდოთ ერს ნაძირალა!!! ავტორს ვეუბნები ამას :)
31. მე გეთანხმები, უფრო მეტს ვიტყვი, თუ გინდა: ის, რაც ჩვენ გვჭირს, ავადმყოფობაა. ჩვენ ავად ვართ, რაღაც ძალიან მძიმე სნეულება გვაქვს შეყრილი. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, შენი ნებართბვით, ავტორო: ჯეოსტარს უყურებ იქნებ. ამ ორშაბათს, 46 ათასი ზარი შემოვიდა და ამ 46 ათასი კაციდან ნახევარი არ დარჩა ისეთი, აუტსაიდერებში სოფო გელოვანი რომ არ გვენახა და ზურა მოსიავა რომ არ გაგვედგო... ეს ჩემი აზრია, მაგრამ დამიჯერე, ეს უკვე არის ავადმყოფობა... როცა სხვისი კარგის დანახვა და აღიარება არ გსურს და შენი ცუდი გინდა გახადო ლიდერი, რადაც უნდა დაგიჯდეს, ეს ავადმყოფობაა. კი, დღეს ჩვენ ყველანი ნაძირალები ვართ, რადგან პასუხისმგებლობის აღების გვეშინია და გავურბივართ. კიდევ ერთ მაგალითი: ბათუმში გეი-პარადის ჩატარებას აპირებენო, გავრცელდა ხმა. იმავე დღეს დაირაზმა მთელი ბათუმი, არ წყდებოდა ნაკადი საკათედრო ტაძართან. არ ჩატარდა აღლუმი ბათუმში, რამდენიმე დღის შემდეგ ფეისბუქზე იდო წერილი: ბათუმი-გეი-პარადი _ საქართველო გამო-ეკლესიავდა... კიდევ ერთი მაგალითი: პატარა ზღვისპირა ქალაქის ცენტრში კაცი რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლს აიღებს და საშინელებას დადგმას, ეს არაა ავადმყოფობის ნიშანი? მე გეთანხმები... მაპატიეთ, ქართველებო, კარგად ვიცი, ბევრი ღირსეული ქართველიც რომ დააბიჯებს დღეს ამ საცოდავ და ნირწამხდარ ქვეყანაზე, მაგრამ... ვერ შველის ეს საქმეს, რადგან კაცი კი არა, კარგი კაციც ცოტაა უკვე... მე გეთანხმები, უფრო მეტს ვიტყვი, თუ გინდა: ის, რაც ჩვენ გვჭირს, ავადმყოფობაა. ჩვენ ავად ვართ, რაღაც ძალიან მძიმე სნეულება გვაქვს შეყრილი. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, შენი ნებართბვით, ავტორო: ჯეოსტარს უყურებ იქნებ. ამ ორშაბათს, 46 ათასი ზარი შემოვიდა და ამ 46 ათასი კაციდან ნახევარი არ დარჩა ისეთი, აუტსაიდერებში სოფო გელოვანი რომ არ გვენახა და ზურა მოსიავა რომ არ გაგვედგო... ეს ჩემი აზრია, მაგრამ დამიჯერე, ეს უკვე არის ავადმყოფობა... როცა სხვისი კარგის დანახვა და აღიარება არ გსურს და შენი ცუდი გინდა გახადო ლიდერი, რადაც უნდა დაგიჯდეს, ეს ავადმყოფობაა. კი, დღეს ჩვენ ყველანი ნაძირალები ვართ, რადგან პასუხისმგებლობის აღების გვეშინია და გავურბივართ. კიდევ ერთ მაგალითი: ბათუმში გეი-პარადის ჩატარებას აპირებენო, გავრცელდა ხმა. იმავე დღეს დაირაზმა მთელი ბათუმი, არ წყდებოდა ნაკადი საკათედრო ტაძართან. არ ჩატარდა აღლუმი ბათუმში, რამდენიმე დღის შემდეგ ფეისბუქზე იდო წერილი: ბათუმი-გეი-პარადი _ საქართველო გამო-ეკლესიავდა... კიდევ ერთი მაგალითი: პატარა ზღვისპირა ქალაქის ცენტრში კაცი რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლს აიღებს და საშინელებას დადგმას, ეს არაა ავადმყოფობის ნიშანი? მე გეთანხმები... მაპატიეთ, ქართველებო, კარგად ვიცი, ბევრი ღირსეული ქართველიც რომ დააბიჯებს დღეს ამ საცოდავ და ნირწამხდარ ქვეყანაზე, მაგრამ... ვერ შველის ეს საქმეს, რადგან კაცი კი არა, კარგი კაციც ცოტაა უკვე...
30. შეიძლება ნაძირალები გვყავს ერში, შეიძლება ნაძირალები ვართ ერში, მაგრამ შენ მთლიან ერს ეხები, იმ ერს რომლის ისტორიასაც ბევრი შენატრის და მოგვიხსენიებ ცუდათ, მართალია შენს თავსაც , მაგრამ მაინც.. შაკირას კი 7მილიონი გადაუხადეს მაგ ვიგინდარებმა;):):):) შეიძლება ნაძირალები გვყავს ერში, შეიძლება ნაძირალები ვართ ერში, მაგრამ შენ მთლიან ერს ეხები, იმ ერს რომლის ისტორიასაც ბევრი შენატრის და მოგვიხსენიებ ცუდათ, მართალია შენს თავსაც , მაგრამ მაინც.. შაკირას კი 7მილიონი გადაუხადეს მაგ ვიგინდარებმა;):):):)
29. ხოდა ეგ უნდა დაწერო ზუსტად, ბესო, რომ ჩვენი ერის ზოგიერთი წარმომადგენელია ნაძირალა! და არა მთლიანად ერი ! ერს არ გადაურიცხავს შაკირას კონცერტისთვის ფული! ვის კითხეს გინდათ თუ არა შაკირას კონცერტიო?> ხოდა ეგ უნდა დაწერო ზუსტად, ბესო, რომ ჩვენი ერის ზოგიერთი წარმომადგენელია ნაძირალა! და არა მთლიანად ერი ! ერს არ გადაურიცხავს შაკირას კონცერტისთვის ფული! ვის კითხეს გინდათ თუ არა შაკირას კონცერტიო?>
28. სულ იმაზე თუ ვილაპარაკეთ რომ დედა მოგვ... მაშინ წინ ვერ წავალთ :)
სულ იმაზე თუ ვილაპარაკეთ რომ დედა მოგვ... მაშინ წინ ვერ წავალთ :)
27. ჩემი აზრით გამოუსწორებელი ნაძირალაა ერი, რომელიც გოდერძი ჩოხელს არ გადაურიცხავს სამკურნალო ფულს, მეორე დღეს შაკირას გაატანს მილიონ ნახევარს და ამის გამო არავის პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება. ხელისუფლებაზე აქ რასაწ წერთ კარგია რო მაგას ვხედავთ მაგრამ გაითვალისწინეთ , რომ ისინიც ჩვენი ერის წარმომადგენლები არიან. ჩემი აზრით გამოუსწორებელი ნაძირალაა ერი, რომელიც გოდერძი ჩოხელს არ გადაურიცხავს სამკურნალო ფულს, მეორე დღეს შაკირას გაატანს მილიონ ნახევარს და ამის გამო არავის პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება. ხელისუფლებაზე აქ რასაწ წერთ კარგია რო მაგას ვხედავთ მაგრამ გაითვალისწინეთ , რომ ისინიც ჩვენი ერის წარმომადგენლები არიან.
26. ბესო კარგი რაა... კარგი. მე მგონია, რომ საკმარისია რაც ვთქვი აქ და ისედაც საკმარისია. როდესაც პრობლემებს ხედავ და ამის გამოსწორებისკენ გინდა მოუწოდო ვინმეს თუ რაც არის, შენც უნდა იყო სოლიდარული და თანამგრძნობი იმ ადამიანების მიმართ ვისაც პრობლემა აქვს, სხვანაირად არასწორად მიმაჩნია ტრიბუნიდან ბაქიბუქი და ჭკუის რიგება სხვებისთვის.
აქ მეტს ნამდვილად აღარ დავწერ. ბესო კარგი რაა... კარგი. მე მგონია, რომ საკმარისია რაც ვთქვი აქ და ისედაც საკმარისია. როდესაც პრობლემებს ხედავ და ამის გამოსწორებისკენ გინდა მოუწოდო ვინმეს თუ რაც არის, შენც უნდა იყო სოლიდარული და თანამგრძნობი იმ ადამიანების მიმართ ვისაც პრობლემა აქვს, სხვანაირად არასწორად მიმაჩნია ტრიბუნიდან ბაქიბუქი და ჭკუის რიგება სხვებისთვის.
აქ მეტს ნამდვილად აღარ დავწერ.
25. ბესო, მათეს თავი დაანებე შენ! მე შენთვის კი არა, არავისთვის მითქვამს ცხოვრებაში ნაძირალა ხარ მეთქი! მართლა არ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ქართველი ერი არ არის ნაძირალა!!!!!!!!!! ბესო, მათეს თავი დაანებე შენ! მე შენთვის კი არა, არავისთვის მითქვამს ცხოვრებაში ნაძირალა ხარ მეთქი! მართლა არ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ქართველი ერი არ არის ნაძირალა!!!!!!!!!!
24. დაკარგული შენს ბოლო კომენტარს ვეთანხმები. ანანეეე- მე ხომ ისედაც ნაძირალა ქართველი ვარ შენი და მათეს სიტყვებით? :დ:დ:დ დაკარგული შენს ბოლო კომენტარს ვეთანხმები. ანანეეე- მე ხომ ისედაც ნაძირალა ქართველი ვარ შენი და მათეს სიტყვებით? :დ:დ:დ
23. ანანე, მე არ ვარ მომხრე საკუთარი ერის ასეთი ტონით ლანძღვისა (სათაურიც გავაპროტესტე აქ) და უცხოეთში მყოფიც ვამაყობ ჩემი ეროვნებით. შეგნებულად არც გვარი შემიცვლია. სიამაყესთან ერთად სულ ოდნავ მომთხოვნები რომ ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, ამით რაიმე დაშავდება? ანანე, მე არ ვარ მომხრე საკუთარი ერის ასეთი ტონით ლანძღვისა (სათაურიც გავაპროტესტე აქ) და უცხოეთში მყოფიც ვამაყობ ჩემი ეროვნებით. შეგნებულად არც გვარი შემიცვლია. სიამაყესთან ერთად სულ ოდნავ მომთხოვნები რომ ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, ამით რაიმე დაშავდება?
22. ჰოდა სათაურს რაც შეეხება, არ ვეთანხმები.
პოლიტიკაზე შეგნებულად არაფერი დავწერე, რადგან მგონია რომ ავტორს ამ კურსით არ უნდოდა წარმოეჩინა ეს პრობლემა და მართალიც არის. იმიტომ რომ, ჯერ აზროვნება გვაქვს გამოსასწორებელი, "ჯერ თავო და თავო "-ს პრინციპი ამოსაძირკვი და ცნება:" საზოგადოს" მეტად მოსაფრთხილებელი. ჰოდა სათაურს რაც შეეხება, არ ვეთანხმები.
პოლიტიკაზე შეგნებულად არაფერი დავწერე, რადგან მგონია რომ ავტორს ამ კურსით არ უნდოდა წარმოეჩინა ეს პრობლემა და მართალიც არის. იმიტომ რომ, ჯერ აზროვნება გვაქვს გამოსასწორებელი, "ჯერ თავო და თავო "-ს პრინციპი ამოსაძირკვი და ცნება:" საზოგადოს" მეტად მოსაფრთხილებელი.
21. დაკარგული რას გეტყვი იცი? ჩემი მერვე სართულის მეზობელკი თავზე მარეცხავს ყველაფერს, მაგრამ მეშვიდე სართულის მეზობელსაც ვეჩხუბო ამის გამო და ვუთხრა ის კრეტინია და ამიტომ შენც კრეტინი ხართქო?
თამამ, ურაპატრიოტულ თუ რა ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით ჩემს გამოთქმას, მაგრამ არავის ვაპატიებ ქართველ ერს ნაძირალა უწოდოს.
ვისაც თავისი ქვეყნის რცხვენია და ტავისი ერის თამამად შეუძლია გვარიც შეიცვალოს და მოქალაქეობაც, მაგრამ ამას არ აკეთებთ და თქვენც კარგად იციტ რატომ არ აკეთებთ. დაკარგული რას გეტყვი იცი? ჩემი მერვე სართულის მეზობელკი თავზე მარეცხავს ყველაფერს, მაგრამ მეშვიდე სართულის მეზობელსაც ვეჩხუბო ამის გამო და ვუთხრა ის კრეტინია და ამიტომ შენც კრეტინი ხართქო?
თამამ, ურაპატრიოტულ თუ რა ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით ჩემს გამოთქმას, მაგრამ არავის ვაპატიებ ქართველ ერს ნაძირალა უწოდოს.
ვისაც თავისი ქვეყნის რცხვენია და ტავისი ერის თამამად შეუძლია გვარიც შეიცვალოს და მოქალაქეობაც, მაგრამ ამას არ აკეთებთ და თქვენც კარგად იციტ რატომ არ აკეთებთ.
20. დორიან გრეი მაგაში ნამდვილად გეთანხმები, მართლა გვაქვს ეგ კომპლექსი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაგაზე არ მაქვს გათვლილი დორიან გრეი მაგაში ნამდვილად გეთანხმები, მართლა გვაქვს ეგ კომპლექსი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაგაზე არ მაქვს გათვლილი
19. არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქ ჩვენ, მხოლოდ ეს არი ჩვენი დიდი პრობლემა.. არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქ ჩვენ, მხოლოდ ეს არი ჩვენი დიდი პრობლემა..
18. რაღაცაებს ვეთანხმები და რაღაცაებს არა, რაღაცაებს კი სასტიკად არა, სათაურზე რომ არაფერი Vთქვა.. დადებითი საკმაოდ ბევრი გვაქ ჩვენს ერს თან იმდენად რომ როგორც მინიმუმ ნაძირალები ნამდვილად არ ვართ:) არც სხვა ერებშია იდეალური სიტუაცია, მაგრამ სხვის ნაკლს ნაკლებად ვხედავთ და მაინც სხვების გვეხარბება რაღაცაებს ვეთანხმები და რაღაცაებს არა, რაღაცაებს კი სასტიკად არა, სათაურზე რომ არაფერი Vთქვა.. დადებითი საკმაოდ ბევრი გვაქ ჩვენს ერს თან იმდენად რომ როგორც მინიმუმ ნაძირალები ნამდვილად არ ვართ:) არც სხვა ერებშია იდეალური სიტუაცია, მაგრამ სხვის ნაკლს ნაკლებად ვხედავთ და მაინც სხვების გვეხარბება
17. იმის გამო, რომ ვიღაც ქალმა ნაგავი დაყარა ერი ნაძირალა არ არის რა. ანანე კიკნაძე. 2010-11-24 14:00:38
ანანე, სწორედ რომ ამაში გამოიხატება ხალხის ავადმყოფური დამოკიდებულება:" ყველაფერი რაც ჩემი სახლის გარეთ არის, წყალსაც წაუღია!" პრინციპი სუფევს ირგვლივ. და სახლის ფანჯრიდან რომ ნაგავს მოისვრიან, აღარ ფიქრობენ იმას, რომ იმ ეზოში ისევ მათი შვილი ითამაშებს ხვალ(თუნდაც სხვისი შვილი).
საოცარი ხალხი ვართ: მარტო საქართველოში შეიძლება ადამიანი დანგრეული, გაპარტახებული სადარბაზოდან შევიდეს თავის ევრორემონტიან "ბაითში" და ამასთან არანაირი დისკომფორტი არ იგრძნოს. იმის გამო, რომ ვიღაც ქალმა ნაგავი დაყარა ერი ნაძირალა არ არის რა. ანანე კიკნაძე. 2010-11-24 14:00:38
ანანე, სწორედ რომ ამაში გამოიხატება ხალხის ავადმყოფური დამოკიდებულება:" ყველაფერი რაც ჩემი სახლის გარეთ არის, წყალსაც წაუღია!" პრინციპი სუფევს ირგვლივ. და სახლის ფანჯრიდან რომ ნაგავს მოისვრიან, აღარ ფიქრობენ იმას, რომ იმ ეზოში ისევ მათი შვილი ითამაშებს ხვალ(თუნდაც სხვისი შვილი).
საოცარი ხალხი ვართ: მარტო საქართველოში შეიძლება ადამიანი დანგრეული, გაპარტახებული სადარბაზოდან შევიდეს თავის ევრორემონტიან "ბაითში" და ამასთან არანაირი დისკომფორტი არ იგრძნოს.
16. პრობლემა რა არის იცი? პირადად კი გითხარი ახლა, მაგრამ რადგან აქვე მიპასუხე და კამათის გასაჯაროვება ხდება არ არის პრობლემა.
ნიაზ დიასამიძის აზრი ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელოა უმნიშვნელოთა შორის, მას შემდეგ რაც ის ზეაღმატებულ თემებზე გამობრძანდა და ჭკუა დაარიგა ადამიანებს ვისი შვილებიც ქუჩაში ჩახოცეს, სხვათაშორის ჩვენ ხელა ბიჭები ბესო. და ამის შემდეგ დგას და თავის ნიჭრა, რომელიც აღარც მაინტერესებს უკვე ახარჯავს სააკაშვილის პიარ კლიპების გაკეთებას.
ქცეცნობიერად თუ ზეცნობიერად მოდაში შეოვიდა საკუთარი ერის კრიტიკა იმიტომ, რომ გამოვაჩინოთ როგორ ვხედავთ ნაკლს, მაგრამ ცუდია, რომ არ ვსაიუბრობთ ან მაკლი გადაწყვეტაზე. გეთანხმები, რომ საზოგადოება ბევრ რამეშია დამნაშევე, დიახაც ასეა, მაგრამ დანაშაულის მაპროვოცირებელი რა იყო გიფიქრია? თუ გინდა დავწვრილმანდეთ და თითო პრობლემა განვიხილოთ სათითაოდ. "რას გვიშვება ეს მტავრობა" რას ნიშნავს იცი ჩემთვის? იმას, რომ მთავრობას ხალხის მიერ აქვს მანდატი და ბერკეტები მართოს ქვეყანა და არა კლას, გაყვლიფოს და აშიმშილოს. როდესაც 10%-იანი ფასდაკლებით მერის მანქანა იყიდება 49 000-ად და ამ დროს ქვეყანაში გყავს 1 700 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი სასაცილოდ არ გეჩვენება? არ მითხრა ახლა ხელფასით ყიდულობენო თორემ გადავირევი სულ მთლად. აუ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, სადაც ხალხი დამნაშავე არ არის და არჩევნებზე გამოეხატათ თავისი პოზიციაო არავინ მითხრას, თორემ სერიოზულად ავჯანყდები. არჩევნების ესახებ კომენტარი კი არა შეიძლება იმხელა რამე დავწერო ურაკპარაკის ფარგლებს გასცდეს.
და ბოლოსდაბოლოს 2008 წლის აგვისტო ხალხს არ მოუწყვია და ხალხი არ გაქცეულა ომიდან. პირიქით დღემდე შველადს და დახმარებას ითხოვენ კონფლიქტისრეგიონებში... იქ უნდა ნახოთ რას უშვება ხალხს მტავრობა.ა პრობლემა რა არის იცი? პირადად კი გითხარი ახლა, მაგრამ რადგან აქვე მიპასუხე და კამათის გასაჯაროვება ხდება არ არის პრობლემა.
ნიაზ დიასამიძის აზრი ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელოა უმნიშვნელოთა შორის, მას შემდეგ რაც ის ზეაღმატებულ თემებზე გამობრძანდა და ჭკუა დაარიგა ადამიანებს ვისი შვილებიც ქუჩაში ჩახოცეს, სხვათაშორის ჩვენ ხელა ბიჭები ბესო. და ამის შემდეგ დგას და თავის ნიჭრა, რომელიც აღარც მაინტერესებს უკვე ახარჯავს სააკაშვილის პიარ კლიპების გაკეთებას.
ქცეცნობიერად თუ ზეცნობიერად მოდაში შეოვიდა საკუთარი ერის კრიტიკა იმიტომ, რომ გამოვაჩინოთ როგორ ვხედავთ ნაკლს, მაგრამ ცუდია, რომ არ ვსაიუბრობთ ან მაკლი გადაწყვეტაზე. გეთანხმები, რომ საზოგადოება ბევრ რამეშია დამნაშევე, დიახაც ასეა, მაგრამ დანაშაულის მაპროვოცირებელი რა იყო გიფიქრია? თუ გინდა დავწვრილმანდეთ და თითო პრობლემა განვიხილოთ სათითაოდ. "რას გვიშვება ეს მტავრობა" რას ნიშნავს იცი ჩემთვის? იმას, რომ მთავრობას ხალხის მიერ აქვს მანდატი და ბერკეტები მართოს ქვეყანა და არა კლას, გაყვლიფოს და აშიმშილოს. როდესაც 10%-იანი ფასდაკლებით მერის მანქანა იყიდება 49 000-ად და ამ დროს ქვეყანაში გყავს 1 700 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი სასაცილოდ არ გეჩვენება? არ მითხრა ახლა ხელფასით ყიდულობენო თორემ გადავირევი სულ მთლად. აუ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, სადაც ხალხი დამნაშავე არ არის და არჩევნებზე გამოეხატათ თავისი პოზიციაო არავინ მითხრას, თორემ სერიოზულად ავჯანყდები. არჩევნების ესახებ კომენტარი კი არა შეიძლება იმხელა რამე დავწერო ურაკპარაკის ფარგლებს გასცდეს.
და ბოლოსდაბოლოს 2008 წლის აგვისტო ხალხს არ მოუწყვია და ხალხი არ გაქცეულა ომიდან. პირიქით დღემდე შველადს და დახმარებას ითხოვენ კონფლიქტისრეგიონებში... იქ უნდა ნახოთ რას უშვება ხალხს მტავრობა.ა
15. ბესო, ბევრ საკითხში გეთანხმები.. არც მე მომწონს ყველაფრის სხვაზე გადაბრალება, არც არაქართული სიტყვებით მეტყველება, არც ადამიანების უწესრიგობა... არც ის მგონია, რომ ”რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სასტიკად არ ვეთანხმები სათაურს და იმას, რომ ქართველი ერი ნაძირალა ერია!!! მგონი არ არის სწორი რაღაცეების მთელ ერზე განზოგადება. რაც შეეხება წერას, მშვენივრად წერ და გააგრძელე :) წარმატებები შენ! ბესო, ბევრ საკითხში გეთანხმები.. არც მე მომწონს ყველაფრის სხვაზე გადაბრალება, არც არაქართული სიტყვებით მეტყველება, არც ადამიანების უწესრიგობა... არც ის მგონია, რომ ”რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სასტიკად არ ვეთანხმები სათაურს და იმას, რომ ქართველი ერი ნაძირალა ერია!!! მგონი არ არის სწორი რაღაცეების მთელ ერზე განზოგადება. რაც შეეხება წერას, მშვენივრად წერ და გააგრძელე :) წარმატებები შენ!
14. ”ნახალოვკა” სპეციაურად დავწერე, თან ბრჭყალებში. ”ნახალოვკა” სპეციაურად დავწერე, თან ბრჭყალებში.
13. ოპა...
ავიდა პოლემიკა 41 გრადუსზე...
:) ოპა...
ავიდა პოლემიკა 41 გრადუსზე...
:)
12. მე ჩემი აზრი დავწერე, აწი თქვენ იცით მეგობრებო. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ერი. ზემოდან ყურებას რაც შეეხება მაგას ნამდვილად ვერ მივიღებ. ამ სტატიაში მე ჩემ თავსაც ვგულისხმობ და ვაღიარებ, რომ ჩემი ერის დეგრადირებაში წვლილი მეც მაქვს, სწორედ მაგიტომ მტკივა ასე ძალიან. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს საქართველო, თუნდაც ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეტესობა არ ვინატრო მე ჩემი აზრი დავწერე, აწი თქვენ იცით მეგობრებო. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ერი. ზემოდან ყურებას რაც შეეხება მაგას ნამდვილად ვერ მივიღებ. ამ სტატიაში მე ჩემ თავსაც ვგულისხმობ და ვაღიარებ, რომ ჩემი ერის დეგრადირებაში წვლილი მეც მაქვს, სწორედ მაგიტომ მტკივა ასე ძალიან. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს საქართველო, თუნდაც ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეტესობა არ ვინატრო
11. შენ რომ "ნაძალადევის" ნაცვლად "ნახალოვკა" გიწერია კარგია??? სათაური სულ არ უნდა.... საპიენტი სატ ( ანუ გამგები გაიგებს) :) :) :) ესაა ჩემი კომენტარი :P შენ რომ "ნაძალადევის" ნაცვლად "ნახალოვკა" გიწერია კარგია??? სათაური სულ არ უნდა.... საპიენტი სატ ( ანუ გამგები გაიგებს) :) :) :) ესაა ჩემი კომენტარი :P
10. გაიხარე ოთარ, მეც რომ უსაზღვროდ ვარ შეყვარებული იმიტომ ვწერ ამას. მე არ მაქვს მხედველობაში ჩვენი წარსული. მე დღეს იმ 20 წელიწადს ვუყურებ და ვაანალიზებ რაც მე მინახავს. ამ დროის განმავლობაში კი 70პროცენტი ნაძირლობა შემხვდა. ამიტომ ვამბობ ასე. თან აქვე ვაფიქსირებ რომ ყველას არ ეხება ჩემი საუბარი. აქ ნიაზზეც მაქვს საუბარი და მინდა ყველამ იცოდეს, რომ არც ნიაზის ფანი ვარ და არც რომელიმე პოლიტიკური ფრთის. უბრალოდ მე მაგ კაცის სიტყვებში სიმართლე დავინახე. გაიხარე ოთარ, მეც რომ უსაზღვროდ ვარ შეყვარებული იმიტომ ვწერ ამას. მე არ მაქვს მხედველობაში ჩვენი წარსული. მე დღეს იმ 20 წელიწადს ვუყურებ და ვაანალიზებ რაც მე მინახავს. ამ დროის განმავლობაში კი 70პროცენტი ნაძირლობა შემხვდა. ამიტომ ვამბობ ასე. თან აქვე ვაფიქსირებ რომ ყველას არ ეხება ჩემი საუბარი. აქ ნიაზზეც მაქვს საუბარი და მინდა ყველამ იცოდეს, რომ არც ნიაზის ფანი ვარ და არც რომელიმე პოლიტიკური ფრთის. უბრალოდ მე მაგ კაცის სიტყვებში სიმართლე დავინახე.
9. სათაური შეცვალე რა ძმურად. ;)
''საქართველოზე ბედნიერს ქართველს ნუ გახდი ღმერთო''. ნოდარ გრიგალაშვილი სათაური შეცვალე რა ძმურად. ;)
``საქართველოზე ბედნიერს ქართველს ნუ გახდი ღმერთო``. ნოდარ გრიგალაშვილი
8. უი სათაური ახლა ვნახე წეღან სხვანაირად ერქვა მემგონი. ნაძIრალა ერია ქართველებიო მეტჯერ აღარ თქვა თუ ძმა ხარ რა. იმის გამო, რომ ვიღაც ქალმა ნაგავი დაყარა ერი ნაძირალა არ არის რა.
ნუ გაქვთ ხალხო ეს რაღაც უაზრო ამბიციები, რომ საკუთარ ერს ზემოდან უყუროთ და ახლა ერთი რამ მახსენდება: "ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო!" უი სათაური ახლა ვნახე წეღან სხვანაირად ერქვა მემგონი. ნაძIრალა ერია ქართველებიო მეტჯერ აღარ თქვა თუ ძმა ხარ რა. იმის გამო, რომ ვიღაც ქალმა ნაგავი დაყარა ერი ნაძირალა არ არის რა.
ნუ გაქვთ ხალხო ეს რაღაც უაზრო ამბიციები, რომ საკუთარ ერს ზემოდან უყუროთ და ახლა ერთი რამ მახსენდება: "ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო!"
7. საინტერესო სტატიაა... ბევრ რამეში გეთანხმები... ბევრი ცუდიც გაგვიკეთებია და ბევრი კარგიც. ჩვენ ის ერი ვართ, იმპერატორ ნიკოლოზს (თუ ალექსანდრეს, ზუსტად არ მახსოვს) მშვენიერი მაიკო ორბელიანი რომ ჩავუწვინეთ ლოგინში და გავაბახებინეთ, მაგრამ ამავე დროს ის ერიც ვართ, თბილისში ხატები რომ არ შეურაცხვყავით და არ შევაგინეთ სარწმუნოება და მისთვის ვეწამეთ. (საუბარი მაქვს 100000 ქართველ მოწამეზე). ერთმა ადამიანმა მითხრა: ''დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავსო''... ეს მართლაც რომ ასეა. ღვთისმშობელი ხომ ყველას დედაა!!! 20 წელზე მეტია თავისუფლებისთვის ვიბრძვით! მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაგვიტარებია, ბევრი ცუდიც ჩაგვიდენია და ბევრი კარგიც, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია რომ ნაძირალა ერი ვართ! ეს ჩემი პირადი აზრია და მეტი არაფერი! პატივისცემით სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი-ოთარ რურუა.
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) საინტერესო სტატიაა... ბევრ რამეში გეთანხმები... ბევრი ცუდიც გაგვიკეთებია და ბევრი კარგიც. ჩვენ ის ერი ვართ, იმპერატორ ნიკოლოზს (თუ ალექსანდრეს, ზუსტად არ მახსოვს) მშვენიერი მაიკო ორბელიანი რომ ჩავუწვინეთ ლოგინში და გავაბახებინეთ, მაგრამ ამავე დროს ის ერიც ვართ, თბილისში ხატები რომ არ შეურაცხვყავით და არ შევაგინეთ სარწმუნოება და მისთვის ვეწამეთ. (საუბარი მაქვს 100000 ქართველ მოწამეზე). ერთმა ადამიანმა მითხრა: ``დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავსო``... ეს მართლაც რომ ასეა. ღვთისმშობელი ხომ ყველას დედაა!!! 20 წელზე მეტია თავისუფლებისთვის ვიბრძვით! მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაგვიტარებია, ბევრი ცუდიც ჩაგვიდენია და ბევრი კარგიც, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია რომ ნაძირალა ერი ვართ! ეს ჩემი პირადი აზრია და მეტი არაფერი! პატივისცემით სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი-ოთარ რურუა.
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
6. ეგ მთავრობაც ჩვენი არჩეულია ანანე. თან 96 პროცენტით. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ავიღოთ ჩვენი შეცდომები ჩვენ თავზე. ეგ მთავრობაც ჩვენი არჩეულია ანანე. თან 96 პროცენტით. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ავიღოთ ჩვენი შეცდომები ჩვენ თავზე.
5. რაღაცებში გეთანხმები, მაგრამ ეს მთავრობა რასაც გვიშვება ახლა უკეთესად დაინახავ დეკემბრიდან 8 მილიარდის ვალის გადახდა რომ დაიწყება :)
ხალხში რომ პრობლემაა კი მართალია, ნამდვილად მასეა, თუმცა ვინმე ერთის გამო ზოგადად ხალხზე საუბარი არ მიყვარს.
რაც შეეხება სიტყვების ქართულ ანალოგს ძალიან მაღიზიანებს მეც ეს "სვეცკი" ლაპარაკი, მაგრამ ქართველობა მხოლოდ ქართული სიტყვებით მეტყველაბა არ არის, კიდევ ბევრი პრობლემაა, რასაც თავს ვარიდებთ და იცი ეს შენ.
ხოდა, ახლა ჩემს წინ ზიხარ მაგიდსთან და დანარჩენი გავაგრძელოთ "სახლში" :):):):)0 რაღაცებში გეთანხმები, მაგრამ ეს მთავრობა რასაც გვიშვება ახლა უკეთესად დაინახავ დეკემბრიდან 8 მილიარდის ვალის გადახდა რომ დაიწყება :)
ხალხში რომ პრობლემაა კი მართალია, ნამდვილად მასეა, თუმცა ვინმე ერთის გამო ზოგადად ხალხზე საუბარი არ მიყვარს.
რაც შეეხება სიტყვების ქართულ ანალოგს ძალიან მაღიზიანებს მეც ეს "სვეცკი" ლაპარაკი, მაგრამ ქართველობა მხოლოდ ქართული სიტყვებით მეტყველაბა არ არის, კიდევ ბევრი პრობლემაა, რასაც თავს ვარიდებთ და იცი ეს შენ.
ხოდა, ახლა ჩემს წინ ზიხარ მაგიდსთან და დანარჩენი გავაგრძელოთ "სახლში" :):):):)0
4. მაგარი ხარ..... გვჭირდება შენნაირი პირდაპირ მთქმელი ადამიანი...... ბევრი წერე..... პირადად მე ყოველთვის სიამოვნებით წაგიკითხავ......:) მაგარი ხარ..... გვჭირდება შენნაირი პირდაპირ მთქმელი ადამიანი...... ბევრი წერე..... პირადად მე ყოველთვის სიამოვნებით წაგიკითხავ......:)
3. შეგაფასე გულწრფელობისთვის... +2 :) :) :)
შეგაფასე გულწრფელობისთვის... +2 :) :) :)
2. მე არ მაქვს პრეტენზია კარგად წერაზე, უბრალოდ დავწერე ის რაც ძალიან მაწუხებს. მაინტერესებს თქვენი შეფასება. მე არ მაქვს პრეტენზია კარგად წერაზე, უბრალოდ დავწერე ის რაც ძალიან მაწუხებს. მაინტერესებს თქვენი შეფასება.
1. მართალი ხარ!!! მართალი ხარ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|