ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიაუ
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


ვაჟას ქალაი...

ბაღის სონეტო,
მზით ჩახატულო თეთრო გვირილა,
ღვთაებრივი ხარ.
შენ იმ დედოფლის ასული ხარ, წყალი რომ გასვა სიცხით გათანგულს,
და მოგახვია გრილი არტახი,
მომართულ ლარებს დაესესხა შენთვის ალერსით,
ოქროს თვალები აგიხილა კდემით უზადოს...
წუთისოფელში ვინ დაინდეს შენებრ ლამაზი?
და შენ ვინ დაგთმობს?
-აი,შენს მკერდსაც მოევლინა ჭრელი პეპელა,
თრთის შენი გული, ბუნების პირმშოს უმასპინძლდება
და წუთიერი სტუმარი კი ტრფობას გავედრებს...
ქვითინებს ქალი, გარდუვალია წესი ბუნების,
-პოეტს რა უთხრას დედოფალმა? შენი სიკვდილი?
-პოეტი ითხოვს ხარისძირას, იას, ყაყაჩოს, ღვიას, დეკას და
მწვანე ბალახის შრიალა სონეტს...
ვაჟას ქალაი საით წავიდა
ვაჟას ქალაი მთის ყაყაჩოს უკოცნის ბაგეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები