ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


***





თან რომ გემღერება

და თან გეტირება,-

ესაა სიყვარული,

გულის სილამაზე ესაა.



***

არც ჭკვიანია,

არც სულელი-

უბრალოდ,ქალია.



***

და სიცოცხლით ბედნიერი ხარ,

როგორც ფრინველი,

გაზაფხულის ბაღიდან აფრენილი

და სივრცეს მინდობილი...



***

ყოველთვის ერთადა ვართ

და მაინც შეგნატრი,

ვით კარის შიდა მხარე გარეთას.



***

სიყვარული-სამყაროს ხნისა,

სანთლის ალივით სუფთა და ნაზი,

ცის ნაპირს მოსხლეტილი

ზვავივით ღონიერი...



***

და ახლაც ისა ხარ:

ფრთების სიმსუბუქე,ხმის ნათება,

ფიქრის ნამი,მუსიკა გულისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები