შემომეხიე სულზე სხეულო, წყეული მიწის იმედად გტოვებ. აჰა გავშიშვლდი, ვიყავ ეული და არ მგონია რომ სიმშვიდეს იქ მაინც ვპოვებ ცარიელ ცაში, რომ რიალებს მზე ასე მწვალად და ანგელოზი განთიადზე სურვილებს წველის, წველის ცვარ–ნამად, ცის მანანად და ობლის კვერად... ვერა, სიმშვიდეს ვერც იქ ვპოვებ! კვარივით ვიწვი უხორცო სული! სულ არაფერი, იმ მადლიდან ნამცეცის მეტი ვერ მიპოვნია, ჰე უფალო, შენ რომ მომმადლე ცარიელ ცაში და დაჰკრეს ტაში ტარტაროზთა ბუღში და კვამლში, ცოდვების ალში... და შემომაცვდა რა სხეული ეულმა სულმა ვერ ვიპოვე სიმშვიდე სრული და აჰა აქაც, ჯოჯოხეთში, კვარივით ვიწვი. ვიწვი და ვიცი, კუპრში არა, არ უნდა ფიცი, ჩემივე ფიქრში და ჩემივე ზრახვებში ვიწვი.
............................
ცოდვა ბევრი მაქვს და არცერთი მათგან უბრალო, ო მაპატიე, საბრალო ვარ, ცარიელი რომ მეგონა ზეცა უფალო..
2010 წ. 9 აგვისტო. ბობნევი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დავდებ ნელნალა :) და ფაცეზე რომელი ხარ შენ ჩემი ლექსები რომ იცი? :) დავდებ ნელნალა :) და ფაცეზე რომელი ხარ შენ ჩემი ლექსები რომ იცი? :)
10. შენ უკეთესი ლექსებიც გაქვს ლევან ნუ მალავ Facebook- ზე ;;) შენ უკეთესი ლექსებიც გაქვს ლევან ნუ მალავ Facebook- ზე ;;)
8. დიმიტრის დავეთანხმები!
5 დიმიტრის დავეთანხმები!
5
7. ეს ლექსი ასე დამეწერინა... და არ შეიძლებოდა სხვანაირად დაწერილიყო... ასეთია ამ ლექსისი ბუნება და მორჩა...
რითმები? რომრლი რითმები... რითმებს ვერ ვუყურებ ხოლმე წერის დროს, უცებ დაიწერება რაღაც, მეც არ ვიცი როგორ და მორჩა....
(ამას ჩემს თავს ვეუბნები ახლა) ეს ლექსი ასე დამეწერინა... და არ შეიძლებოდა სხვანაირად დაწერილიყო... ასეთია ამ ლექსისი ბუნება და მორჩა...
რითმები? რომრლი რითმები... რითმებს ვერ ვუყურებ ხოლმე წერის დროს, უცებ დაიწერება რაღაც, მეც არ ვიცი როგორ და მორჩა....
(ამას ჩემს თავს ვეუბნები ახლა)
6. ვეთანხმები სოლეს ვეთანხმები სოლეს
5. ცარიელ ცაში, რომ რიალებს მზე ასე მწველად და ანგელოზი განთიადზე სურვილებს წველის, წველის ცვარ–ნამად, ცის მანანად და ობლის კვერად... :) ცარიელ ცაში, რომ რიალებს მზე ასე მწველად და ანგელოზი განთიადზე სურვილებს წველის, წველის ცვარ–ნამად, ცის მანანად და ობლის კვერად... :)
4. "რომ რიალებს მზე ასე მწვალად და ანგელოზე"
კრიტიკა არა და ეს გაასწორე ;) "რომ რიალებს მზე ასე მწვალად და ანგელოზე"
კრიტიკა არა და ეს გაასწორე ;)
3. "ო მაპატიე" და მსგავსი პათეტიკა მკალვს მე და ბოლოს მიღებს
კიდევ რითმები.. და სამეტყველო ენა, შენ ასე არ მეტყველებ.. ბევრჯერ მითქვამს რომ არ მიყვარს როცა ავტორი საკუტარ მეტყველებას აყალბებს ლექსში. :)
თუმცა ნიჭიერი კაცი ხარ და ველოდები ახალს. :) "ო მაპატიე" და მსგავსი პათეტიკა მკალვს მე და ბოლოს მიღებს
კიდევ რითმები.. და სამეტყველო ენა, შენ ასე არ მეტყველებ.. ბევრჯერ მითქვამს რომ არ მიყვარს როცა ავტორი საკუტარ მეტყველებას აყალბებს ლექსში. :)
თუმცა ნიჭიერი კაცი ხარ და ველოდები ახალს. :)
2. ცოდვა ბევრი მაქვს და არცერთი მათგან უბრალო, ო მაპატიე, საბრალო ვარ, ცარიელი რომ მეგონა ზეცა უფალო..
ამის მერე როგორ გაგაკრიტიკო :) გაიხარე შენ, წეღან ფეისბუკში წავიკითხე :) ცოდვა ბევრი მაქვს და არცერთი მათგან უბრალო, ო მაპატიე, საბრალო ვარ, ცარიელი რომ მეგონა ზეცა უფალო..
ამის მერე როგორ გაგაკრიტიკო :) გაიხარე შენ, წეღან ფეისბუკში წავიკითხე :)
1. კრიტიკა, კრიტიკა, კრიტიკა ჩქარა... კრიტიკა, კრიტიკა, კრიტიკა ჩქარა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|