 | ავტორი: კარპენტერ ჟანრი: პროზა 30 ნოემბერი, 2010 |
*** სახლიდან ადრე გამოვედი, არ მიყვარს დაგვიანება. ეს კი ზედმეტი იქნებოდა ნანული ბიცოლასთვის. მეტროთი წავედი, სწრაფი საშუალებაა. მაგრამ არც ისე, გააჩნია რა კუთხით შეხედავთ. თუ ყველაფერი რიგზეა, სახლიდან კარგ ხასიათზე გამოდიხართ, მგზავრობა მეტროთი უსასრულოდ მოგეჩვენებათ. ამდენი სიმახინჯის ხილვით და ადამიანური სახის ყველა უარყოფითი თვისების გამოვლინებით. მაგრამ თუ საფიქრალი ბევრი გაქვთ და ძალიან არ შეგაწუხეს, გქონიათ გასართობი... გასართობი მეც მქონდა, მაგრამ ფიქრების მართვა ძნელია, მათ შეიძლება იქ წაგიყვანონ სადაც არ გინდა წასვლა. დღეს ასე მოხდა, თუმცა დამნაშავე ერთი შუახნის მამაკაცი იყო... *** როდესაც მეტროში შევდივარ, ყოველთვის ვდგები კარებთან ისე, რომ მარცხენა მიმართულებით იყოს ვართკეთილის, მარჯვენა მხარეს – ობამას მეტრო სადგური. ასე იოლად ვხვდები სად ვარ, როცა ფიქრებიდან გამოვდივარ. *** ზემოთ აღნიშნული მამაკაცი კი პირდაპირ ჩემს წინ დადგა, თითქოს ვერ შემამჩნია. ზურგი მომაქცია და რკინის ბოძს ჩაეჭიდა. ყოველთვის უხერხულია როდესაც ვინმეს ზურგს აქცევ, მას კი ეს არ ეუხერხულებოდა, ორჯერ ფეხზეც კი დამაბიჯა. მართალია ნემსს ვერ დააგდებდი იმდენი ადამიანი იდგა გასასვლელ კართან, მაგრამ ამ ადამიანისადმი მაინც ვიგრძენი სიძულვილი. გვერდზე გოგონა დავინახე, ახალგაზრდა, კარგად გამოპრანჭული. ის მოხუცი კაცის წინ იდგა. უხერხულობა იქ შევამჩნიე. *** გაჩერებაზე რაც ხდება ხოლმე გახსენებაც არ მსურს. ერთხელ დავფიქრდი: რატომ აცხადებენ “კარები იკეტებაო”, როდესაც მატარებელი არც არის გაჩერებული, და კარებიც რა თქმა უნდა, ჯერ არც კი გაღებულა... ერთმა მასწავლებელმა მითხრა: “იყავი უფრო შემტევი, არავის არაფერი დაუთმო, მათია ეს ცხოვრება, ვინც უტევსო”. ალბათ მეტროს ეს ფანდი ხალხის კეთილდღეობისთვის არის. ისინი იძულებულნი არიან შეიჭრან ვაგონში, სანამ კარი დაიკეტება... ისინი იბრძვიან, უტევენ... *** ვართკეთილის მეტროში კი, საიდანაც დაიწყო ჩემი გზა, საინტერესო ფაქტებს წავაწყდი: კართან დავდექი, იმიტომ, რომ არ მიყვარს ადგილის დათმობა, ვაგონი შეივსო. ჯერ სკამები. ახალგაზრდა ქალბატონი შემოვიდა, ჩემი ასაკის ბიჭი წამოდგა, “დაბრძანდითო”, ქალბატონმა მადლობა გადაუხადა, ასეთი რამ სამჯერ მოხდა, სანამ საოცრებას წავაწყდებოდი. სხვათა შორის ადრეც მინახავს ზრდილობიანი ახალგაზრდები ვინც სხვას უთმობს ადგილს, მაგრამ მადლობის თქმა იშვიათად, ადგილის ახალი “მფლობელებისგან”, თითქოს ყველა მგზავრი მოჯადოებულია და სკამზე თუ არ დაჯდა მოკვდება... დღის საოცრებას რაც შეეხება: ზრდასრულმა მამაკაცმა ადგილი დაუთმო ხუთი-ექვსი წლის ბავშვს. *** მახსოვს როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, უფროსებს უნდოდათ ჩემთვის გაეცნოთ ქალაქი, ჩემი მომავალი სახლი. ერთ-ერთი ვიზიტისას ჯერი ტრამვაიზე მიდგა. პირველად ვიმგზავრე იმ დღეს. ზრდილობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჩემი მშობლები. ამიტომ არც დავფიქრებულვარ ისე წამოვდექი სკამიდან როდესაც უფროსი ადამიანი მომიახლოვდა. მან ცივი თვალებით დახედა სკამს (ბორბლის ზევით სკამი ყოველთვის აწეულია, ბავშვებს კი სიმაღლეზე ჯდომა უყვართ) , შემდეგ მეც, გზა განაგრძო უკანა რიგებისკენ. მე დავჯექი. ცოტა ხანში მობრუნდა, თავზე დამადგა უკვე არა ცივი მზერით. მეც შევხედე, ცივად. მან ტუჩები აცმაცუნა, რაღაცის თქმა სურს, მე კი ვუცდი, ის ვერ ამბობს, მე ადგილს არ ვუთმობ. დედამ დამიძახა წინა რიგიდან. ცივი თვალები ჩემი ადგილიდან იყურებოდნენ. *** დღეს, ადგილი ბავშვს დაუთმეს... “ამბობენ ახლა სხვა დროა”, მართლებიც არიან. ადრე ბავშვი თუ არ დაუთმობდა ადგილს მასზე უფროსს, ალბათ ეშმაკისეულად შერაცხავდნენ. დღეს კი ადამიანია, პატარაც, დიდიც. *** მეტროდან “მარშუტკაში” გადავჯექი. უმოკლესი გზა ავირჩიე “დანიშნულების ადგილამდე”, მაგრამ ერთი ტრანსპორტით ვერ მივიდოდი მაინც. ავედი, მაგრამ ადგილი არ იყო, არც ფეხზე დასადგომი. ამიტომ ვიღაცას ჩახუტებული ვმგზავრობდი. ყოველ გაჩერებაზე ვიღაც ჩადიოდა, მეც ჩასვლა მიწევდა, ამოსვლისას კი მძღოლს ჩემი დაკეტილი კარი არ მოსწონდა, სხვას აკეტიებდა. მგზავრების რაოდენობა ნელ-ნელა შეცმირდა, მეც ვნახე ადგილი პირველ რიგში. მაგრამ მომდევნო გაჩერებაზე ქალბატონი ამოვიდა დიდი ტორტით, მე დამადო მუხლებზე, არაუშავს-თქო ვუთხარი, ქალბატონმა მძღოლს მიაწოდა ქაღალდის ფული - აგერ აიღე ორის, წინა რიგზე, ვზივართ. ხმამაღლა ყველას გასაგონად. საინტერესოა, მე რომ იქ არ ვყოპილიყავი, გადაუხდიდა ტორტს “სამგზავროს”? მალე ისევ დაიწყო ხალხის მატება. *** მე კი ფანჯრიდან ვიყურები: ორი ბიჭი მოდის ხელიხელ გადახვეული, ასაკით, ალბათ ათი-თერთმეტი წლის, მსჯელობენ, კამათობენ თუ ამბებს უყვებიან ერთმანეთს არ ვიცი, მაგრამ მათი ასაკის მშურს, თეთრად, როგორც იტყვიან. მე და ჩემი ბიძაშვილი, ბათუც ხომ ერთ დროს ასე დავდიოდით, სუფთა გონებით, ცხოვრების სიბინძურედან შორს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. განწყობას ყოველთვის ამაღლებენ ბავშვები. ერთხელ მანქანით მივდიოდი, ავტობუსმა გადაგვასწრო, უკანა ფანჯრიდან კი ბავშვები იყურებოდნენ, იცინოდნენ, ხელს გვიქნევდნენ. მაშინ სიცილი ვერ შევიკავე, ბიძაშვილმაც და მამამისმაც ხმამაღალი სიცილი დაიწყეს. *** მალე ჩემი გაჩერებაა, ავდექი, კართან დავდექი, ფეხით ხუთი წუთის სავალზე, სხვამ გააჩერა, ამოვიდა ავი სახით. ვიფიქრე, ზუსტად იქ ჩავალ სადაც უნდა ჩავსულიყავი, სხვები ხომ აჩერებენ ყოველ ოც მეტრში, რომ ერთმანეთს დაასწრონ ამოსვლა. ახალამოსულმა დაუწყო ჩხუბი ტორტის მფლობელს - იქნებ ტორტი მუხლებზე დაიდოთ და მოგვცეთ დაჯდომის საშუალება. - გადახდილია ქალბატონო ტორტის და მუხლზე სად დავიდო ისედაც როგორ ვზივარ ვერ ხედავთ? ჩემს გაჩერებაზე, კიდევ ერთი მგზავრი ამოდიოდა. მე ჩავედი, ის ამოვიდა. როგორც ჩანს მოვასწარი, დედა და ბიცოლა ერთად მოდიან. ჭიშკარში ჯერ არ შესულან. დედა ალბათ მისაყვედურებს წვერი, რომ არ გავიპარსე. მივალ ბიცოლასთან, სირცხვილია... ან მოგვიანებით... - ბიცოლა, ვიზიარებ მწუხარებას... დედა, როგორ ხარ?... ორივე სევდიანია, მძიმეა... ბიცოლამ შვილიც და ქმარიც ერთ დღეში, ავარიაში, დაკარგა. აგერ ჩემი ბიძაშვილიც. ის არა, ვისზეც გიყვებოდით. ჩემსავით ბიძაშვილისა და ბიძის დაკრძალვაზეა. ყოველთვის მამიდას ეძახდა დედას, მეორე ბიცოლას – ბიცოლას. ასაკით პატარაა, მაგრამ ასეთები მაინც არ უნდა ეშლებოდეს. - ვიზიარებ მწუხარებას, ბიცოლა - ვიზიარებ მწუხარებას მამიდა. *** ორშაბათია. დღეს მამა მანქანას მათხოვებს, კარგია. ბიძაჩემს და ბათუს უნდა გავუარო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ხალისით ჩამეკითხა :) ხალისით ჩამეკითხა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|