ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2010


! ! ! ი.რ.ო.ნ.ი.ა ! ! !

ძლივს შემიყვარდა, ძლივს გავბედე გადაშლა გულის
და ანგელოზმაც ძლივს თანხმობით ჩაიჩურჩულა.
მერე კი მთვარე გახდა მოწმე პირველი კოცნის
სამყაროს მაცნედ - ზეცამ ასჯერ დაიგრუხუნა.

მტკვარი, რომელმაც ნახა მკერდი მოშიშვლებული
ამღვრეულ ტალღებს ჩვენს ალერსზე ამბებს უყვება.
ქარი ქურდულად გვეპარება ტრფობით დაღლილებს
და ჩემს მკლავებში მიძინებულს - შავ თმებს უწეწავს.

შემოგვათენდა, გავიყარეთ როგორც ღრუბლები
და კიდევ ერთხელ პაემნისთვის დავთქვით ადგილი.
მტკვარს მივაშურე, ტალახს უკვე ფსკერზე ეძინა
და განვიწმინდე, მძიმე ღამით - მძიმედ დაღლილი.

ის დღე ფიქრებში გავატარე, ოცნებებს ვწერდი,
მონატრების წინ - დაბნეული მუხლზე დავეცი.
საღამოს ყურმილს წავეტანე... ზარი გავიდა...
ხმა შემომესმა... ტელეფონით გრძნობა გავეცი.

მეორე დღჶს კი ვიღაც ბიჭთან ტრფობით გართულმა,
ზურგი მაქცია, არ მიცნობდა - თითქოს არასდროს.
ოქროს ბეჭედმა გაიელვა უცებ თვალებში,
ვახ ირონიავ!.. თურმე სატრფო, ქმართან მღალატობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები