ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


***




ნამმა თქვა:"სიხარული ვარ

ბალახისა თუ ქვისაო,

მტერი ლამაზი,მე რომ მყავს,

სხვას ეყოლება ვისაო-

აბრიალ-აბიბინდება,

შეხედავ,გაგიკვირდება,

სასწაულია ღვთისაო,

სამყაროს გამხარებელი,

არც-რისა სადარებელი,

სიკვდილ-სიცოცხლის ხნისაო,

ამიყვანს, ცას შემატოვებს

სითბო იმისი ხმისაო.

მერე მწვერვალებს აანთებს,

სილურჯეს აიაღმართებს,

ზღვაზე დააფენს ჩრდილსაო,

როგორ უხდება ,დალოცვილს,

უსასრულობა გზისაო."



რ  ო  ც  ა

-----------

გესმის?-გული და გონება

შენზე ამბობენ,ქალაო:

საიდან გამოგვეცხადა,

ვინ შობა ამისთანაო,

ჯოჯოხეთშიაც გვამყოფა,

სამოთხეც მოგვატარაო,

თავდავიწყებით გვამღერა,

ცრემლიც გვადინა თანაო,

არადა,რა ლამაზია,

ცაზე გასული ვაზია,

მტერიც ვერ იტყვის:"არაო."



როცა გული და გონება

ასეთ ტალღებზე ნანაობს,

სიცოცხლეა თუ სიკვდილი,-

ჩემთვის ერთია,ქალაო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს