უკვე პირველის ნახევარი იყო, როცა დედაჩემმა გამაღვიძა. არადა, მახსოვს გუშინ ვითხარი თერთმეტ საათზე გამაღვიძე მეთქი. -რა არის დე? უკვე თერთმეტია? - შენ მემგონი ისევ გძინავს, ეს უკვე მეხუთე ცდაა შენი გაღვიძების, უკვე პირველის ნახევარია, ადექი. ამ დროს, ალბათ, ძალიან სასაცილო სახე მქონდა. ყველაფერმა ერთად გამიელვა თავში. პირველ საათამდე პირი უნდა დამებანა, ჰიგიენაზე მეზრუნა, ჩამეცვა, უკეთეს შემთხვევაში მეჭამა და სამსახურში უნდა მივსულიყავი. იქ ანანე მელოდებოდა. ყველაფერი მოვასწარი (ჭამის გარდა), მივედი სამსახურში და ანანეს პირიქით ველოდე რამდენიმე წუთს. როგორც იქნა გვეშველა, მან მოაგვარა თავისი საქმეები და მალევე გათავისუფლდა. უკვე ორს ათი წუთი აკლდა, როცა “დინამოსთან” მივედით, ბილეთები ვიყიდეთ და ტრიბუნისაკენ გავემართეთ, საქართველოსა და ამერიკის სარაგბო ბრძოლის სანახავად. ბრძოლა შედგა. იყო კარგი თამაში, იყო ცუდიც. კარგი ქომაგობა თეთრების მხრიდან. იყო ბევრი სიმღერა, ლელო ლელო, საქართველოს ძახილი და ეს განუყრელი გაუმარ...…ჯოს.ჯოს.ჯოს. რაც მთავარია, იყო ბოლო წუთზე დადებული გადამწყვეტი ლელო და მისი გარდასხავა- 19-17. ამის შემდეგ არაფერი დამინახავს, არა, გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ სიხარულისაგან გადარეულ ხალხში მოვყევი (მეც ზუსტად ასე ვიყავი) და ვერაფერი დავინახე. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს როგორ ჩამავლო ამირანმა ხელი ქეჩოში და მთელი ძალით მიყვირა “მე მჯეროდა ბიჭო, ბოლომდე მჯეროდა”, მეც ისეთი ხმით ვუპასუხე გენაცვალე მეთქი, რომ ქვემოდან პოლიციელმა ამომხედა და გულიანად გაიცინა. არ ვიცი როგორ უნდა აღწერო ის, რაც იქ ხდებოდა. პირადად მე, ისეთი გახარებული ვიყავი, რომ იმწუთას პუტინსაც კი ჩავეხუტებოდი. პუტინი იქით იყოს და ქომაგებიდან მემგონი ყველას გადავეხვიე. ამას სიტყვებით ვერ ახსნი, ეს უნდა შეიგრძნო. ჯერ მთელი თამაშის განმავლობაში შენც უნდა იმღერო ხმის დაკარგვამდე, მერე საკუთარი თვალით უნდა ნახო ნანატრი ლელო, შენც უნდა აღრიალდე გარდასახვის გატანისას, უნდა დაგახტეს თავზე 10 კაცი (მინიმუმ), უნდა გიღრიალოს ამირანმა და რაც მთავარია, საქართველო უნდა გიყვარდეს პლიუს უსასრულობამდე. მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ რას ნიშნავს ეს ემოცია. რას ნიშნავს, როცა პატარა საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყანას ალელოვებს, ამარცხებს და საკუთარ ძლიერებას უმტკიცებს. ეს ენით აღუწერელია, გულს უკავშირდება და ტირილამდე მიდის. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, გეამაყება, რომ ქართველი ხარ. ხოდა მოდით გავიხაროთ, გავიმარჯვოთ, ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებითა და იმით, რომ უფალმა ქართველებად გაგვაჩინა. პ.ს. ევროპული ხელი ქართულ ქომაგობასაც დაეტყო. “სუდია პიდარასტის” ნაცვლად ისმოდა შეძახილი: the referee is gay. თუმცა, მე მაინც “პიდარასტი” მირჩევნია, კარგად ჟღერს, ყვლამ იცის და მაინც მამაპაპურია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13536&lang=1&comments=show აგე ლინკია არი თუ რაცხაა ჩემო ძამულიაი.:) http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13536&lang=1&comments=show აგე ლინკია არი თუ რაცხაა ჩემო ძამულიაი.:)
23. მეც მსოფლიო სპორტის საიტზე წავიკითხე... მეც მსოფლიო სპორტის საიტზე წავიკითხე...
22. ეს მსოფლიო სპორტის საიტზე წავიკითხე.... ეს მსოფლიო სპორტის საიტზე წავიკითხე....
21. კარგია. საინტერესო იყო და სასიამოვნოც... მამაპაპურზე მეც გეთანხმებით :)) კარგია. საინტერესო იყო და სასიამოვნოც... მამაპაპურზე მეც გეთანხმებით :))
20. სხვათა შორის, ჩემთვისაც საინტერესო ტიპაჟია ფარსმანი თავისი ზმებით :) "როცა მეჯადაგეები ოსტატები ხდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შევარდნებს"... შენ კი თავში არ აგივარდება, უეჭველი ვიცი :) სხვათა შორის, ჩემთვისაც საინტერესო ტიპაჟია ფარსმანი თავისი ზმებით :) "როცა მეჯადაგეები ოსტატები ხდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შევარდნებს"... შენ კი თავში არ აგივარდება, უეჭველი ვიცი :)
19. ნია-კო vaime gaixareeeeee. tavshi amivardeba axla uechvelad vici :D:D:D:D:D:D:D:D:D parsman sparsi chemtvis erterti yvelaze saintereso literaturuli gmiria, kacma rom ar icis sinamdvileshi rogoria. magrad momwons ნია-კო vaime gaixareeeeee. tavshi amivardeba axla uechvelad vici :D:D:D:D:D:D:D:D:D parsman sparsi chemtvis erterti yvelaze saintereso literaturuli gmiria, kacma rom ar icis sinamdvileshi rogoria. magrad momwons
18. ფარსმან სპარსი რა შუაშია აქ? :) იცი როგორი ბიჭი ხარ, გულის გულში რომ გკტივა საქართველო, ისეთი. ძალიან კარგი ხარ, მართლა, პირველიც მომეწონა, ესეც მომწონს და კოჭებზე ვატყობ, კიდევ უფრო მომეწონები. ავდგები ახლა და უბრალოდ, ვიამაყებ შენით :) პ.ს. ჰო, კორექტურები ჩაასწორე, ულამაზესი ნაწერია, მუხტიანი და დისონანსი ნუ შეგაქვს ამ პატარა შეცდომებით :) მიიღე ჩემი უდიდესი პატივისცემა ფარსმან სპარსი რა შუაშია აქ? :) იცი როგორი ბიჭი ხარ, გულის გულში რომ გკტივა საქართველო, ისეთი. ძალიან კარგი ხარ, მართლა, პირველიც მომეწონა, ესეც მომწონს და კოჭებზე ვატყობ, კიდევ უფრო მომეწონები. ავდგები ახლა და უბრალოდ, ვიამაყებ შენით :) პ.ს. ჰო, კორექტურები ჩაასწორე, ულამაზესი ნაწერია, მუხტიანი და დისონანსი ნუ შეგაქვს ამ პატარა შეცდომებით :) მიიღე ჩემი უდიდესი პატივისცემა
17. აუცილებლად სალო :):):):) თებერვალში იქნება ამხანაგური და წავიდეთ. აუცილებლად სალო :):):):) თებერვალში იქნება ამხანაგური და წავიდეთ.
16. მეც წამიყვანეთ შემდეგ თამაშზე ;;) მეც წამიყვანეთ შემდეგ თამაშზე ;;)
15. ar vici xalxo, es qomagoba chemze ise dadebitad moqmedebs ro sityvebit ver agvwer, yvela matchis shemdeg emociebisgan daclili gamovdivar da axal, dadebbit emociebs didi dozit vigeb xolme. amirani qomagebis warmomadgenelia. dzalian jigari kaci. tumca iq arajigari aravin minaxavs me :D ar vici xalxo, es qomagoba chemze ise dadebitad moqmedebs ro sityvebit ver agvwer, yvela matchis shemdeg emociebisgan daclili gamovdivar da axal, dadebbit emociebs didi dozit vigeb xolme. amirani qomagebis warmomadgenelia. dzalian jigari kaci. tumca iq arajigari aravin minaxavs me :D
14. ამირანი არის ძალიან, ძალიან მაგარი ადამიანი. ერთ-ერთი ქომაგი, გულიანი და სულიანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც არ იღლება შეძახილებით და სხვასაც აიძულებს რომ არ დაიღალოს :):):):) ამირანი არის ძალიან, ძალიან მაგარი ადამიანი. ერთ-ერთი ქომაგი, გულიანი და სულიანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც არ იღლება შეძახილებით და სხვასაც აიძულებს რომ არ დაიღალოს :):):):)
13. ლოგიკური შეკითხვა რომელიც აქამდე არავის დაებადა: ამირანი ვინაა? :-? ლოგიკური შეკითხვა რომელიც აქამდე არავის დაებადა: ამირანი ვინაა? :-?
12. ბესოოოო, სხვათაშორის ჩემი რა ბრალია რომ მელოდე :):):):):)
ის რატომ არ მოყევი სალაროსთან რომ მოწყენილი სახე გქონდა :):):)
ისე ამირანმა მეც შემომცხო ისე, რომ შემეჭეჭყა გვერდები და იქ სიმღერის და შეძახილების გამო ოტტო ვლადიმერს მეძახის. ამერიკელებს რომ ვაცილებდით გასახდელთან ეგ რატომ არ დაწერე... აუ ადამიანებო ხაჭაპურს ჭამდნენ კადრონებიანად :):):):):):)
უხ მართლა მაგარი იყო რა და შემდეგ მატჩებზე შემოგვიერთდით. ქომაგებთან ერთად სულ სხვა მუხტიაააა ბესოოოო, სხვათაშორის ჩემი რა ბრალია რომ მელოდე :):):):):)
ის რატომ არ მოყევი სალაროსთან რომ მოწყენილი სახე გქონდა :):):)
ისე ამირანმა მეც შემომცხო ისე, რომ შემეჭეჭყა გვერდები და იქ სიმღერის და შეძახილების გამო ოტტო ვლადიმერს მეძახის. ამერიკელებს რომ ვაცილებდით გასახდელთან ეგ რატომ არ დაწერე... აუ ადამიანებო ხაჭაპურს ჭამდნენ კადრონებიანად :):):):):):)
უხ მართლა მაგარი იყო რა და შემდეგ მატჩებზე შემოგვიერთდით. ქომაგებთან ერთად სულ სხვა მუხტიაააა
10. პ.ს. ევროპული ხელი ქართულ ქომაგობასაც დაეტყო. “სუდია პიდარასტის” ნაცვლად ისმოდა შეძახილი: the referee is gay. თუმცა, მე მაინც “პიდარასტი” მირჩევნია, კარგად ჟღერს, ყვლამ იცის და მაინც მამაპაპურია.
=)) პ.ს. ევროპული ხელი ქართულ ქომაგობასაც დაეტყო. “სუდია პიდარასტის” ნაცვლად ისმოდა შეძახილი: the referee is gay. თუმცა, მე მაინც “პიდარასტი” მირჩევნია, კარგად ჟღერს, ყვლამ იცის და მაინც მამაპაპურია.
=))
9. ჰაჰ, პიდარასტები :)) აბსოლუტურად გეთანხმები, საკმაოდ გემრიელად ჟღერს :))
არ ვყოფილვარ მატჩზე და შეგრძნება მაქვს, რომ ვიყავი :) ჰაჰ, პიდარასტები :)) აბსოლუტურად გეთანხმები, საკმაოდ გემრიელად ჟღერს :))
არ ვყოფილვარ მატჩზე და შეგრძნება მაქვს, რომ ვიყავი :)
8. ეს იყო ისტორიული მატჩი! ვულოცავ ქართველ მორაგბეებს ამ ისტორიულ გამარჯვებას, მათ ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდევაც! ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან, წაგებული თამაში შემოატრიალეს! ეს იყო ისტორიული მატჩი! ვულოცავ ქართველ მორაგბეებს ამ ისტორიულ გამარჯვებას, მათ ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდევაც! ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან, წაგებული თამაში შემოატრიალეს!
7. აქ უფრო მეტად ... :D აქ უფრო მეტად ... :D
6. შენც ახლა 12-გვერედიანი რვეული არ გქონდეს გასასწორებელი! მიდი, მიდი, ნუ გეზარება! :))) შენც ახლა 12-გვერედიანი რვეული არ გქონდეს გასასწორებელი! მიდი, მიდი, ნუ გეზარება! :)))
5. მიხარია კაი ტიპობა, რაც შეეხება კორექტურას. ჰმ, ისე მეზარება რო რავიცი რა :დ მიხარია კაი ტიპობა, რაც შეეხება კორექტურას. ჰმ, ისე მეზარება რო რავიცი რა :დ
4. აუ, კაი ტიპი ხარ! მხოლოდ დადექი ახლა და რაც პირველში გაქე, აქ ნუ შემიცვლი წარმოდგენას! - დაყევი და ჩაასწორე კორექტურები!
ისე, 1981 წლის 13 მაისი გამახსენდა, - ღია ფანჯრის რაფაზე რომ შევხტი ფეხებით და ისე ვაფრიალებდი დროშას, "საქართველო, დინამოს" ყვირილით! კინაღამ მესამე სართულიდან გადავვარდი! :)))))
5 აუ, კაი ტიპი ხარ! მხოლოდ დადექი ახლა და რაც პირველში გაქე, აქ ნუ შემიცვლი წარმოდგენას! - დაყევი და ჩაასწორე კორექტურები!
ისე, 1981 წლის 13 მაისი გამახსენდა, - ღია ფანჯრის რაფაზე რომ შევხტი ფეხებით და ისე ვაფრიალებდი დროშას, "საქართველო, დინამოს" ყვირილით! კინაღამ მესამე სართულიდან გადავვარდი! :)))))
5
3. ასეთ დადებით ემოციებზე ნეტა ხშირად გვიხდებოდეს წერა :) ასეთ დადებით ემოციებზე ნეტა ხშირად გვიხდებოდეს წერა :)
2. ფაქტია, კარგად წერ :) ფაქტია, კარგად წერ :)
1. ვისაც ჩემი პირველი გამოქვეყნება აქვს წაკითხული იმან შეიძლება იფიქროს ეს ბიჭი უბერავსო. ამიტომ განვმარტავ, რომ ეს თემა ეძღვნება სწორედ იმ ხალხს, ვისაც წინა ნაწარმოები არ ეხებოდა. ვისაც ჩემი პირველი გამოქვეყნება აქვს წაკითხული იმან შეიძლება იფიქროს ეს ბიჭი უბერავსო. ამიტომ განვმარტავ, რომ ეს თემა ეძღვნება სწორედ იმ ხალხს, ვისაც წინა ნაწარმოები არ ეხებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|